iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ში Apple-მა წარმოგვიდგინა განახლებული დიზაინი, რომელიც ანაცვლებს ფრონტალურ TrueDepth კამერის ჭრილს ტექნოლოგიით სახელად დინამიური კუნძული.

ახალი ჭრილი შედგება აბის ფორმის ორი მონაკვეთისგან (კამერა და TrueDepth). თუმცა, Apple-მა ეს ორი მონაკვეთი ერთ ჭრილში ციფრულად გააერთიანა, რასაც თავის მხრივ Dynamic Island იგივე დინამიური კუნძული ეწოდება.

დღევანდელ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ თუ რა არის დინამიური კუნძული და რა ფუნქციებსა და მხარდაჭერებს გვთავაზობს.

დინამიური კუნძულის ფორმა

დინამიური კუნძული არ არის სტატიკური ჭრილი და შეუძლია შეიცვალოს ზომა და ფორმა, რათა შეერწყას ინტერფეისს და უზრუნველყოს ახალი ვიზუალური ხელსაწყოები iPhone ეკრანის ზედა შუა ნაწილში. სტანდარტული გამოყენებისას, ეს არის პატარა აბების ფორმის ჭრილი, თუმცა Apple იყენებს პიქსელებს მის გასაფართოვებლად სხვადასხვა აპლიკაციის შესაბამისად.

მაგალითად, Apple Pay-ს გადახდისას, Dynamic Island ფართოვდება და იღებს კვადრატულ ფორმას, რათა შეესაბამებოდეს Face ID-ის დადასტურების ინტერფეისს, ხოლო სატელეფონო ზარის დროს, ის კიდევ უფრო ფართოვდება და გვთავაზობს ზარის კონტროლს კიდევ უფრო კომფორტული ფორმით ეკრანის ცენტრში.

რომ შევაჯამოთ, დინამიური კუნძული გვიჩვენებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დიდი ალბათობით დაგვჭირდება სხვადასხვა მოქმედების შესრულებისას. ამით ფუნქცია გვარიდებს აპლიკაციებს შორის გადართვის და უკან დახევის აუცილებლობებს.

დინამიური კუნძულის გამოყენების გზები

დინამიურ კუნძულს შეუძლია აჩვენოს ყველა უამრავი ტიპის ინფორმაცია. ჩვენ შევაჯამეთ რამდენიმე ყველაზე პრაქტიკული და გამოყენებადი ფუნქციები:

  • დიდი ოთხკუთხედი გაფართოება მომავალი Maps მიმართულებებით აპის გახსნის გარეშე;
  • Maps მიმართულებები უფრო მცირე ფორმის ინტერფეისით, როდესაც გჭირდებათ სწრაფი შეხედვა შემდეგი მოსახვევის სანახავად;
  • კვადრატული ფორმის გაფართოება Apple Pay გადახდის დადასტურებისთვის;
  • ჩართულ მუსიკის ხმის ტალღების ფორმა და დარჩენილი დრო;
  • კონფიდენციალურობის ინდიკატორები მიკროფონის ან კამერის გამოყენებისას;
  • მცირე ზოლი ტელეფონის სიმბოლოთი და სატელეფონო ზარის ხანგრძლივობით;
  • ტაიმერი;
  • სპორტული მატჩის ანგარიში;
  • წვდომა მუსიკის კონტროლსა და მუსიკალურ პლეერზე;
  • AirPods კავშირის სტატუსი და ელემენტის ხანგრძლივობა;
  • iPhone-ის მუხტის სტატუსი;

დინამიურ კუნძული გვიჩვენებს სხვადასხვა შეტყობინებებს ან ინფორმაციას, რომელსაც აქტიურად ადევნებთ თვალყურს. ის იმუშავებს Live Activities-ის ფუნქციასთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iOS 16.1-ში. ეს ნიშნავს, რომ შეძლებთ თვალყურის დევნებას სპორტულ შედეგებზე, გამოძახებული სერვისის მოსვლის დროზე და ა.შ.

დინამიური კუნძულის გამოყენებისას დავალებები სრულდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე. თქვენ იყენებთ Twitter-ს და პარალელურად აკონტროლებთ მუსიკალურ ფლეერს – ერთი შეხებით და აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.

დაყოფილი დინამიური კუნძული

რადგან TrueDepth სისტემა და ფრონტალური კამერა მოთავსებულია ორ ცალკეულ ჭრილში, Dynamic Island-ს შეუძლია საინტერესო ხრიკის ჩვენება. დინამიური კუნძული იყოფა 2 მცირე ზომის აბის ფორმის ჭრილად და თითოეული მათგანი გვიჩვენებს ცალკეული ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა მუსიკის კონტროლი და ტაიმერი.

დინამიური კუნძულის ინტერაქცია

შეხებისას, დინამიური კუნძული ფართოვდება და უფრო დიდი ხდება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ურთიერთქმედება იმ კონტენტთან, რომელსაც ის გთავაზობთ რეალურ დროში. ხოლო როდესაც იყენებთ აპლიკაციას, შესაძლებელია მისი დინამიურ კუნძულში ატყორცნა ეკრანზე ხელის ასმით, რაც პარალელურად მთავარ ეკრანზე დაგაბრუნებთ.

მესამე მხარის აპლიკაციების მხარდაჭერა

Apple დეველოპერებს აძლევს მესამე მხარის აპლიკაციების Dynamic Island-თან დაკავშირების საშუალებას, რათა მომხმარებელმა შეძლოს მესამე მხარის აპლიკაციის გამოყენება დინამიურ კუნძულში.

ხელმისაწვდომობა

დინამიური კუნძულის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max ვერსიებით. iPhone 14-ის სტანდარტული მოდელები აგრძელებენ iPhone 13 სტანდარტული ჭრილის შეთავაზებას.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *