მე-9 თაობის iPad 2021 Apple პლანშეტებს შორის წლის ყველაზე პოპულარული მოდელია, რაც აშკარა გაუმჯობესებულმა წარმადობამ გამოიწვია. მას სულ ოდნავ ჩამორჩება iPad 6 mini, რომელიც მარტივად ეტევა ხელის გულზე და მიუხედავად ამისა, საკმაოდ ინტენსიურ დატვირთვას უმკლავდება.
რა მოყვება კომპლექტში?
თითოეული iPad სტანდარტული კომპლექტაციით არის ხელმისაწვდომი. თეთრი ყუთი, პლანშეტი, 20W კვების ადაპტერი, კაბელი და დოკუმენტაცია.
iPad 9th Gen ხელმისაწვდომია ორ ფერში: კოსმიური ნაცრისფერი და ვერცხლისფერი. iPad mini კი გვხვდება 4 ფერში: კოსმიური ნაცრისფერი, Starlight, იისფერი და ვარდისფერი.
iPad 9th Gen (10.2): ნაცნობი დიზაინი და გააზრებული ერგონომიულობა
ახალი iPad 10.2-ის კორპუსი დამზადებულია გამძლე ალუმინისგან. გარეგნულად ის საერთოდ არ განსხვავდება მე-8 თაობის iPad-ისგან. სისქე მხოლოდ 7,5 მმ, ეკრანის დიაგონალი 10,2 ინჩი, კონექტორების, დინამიკების და ხმის ღილაკების მდებარეობა იგივე. მხოლოდ წონა შეიცვალა მცირედით: ახალი პლანშეტი იწონის 487 გრამს, რაც წინა წლის მოდელთან შედარებით 3 გრამით მსუბუქია.
ვიზუალურად შესამჩნევი ინოვაციების ნაკლებობის მიუხედავად პლანშეტის ვიზუალი ნამდვილად არ არის მოძველებული ან შეუსაბამო: მინიმალისტური დიზაინი და გააზრებული ერგონომიულობა არასდროს დაკარგავს აქტუალობას.
iPad 10.2 ძირითადი ცვლილებები მის ტექნიკურ აღჭურვილობზე მოდის. პლანშეტმა მიიღო ახალი A13 Bionic პროცესორი, ორი კამერა Center Stage ავტოფოკუსის ფუნქციით და სხვა უამრავი საინტერესო ფუნქცია.
პლანშეტის გვერდზე გვხვდება 3-პინიანი კონექტორი კლავიატურისა და Apple-ის ბრენდული ქოვერების დასაკავშირებლად.
მე-9 თაობის iPad Apple-ის ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი პლანშეტია, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ყოველდღიურ აქტივობებს: გართობა, სწავლა, მუშაობა თუ შემოქმედება.
სწორედ ამ მიზეზების გამო, iPad 9th Gen არის შესანიშნავი არჩევანი, თუ გსურთ თქვენი მოძველებული პლანშეტის ჩანაცვლება.
iPad mini 6: ყველაზე დიდი რედიზაინი
მე–9 თაობის iPad–სგან განსხვავებით, iPad mini 6 მნიშვნელოვნად შეიცვალა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან.
iPad mini 6 ვიზუალურად 2020 წლის iPad Air-ს დაემსგავსა, თუმცა 6 mini-ს კორპუსზე აღარ გვხვდება Home ღილაკი და შემცირდა ჩარჩოების ზომაც. პლანშეტის ფორმები უფრო კუთხოვანი გახდა, რაც მის ხელიდან გაცურების შესაძლებლობებს უკიდურესად ამცირებს. ამ გადაწყვეტით, დეველოპერებმა ადრინდელი მოდელების დიზაინს მიბაძეს.
iPad mini 6-მა ასევე დაკარგა 3.5 Jack აუდიო შესაერთებელი, ხოლო Touch ID ჩარჩოდან დაბლოკვის ღილაკზე გადავიდა – ისევე როგორც Air-ში. სტერეო დინამიკები განთავსებულია კორპუსის როგორც ზედა, ისე ქვედა ზედაპირზე. ეს იძულებითი ცვლილებებია: Apple Pencil ახლა მაგრდება მარჯვნიდან, ხოლო მარცხენა მხარე Smart Folio ქოვერს დაეთმო.
გაზრდილი ეკრანი, შემცირებული ჩარჩოები
Apple-მა ახალი მოდელიდან ამოიღო Home ღილაკი, რამაც ეკრანის დიაგონალი 7.9 ინჩიდან 8.2 ინჩამდე გაზარდა. წინამორბედთან შედარებით iPad mini 6 უფრო წაგრძელებული ფორმა აქვს – მისი გვერდების თანაფარდობა არის 3:2 (4:3 წინა წლის მოდელში).
Lightning კონექტორის ნაცვლად უნივერსალური USB-C
Lightning კონექტორის ნაცვლად ახლა USB-C გვხვდება, რომელიც უფრო მრავალმხრივ გამოიყენება Apple-ის ეკოსისტემაში.
ახლა iPad-ის დამუხტვა MacBook Charger-ის გამოყენებითაც არის შესაძლებელი. iPad-ის გამოყენება ახლა უკვე Power Bank–ის დანიშნულებითაც შეიძლება, დამუხტეთ iPhone და Apple Watch.
რომელი iPad ვიყიდოთ 2021 წელს?
ფილმებს, სოციალურ ქსელებს, თამაშებს და სხვა აქტივობებს ორივე პლანშეტი იდეალურად უმკლავდება. ამიტომ განიხილეთ თუ სად აპირებთ პლანშეტის გამოყენებას.
სახლის გარემოშიiPad 10.2 საოცრად პრაქტიკულია. რაიმეს ყურება, თამაში, სქროლვა თუ სხვა, დიდ ეკრანზე უფრო მოსახერხებელია. მისი ზომა არც თუ ისე დიდია, თუმცა ტრანსპორტში ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს.
თუ გჭირდება კომპაქტური ტაბლეტი, აირჩიე iPad mini 6. ის უფრო დიდია ვიდრე სმარტფონი, რაც მას იდეალურ მოწყობილობად აქცევს როგორც თამაშის, ისე ინტერნეტ სერფინგისთვის. iPad mini 6 შეუცვლელია მოგზაურობის, სეირნობის, ან თუნდაც სწავლისათვის.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.