ინსტაგრამმა საკუთარ პლატფორმას ახალი ფუნქციონალი დაამატა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია ლაიქებისა და ნახვების დამალვა როგორც ძველ ისე ახალ პოსტებზე.

როგორ დავმალოთ ლაიქები და ნახვები ახალ პოსტებზე

ამ ფუნქციის გააქტიურებით, მაინც გამოჩნდება მომხმარებელი, რომელმაც დაალაიქა თქვენი პოსტი, თუმცა რაოდენობის მაჩვენებლის მაგივრად წარწერა შეიცვლება “and others” ტექსტით.

   – დაიწყეთ ახალი Instagram პოსტის შექმნა;
   – უშუალოდ პოსტის გაზიარებამდე, შეეხეთ მენიუს ბოლოში “Advanced Settings”;
   – ჩართეთ ფუნქცია “Hide Like and View Counts”;
   – დაბრუნდით წინა მენიუში და მხოლოს ამის შემდეგ გააზიარეთ პოსტი.

გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ მომხმარებელს ჩართულია “Like Counts”, ის მაინც ვერ შეძლებს ლაიქებისა და ნახვების მაჩვენებლის ნახვას მისთვის დამალულ პოსტებზე.

როგორ დავმალოთ ლაიქები და ნახვები ძველ პოსტებზე

   – აირჩიეთ თქვენი გაზიარებული ნებისმიერი პოსტი;
   – შეეხეთ ელიფსის ნიშანს ხატულას (სამი წერტილი) პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში;
   – Pop-up მენიუდან აირჩიეთ “Hide Like Count”.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *