WatchOS 9 გვთავაზობს განახლებულ Quick Actions ფუნქციონალს. მისი დახმარებით მომხმარებლებს Double-Pinch ჟესტით უამრავი მოქმედების შესრულება შეუძლიათ, მათ შორის: შეტყობინების გახსნა, ზარის წამოწყება/დასრულება, ფოტოს გადაღება, მუსიკის დაპაუზება/ჩართვა, ვარჯიშის წამოწყება/დასრულება და ასე შემდეგ. სწრაფი მოქმედებების გამოყენება მაღვიძარას გასაჩუმებლად ან ტაიმერის გამოსართავადაც შეიძლება.

როგორ ჩავრთოთ სწრაფი ქმედებები?

  • გახსენით Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
  • აირჩიეთ Accessibility;
  • Motor-ის ქვეშ შეეხეთ ღილაკს Quick Actions;
  • აირჩიეთ ერთ-ერთი: On, When AssistiveTouch is Enabled, Off. ასევე შეიძლება მათი გარეგნობის შეცვლა – Full ან Minimal.

! თუ ფუნქცია ოდნავ დამავნეველი გეჩვენებათ, ან უბრალოდ გსურთ სწრაფი მოქმედებების გამოყენებამდე მათი დატესტვა, გახსენით Settings თქვენს Apple Watch-ზე, აირჩიეთ Accessibility > Quick Actions და დააჭირეთ ღილაკს Try it out.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *