8 მარტის პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი, უახლესი iPhone SE 3 წარმოგვიდგინა. ეს არის SE სერიის პირველი განახლება ორწლიანი პაუზის შემდეგ.

უახლესი iPhone SE 3 ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფუნქციები

ახალი iPhone SE აღჭურვილია A15 Bionic პროცესორით. ეს არის იგივე პროცესორი, რომელიც iPhone 13 სერიის სმარტფონებში გვხვდება. Apple-ის თქმით ახალი 6–ბირთვიანი SE 8-ჯერ უფრო მძლავრი და სწრაფია, ვიდრე iPhone 8. ახალი სმარტფონი ასევე აღჭურვილია 4–ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით და 16–ბირთვიანი ნეირონული ძრავით.

წინა თაობასთან შედარებით ასევე გაიზარდა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა. Apple–ის თქმით ერთი სრული მუხტით ელემენტი 15 საათამდე ვიდეოდაკვრის დროს უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ელემენტის ზომა არ შეცვლილა რადგან კორპუსი იგივე ზომისაა. ავტონომიურობის ასეთი ზრდა კი A15 Bionic ჩიპის ენერგოეფექტურობის დამსახურებაა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი SE დასაჩუქრდა 5G მხარდაჭერით, რაც მას ყველაზე ხელმისაწვდომ 5G მოწყობილობად აქცევს.

უახლესი iPhone SE 3 სხვა სპეციფიკაციებით თითქმის არ განსხვავდება წინა თაობის SE-სგან:

  • ეკრანის სპეციფიკაციები (1334×750 326 ppi);
  • მთავარი კამერა 12MP f/1.8 ფართო დიაფრაგმა;
  • ფრონტალური კამერა 7MP f/2.2.

თუმცა არის რაღაცები რაც რიცხვებში არ ისახება – A15 Bionic ჩიპმა SE 3 კამერები დამატებითი ფუნქციებით დაასაჩუქრა: Smart HDR 4, Deep Fusion, ფოტოგრაფიული სტილები, Slo-Mo ვიდეო 1080p / 120fps (ფუნქციები, რომლებიც არ აქვს iPhone SE 2–ს).

დიზაინის ცვლილებები (ან ცვლილების ნაკლებობა)

დიზაინის თვალსაზრისით, ახალი SE არაფრით განსხვავდება წინა თაობისგან. იგივე 4.7 ინჩიანი ეკრანი და Home ღილაკი.

Apple–ის თქმით წინა და უკანა მინა ახლა უფრო მტკიცე და მძლავრია. მიუხედავად ამისა, სმარტფონი წინა თაობასთან შედარებით სულ ოდნავ ნაკლებს იწონის: 148 გრამიდან 144 გრამამდე.

ახალი iPhone SE 3 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Midnight, Starlight და (Product)წითელი.

როდის ველოდოთ iPhone SE 3 წინასწარი გაყიდვების დაწყებას?

ახალი iPhone SE დაანონსდა 2022 წლის 8 მარტს, თუმცა წინასწარი შეკვეთების დაწყებამდე კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს ლოდინი. წინასწარი შეკვეთების დაწყების შესახებ შეტყობინების მისაღებად გადადით ბმულზე და დააჭირეთ “დიახ!” ღილაკს (შეგატყობინოთ წინასწარი შეკვეთის დაწყების შესახებ? – კითხვის ქვეშ).

iPhone SE (2022) ფასი?

ახალი SE-ის ფასები დიდ ბრიტანეთში 419 ფუნტიდან იწყება და აშშ-ში 429 დოლარიდან. სტანდარტულად, ფასები განსხვავდება მეხსიერების მოთხოვნების მიხედვით, 64 GB, 128 GB და 256 GB:

  • 64GB: 419 ფუნტი/429 დოლარი;
  • 128GB: 469 ფუნტი/479 დოლარი;
  • 256GB: 569 ფუნტი/579 დოლარი.

გაითვალისწინეთ, რომ ლოკალურ ღირებულებაზე იმოქმედებს ვალუტის კურსი. მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით არც ჩვენთვის არის ცნობილი.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *