Apple მუდმივად აახლებს iPhone კამერების სისტემას, რაც არაფლაგმან მოდელებზეც ვრცელდება. ახალი iPhone 14 / 14 Plus-ის ლინზებიც სწორედ ასეთ სიახლეს გვთავაზობს – იდეალური სელფი ნებისმიერი განათების პირობებში.
სიახლემ შეინარჩუნა წინა თაობის ელეგანტური დიზაინი, მათ შორის სელფი კამერისა და Face ID სენსორების ჭრილები. 14 სერიის ორივე უმცროსმა მოდელმა მიიღო შარშანდელი A15 Bionic ჩიპსეტი. iPhone 14-ის ეკრანის ზომაა 6.1 ინჩი, iPhone 14 Plus 6.7 ინჩი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ iPhone 14 Plus მოდელი ყველაზე ავტონომიური მოდელია iPhone ისტორიაში (26 საათამდე ვიდეოს დაკვრა და 100 საათამდე აუდიო დაკვრა).
iPhone 14 / 14 Plus კამერა და მისი ახალი ფუნქციები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, 12 მეგაპიქსელიანი ფრონტალური TrueDepth კამერა პირველად უჭერს მხარს ავტო ფოკუსს. ახლა მას შეუძლია ამოიცნოს და ნათლად მოახდინოს ფოკუსირება რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად.
TrueDepth-მა ასევე მიიღო უფრო დიდი f/1.9 დიაფრაგმა, რომელიც iPhone 14/14 Plus კამერას 38%-ით მეტი შუქი შეგროვების საშუალებას აძლევს (შარშანდელ iPhone 13 Pro ფრონტალურ კამერასთან შედარებით). ეს აძლიერებს სიკაშკაშეს, დეტალებს და ამცირებს ხმაურს დაბალი განათების პირობებში გადაღებულ ფოტოებში.
ქვემოთ მოცემულ კარუსელში იხილავთ ფოტოებს ოფიციალური iPhone 14/iPhone 14 Plus პრესრელიზიდან, სადაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს განსხვავება წინა სერიის Pro ფრონტალური კამერასთან.
ეს ყველაფერი საოცრად დადებითან მიიღო მომხმარებელმა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ Apple-მა ასევე განაახლა iPhone 14-ის მთავარი კამერა.
ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიახლეა Action რეჟიმი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადაღება სირბილის დროსაც კი: გამოსახულება ისეთივე გლუვია, როგორც გარე სტაბილიზატორის გამოყენებისას. ამ რეჟიმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დააქლიქეთ აქ.
ასევე უნდა აღინიშნოს Cinematic რეჟიმი, რომელიც ვიდეოს გადაღებიას/რედაქტირებისას ფოკუსის წერტილის შეუფერხებლად შეცვლის საშუალებას გვაძლევს. მართალია ფუნქცია iPhone 13-ში გაგვაცნო Apple-მა, თუმცა 14 სერია დამატებით 4K გაფართოებას და 24/30 fps მხარდაჭერას გვთავაზობს – სიხშირე, რომლებიც კინოფილმებში გამოიყენება.
და საერთოდ, iPhone 14 / iPhone 14 Plus-ის მთავარ კამერას უფრო დიდი სენსორი და დიაფრაგმა აქვს. ამის გამო ის 49%-ით მეტ სინათლეს გადასცემს. ახალი Photonic Engine ალგორითმი აუმჯობესებს კადრის ცალკეული ნაწილების შემადგენლობას ფართო კუთხიან ლინზაზე 3-ჯერ, ხოლო მთავარ კამერაზე 2-ჯერ.
აქედან დასკვნა – თუ არ იყენებთ Apple ProRAW და Apple ProRes ფორმატებს პროფესიონალური ფოტო/ვიდეო ფაილებთან მუშაობისთვის, არ გჭირდებათ ფლაგმანი სმარტფონის ყიდვა.
ასევე გაეცანით:
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი I
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი II
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი III
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი IV
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი V
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.