მოწყობილობების მუშაობის გასახანგრძივებლად აუცილებელია მათი რეგულარული გასუფთავება. iSpace იწყებს ბლოგების სერიას იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ Apple ტექნიკას. პირველ ბლოგში ვისაუბრებთ Apple Watch–ის გაწმენდა–გასუფთავების ხერხებსა და მეთოდებზე.

აუცილებელია ვიცოდეთ!

Apple Watch საკმაოდ მრავალფუნქციური მოწყობილობაა, თუმცა მისი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულება ფიტნეს–სამაჯურია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სმარტ საათს არ ეშინია წყლის. თუმცა სანამ რამეს მოვიმოქმედებთ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ არის თუ არა ჩვენი Apple Watch წყალგაუმტარი.

Apple Watch Series 1 მოდელები მდგრადია მცირე ტენიანობის მიმართ. ეს ნიშნავს, მათ არ აშინებთ წვიმიანი ამინდი და სავარჯიშო აქტივობები. ამის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირველი სერიის Apple Watch-ის პირდაპირი კონტაქტი წყალთან: ხელის დაბანა, შხაპის მიღება, ცურვა და ა.შ. 

Apple Watch Series 2 და მისი მომდევნო მოდელები უფრო მეტად არიან დაცულები. ამ მოდელებში გათვალისწინებულია წყლის ბლოკირების ფუნქციონალი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია საკონტროლო ცენტრში შესაბამისი ვარჯიშის ტიპის არჩევისას: ცურვა, სერფინგი და ა.შ. ამ მოდელებს არ აშინებს არც ხელის დაბანა და არც შხაპის მიღება, თუმცა აზიანებს: საპონი, შამპუნი, ლოსიონი, ზეთი და სხვა მსგავსი ჰიგიენური თუ კოსმეტიკური საშუალებები. ნებადართულია ბანაობა აუზში ან ზღვაში, საშუალო სიღმეზე დაირვისას. საუნაში მოსიარულეებისათვის, მყვინთავებისა და წყლის სხვადასხვა სპორტის მიმდევრებისათვის Apple საათები არ არის შესაფერისი.

Apple Watch Ultra და Ultra II რჩება წყალგამძლე 100 მეტრამდე სიღრმეზე. მათი დატოვება შესაძლებელია ცურვისას ან წყლის თხილამურებით სრიალის დროს (როდესაც არის წყალთან შეხება მაღალი სიჩქარით). და თუნდაც სკუბა დაივინგისას, 40 მეტრის სიღრმეზე!

როგორ გავწმინდო ჩემი Apple Watch?

მიუხედავად იმისა, რომ Apple ტექნიკა დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან, არსებობს წესები, რომლებიც საერთოა თითოეული მოწყობილობისთვის:

  • პირველ რიგში, გამოაერთეთ მოწყობილობის დამტენი;
  • სპრეის საწმენდი საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული უშუალოდ იმ მატერიაზე, რომელსაც იყენებთ გასაწმენდად და არა მოწყობილობაზე;
  • მოერიდეთ ტენიანობის შეტანას მოწყობილობის ღიობებში;
  • გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური რბილი მატერიის ნაჭერი და ისიც ბუსუსების გარეშე. ნუ გამოიყენებთ უხეშ ქსოვილებს, ნაჭრისა და ქაღალდის პირსახოცებს;
  • გაწმენდითი მოძრაობები უნდა იყოს მსუბუქი და აკურატული. ნუ იქნებით ზედმეტად გულმოდგინე, რათა არ დააზიანოთ მოწყობილობა;
  • მკაცრად იკრძალება სითბოს გარე წყაროების, ულტრაბგერების, სპრეი აეროზოლების, მათეთრებლის, აბრაზიული მასალების გამოყენება. რა თქმა უნდა, თუ მოწყობილობის გასუფთავებასთან ერთად არ გსურთ მისი საფარის წაშლა და დაზიანება.

მნიშვნელოვანია! მოწყობილობის გასაწმენდად ხელსახოცების ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ იზოპროპილის სპირტის 70%-იან და ეთილის სპირტის 75%-იან ხსნარს. ასევე გირჩევთ Clorox-ის სადეზინფექციო ხელსახოცს.

ახლა დავიწყოთ უშუალოდ Apple Watch– ის გაწმენდა და გაშრობა.

  • გამორთეთ საათი;
  • გამოაერთეთ მოწყობილობის დამტენი;
  • ჩვენ ასევე გირჩევთ უჟანგავი ფოლადისა და ტყავის სამაჯურის მოხსნას;
  • ნაზად გაწმინდეთ ეკრანი და საათის კორპუსი რბილი ქსოვილით (ბუსუსების გარეშე). თუ საათი ძლიერ დაბინძურებულია, ოდნავ დაასველეთ ქსოვილი სუფთა წყლით;
  • გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი და მშრალი ქსოვილით;
  • ნუ იჩქარებთ მოწყობილობის ჩართვას. მიეცით ბოლომდე გაშრობის საშუალება.

როგორც ხედავთ, ზოგჯერ რთული ტექნოლოგიებიც ითხოვენ მარტივ მიდგომას.

როგორ გავწმინდოთ Digital Crown?

ხანდახან ცდება, რომ Apple Watch–ის Digital Crown იწყებს გაჭედვას. მისი მოძრაობა ნაკლებად გლუვი ხდება, ან საერთოდაც წყვეტს მოძრაობას. ამის მიზეზია: მტვერი, ჭუჭყი ან ნარჩენები, რომლებიც მოხვდა საათის კორპუსსა და რგოლიკს შორის არსებულს სივრცეში. თუმცა ნუ იდარდებთ, ამის გამოსწორება ძალიან მარტივია:

  • გამორთეთ თქვენი Apple Watch;
  • გამოაერთეთ მოწყობილობის დამტენი;
  • მოათავსეთ საათი თბილი წყლის დინების ქვეშ 10-15 წამის განმავლობაში. დინება უნდა იყოს თხელი და მიუშვირეთ მხოლოდ Digital Crown;
  • გადაატრიალეთ რგოლიკი და დააჭირეთ მას(რამდენიმე გადატრიალება და დაჭერა საკმარისი იქნება);
  • გაწმინდეთ Apple Watch რბილი ქსოვილით(ბუსუსების გარეშე). ყურადღება მიაქციეთ როგორც რგოლიკს, ისე სივრცეს მასსა და საათის კორპუსს შორის.

როგორ გავწმინდოთ Apple Watch სამაჯური?

მიუხედავად იმისა, თუ რა მასალისგანაა დამზადებული სამაჯური, ის დროთა განმავლობაში ისვრება, ცვდება და ზიანდება. გაცვეთილი და დასვრილი სამაჯური მალევე ზიანდება, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს მოწყობილობის გარეგნობას. შესაბამისად საათის მსგავსად, სამაჯურიც საჭიროებს მოვლას და გასუფთავებას. 

სამაჯურის გასუფთავებამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მასალის მახასიათებლები. მაგალითად, უჟანგავი ფოლადისა და ტყავის სამაჯურები ვერ იტანენ ტენიანობას. ნუ გარეცხავთ ასეთ სამაჯურს წყალში, საპნით, სარეცხ მანქანაში, ასევე ნუ გააშრობთ ფენით, გამათბობელზე ან/და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

როგორ გავასუფთავოთ? ოდნავ დაასველეთ სუფთა, რბილი ქსოვილი (ბუსუსებისა და ნაოჭების გარეშე) სუფთა წყლით და ნაზად გაწმინდეთ სამაჯური. გაამშრალეთ მშრალი ქსოვილით და დაელოდეთ სანამ ბოლომდე არ გაშრება.

სპორტული მონო–სამაჯურის გასაწმენდად (მათ შორის Nike) კი შეგვიძლია გამოვიყენოთ რბილი ჰიპოალერგენული საპონი. როგორც წესი, მწარმოებელი უთითებს რეკომენდაციებს შეფუთვაზე ან საინფორმაციო ფურცელზე.

თუ პრობლემა გაცილებით სერიოზულია და არ გსურთ ექსპერიმენტების ჩატარება, ჩვენი სერვის ცენტრის სპეციალისტები სიამოვნებით გაგიწევენ რეკომენდაციას.

გარდა ამისა, iSapce-ში იპოვნით Apple Watch–ის აქსესუარების დიდ არჩევანს შესანიშნავ ფასად. ტყავი, სილიკონი, ნეილონი, უჟანგავი ფოლადი – სამაჯურები ყველა გემოვნებისა და აქტივობისათვის.

ასევე გაეცანით:

როგორ შევარჩიოთ Apple Watch სამაჯური?

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *