WatchOS 9 გვთავაზობს განახლებულ Quick Actions ფუნქციონალს. მისი დახმარებით მომხმარებლებს Double-Pinch ჟესტით უამრავი მოქმედების შესრულება შეუძლიათ, მათ შორის: შეტყობინების გახსნა, ზარის წამოწყება/დასრულება, ფოტოს გადაღება, მუსიკის დაპაუზება/ჩართვა, ვარჯიშის წამოწყება/დასრულება და ასე შემდეგ. სწრაფი მოქმედებების გამოყენება მაღვიძარას გასაჩუმებლად ან ტაიმერის გამოსართავადაც შეიძლება.
როგორ ჩავრთოთ სწრაფი ქმედებები?
- გახსენით Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
- აირჩიეთ Accessibility;
- Motor-ის ქვეშ შეეხეთ ღილაკს Quick Actions;
- აირჩიეთ ერთ-ერთი: On, When AssistiveTouch is Enabled, Off. ასევე შეიძლება მათი გარეგნობის შეცვლა – Full ან Minimal.
! თუ ფუნქცია ოდნავ დამავნეველი გეჩვენებათ, ან უბრალოდ გსურთ სწრაფი მოქმედებების გამოყენებამდე მათი დატესტვა, გახსენით Settings თქვენს Apple Watch-ზე, აირჩიეთ Accessibility > Quick Actions და დააჭირეთ ღილაკს Try it out.
ასევე გაეცანით:
- Apple Watch Ultra: რა არის და როგორ დავაკონფიგურიროთ Action ღილაკი?
- Apple Watch Ultra: როგორ გავააქტიუროთ ღამის რეჟიმი?
- Apple Watch SE 2 თუ Apple Watch Series 8?
- Apple Watch Ultra – Top 10 მნიშვნელოვანი და საინტერესო ფუნქცია.
- ერთად შევადაროთ Apple Watch Ultra, Series 8, SE 2 და ძველი მოდელები.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.