Apple-ის სმარტსაათის დაკარგვა არასასიამოვნო სიტუაციაა. თუმცა კომპანიამ მსგავსი შემთხვევები გაითვალისწინა და დაკარგული მოწყობილობის მარტივად საპოვნელად ეფექტური საშუალებები შექმნა. ქვემოთ განვმარტავთ, როგორ შეგიძლიათ Apple Watch-ის მოძებნა iPhone-ის დახმარებით და რომელი პარამეტრების გააქტიურებაა საჭირო.
რატომ არის შესაძლებელი სმარტსაათის პოვნა iPhone-ის საშუალებით?
Apple-მა შექმნა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობის ერთმანეთთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. iPhone რამდენიმე წამში უკავშირდება Apple Watch-ს Bluetooth-ის საშუალებით. ამავე პრინციპზეა ნაწილობრივ დაფუძნებული „ლოკატორის“ (Find My) აპლიკაციის მუშაობა – ამ ფუნქციის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგში.
ჩართული Apple Watch პერიოდულად აგზავნის დაშიფრულ მონაცემებს თავისი მდებარეობის შესახებ, ხოლო ტელეფონი მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით ამ ინფორმაციას რუკაზე აჩვენებს.
რა არის საჭირო, რომ სმარტსაათის ძიება იმუშაოს?
გააქტიურეთ „ლოკატორი“ (Find My), რათა მომავალში დაკარგული საათის პოვნა უფრო მარტივი იყოს. ინსტრუქცია:
- დაასინქრონეთ საათი სმარტფონთან.
- შედით Apple Watch-ის პარამეტრებში.
- დააჭირეთ მომხმარებლის ანგარიშის სახელს და სიიდან აირჩიეთ შესაბამისი მოწყობილობა.
- მენიუში „საათის პოვნა“ გაააქტიურეთ „ლოკატორის ქსელი“.
ჩართული ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ნახოთ მოწყობილობის მდებარეობა მაშინაც კი, როდესაც ის გამორთულია.
როგორ ვიპოვოთ სმარტსაათი, როცა ის ახლოს არის?
თუ დარწმუნებული ხართ, რომ მოწყობილობა ახლოს დატოვეთ, გამოიყენეთ ხმოვანი სიგნალი. პროცესი ძალიან მარტივია:
- „ლოკატორში“ (Find My) სმარტფონზე გადადით განყოფილებაში „მოწყობილობები“.
- სიიდან აირჩიეთ თქვენი მოწყობილობა.
- დააჭირეთ ღილაკს „ხმის ჩართვა“.
ფუნქცია იმუშავებს, თუ სმარტსაათი დაკავშირებულია Wi-Fi-სთან ან Bluetooth-თან. მოისმენთ ხმოვან სიგნალს, რომელიც ორი წუთის განმავლობაში თანდათან ძლიერდება. სიგნალის გამორთვა შესაძლებელია როგორც iPhone-ზე, ისე ნაპოვნი მოწყობილობის ეკრანიდან.

თუ სმარტსაათი შორს არის ან დამჯდარია – რა უნდა გააკეთოთ?
თუ მოწყობილობა სახლს გარეთ დაკარგეთ ან ბატარეა სრულად დაიცალა, პანიკაში ნუ ჩავარდებით. სისტემაში ხელმისაწვდომია ფუნქცია, რომელიც აჩვენებს ბოლო დაფიქსირებულ მდებარეობას. გადადით „ლოკატორში“ (Find My), გახსენით განყოფილება „მოწყობილობები“, აირჩიეთ საჭირო მოწყობილობა სიიდან და რუკაზე ნახეთ მისი ბოლო მდებარეობა.

თუ მითითებულ ადგილზე მოწყობილობა არ აღმოჩნდა, გაააქტიურეთ „აქტივაციის ბლოკირება“ – ამ შემთხვევაში საათი დაიბლოკება და მისი გამოყენება სხვა პირისთვის შეუძლებელი იქნება თქვენი ნებართვის გარეშე.
დაკარგული Apple Watch-ის მოძებნა კავშირის გარეშე
თუ Apple Watch ინტერნეტთან აღარ არის დაკავშირებული, „ლოკატორი“ (Find My) აჩვენებს მის ბოლო დაფიქსირებულ მდებარეობას. Series 6 და უფრო ახალი მოდელები აღჭურვილია სპეციალური ჩიპით, რომელიც გათიშვის შემდეგაც გარკვეული დროით აგრძელებს Bluetooth-სიგნალის გადაცემას.
სასარგებლოა ფუნქცია „შეტყობინება აღმოჩენისას“. როგორც კი სმარტსაათი კვლავ დაუკავშირდება ქსელს, დაკავშირებულ iPhone-ზე ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ. დამატებით შესაძლებელია „დაკარგვის რეჟიმის“ ჩართვა და საათის ეკრანზე ტელეფონის ნომრის ან საკონტაქტო ინფორმაციის ჩვენება. ამ შემთხვევაში, ვინც მოწყობილობას იპოვის, ზუსტად ეცოდინება, როგორ დაგიკავშირდეთ.
რჩევები Apple Watch-ის iPhone-ის დახმარებით მოძებნისთვის
ეს ფუნქციები იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარამეტრები წინასწარ გაქვთ გააქტიურებული – სხვა შემთხვევაში მათი გამოყენება შეუძლებელია.
რეგულარულად განაახლეთ iOS და watchOS. ბატარეის დაზოგვის მიზნით Bluetooth-ის გამორთვა რეკომენდებული არ არის. Apple მუდმივად ამატებს ახალ შესაძლებლობებს მომხმარებლის კომფორტის გასაუმჯობესებლად – მაგალითად, ენერგოეფექტური Bluetooth Low Energy (LE) ტექნოლოგია უზრუნველყოფს სმარტფონთან სტაბილურ კავშირს მინიმალური ენერგომოხმარებით.
დასკვნა: როგორ ვიპოვოთ სმარტსაათი სწრაფად და ეფექტურად?
იმისთვის, რომ მომავალში დრო არ დაკარგოთ, წინასწარ გაააქტიურეთ „ლოკატორი“ (Find My) – ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამის შემდეგ სმარტსაათის მოძებნა ბევრად უფრო მარტივი გახდება, იქნება ის დივნის ბალიშებში ჩამალული თუ გასახდელში დავიწყებული.
თუ კითხვები გაგიჩნდებათ კავშირის ან ძიების ფუნქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ iSpace-ის ექსპერტებს – Apple Premium Partner-ს საქართველოში. მოწყობილობების განახლება შესაძლებელია როგორც ონლაინ მაღაზიაში, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში თბილისში და ბათუმში. ხელმისაწვდომია მიწოდება ქვეყნის მასშტაბით და თვითგატანაც.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია გამორთული Apple Watch-ის პოვნა?
დიახ, შესაძლებელია, თუ გააქტიურებულია „ლოკატორის ქსელი“ (Find My). აღნიშნულ ფუნქციას მხარს უჭერს მოწყობილობები Series 6-იდან და უფრო ახალი მოდელები.
იპოვის თუ არა ტელეფონი სმარტსაათს ინტერნეტის გარეშე?
ტელეფონი აჩვენებს სმარტსაათის ბოლო დაფიქსირებულ მდებარეობას, რომელიც დაფიქსირდა მის გათიშვამდე. მთავარი პირობაა, რომ „ლოკატორის ქსელი“ წინასწარ იყოს გააქტიურებული და სწორად დაყენებული.
როგორ ვიპოვოთ სმარტსაათი „ლოკატორის“ (Find My) გარეშე?
სმარტსაათის მოძებნა ხმოვანი სიგნალის ან რუკაზე ჩვენების საშუალებით შეუძლებელია, თუ „ლოკატორი“ წინასწარ არ იყო გააქტიურებული. თუ ეს ნაბიჯი გამოტოვებულია, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოთ Apple ID-ის და მასთან დაკავშირებული სერვისების პაროლები.
შესაძლებელია სხვა ადამიანის Apple Watch-ის გამოყენება ძიებისთვის?
დიახ, შესაძლებელია, თუ ორივე მომხმარებელი ერთ „ოჯახური წვდომის“ ჯგუფშია გაერთიანებული. „მოწყობილობების პოვნაში“ გამოჩნდება ყველა მოწყობილობა, რომლებიც მითითებულ Apple ID-ებთან არის დაკავშირებული. შემდეგ მიჰყევით სტანდარტულ ინსტრუქციას.
წაიკითხეთ ასევე
როგორ იცავს iPhone თქვენს მონაცემებს: Apple-ის უსაფრთხოება
როგორ ავირჩიოთ Apple Watch: ექსპერტების რჩევები
iPad-ის ფუნქციები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


