ახალი Apple მოწყობილობები უამრავ ახალ და შესანიშნავ ფუნქციას გვთავაზობენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მაინც M1 Pro და M1 Max ჩიპებია. 

გსურთ MacBook Pro-ს შეძენა და ფიქრობთ რომელი აჯობებს M1 Pro თუ M1 Max? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებით. 

M1 Pro და M1 Max.

მსგავსება და განსხვავება.

M1 Pro და M1 Max ერთსა და იმავე M1 ჩიპზე დაფუძნებულ არქიტექტურას გვთავაზობს, რაც ძირითადი ფუნქციონალის მსგავსებაში აისახება. 

მსგავსება

  1. 10–ბირთვიანი CPU რვა მაღალმწარმოებლური და ორი ენერგოეფექტური ბირთვით;
  2. 16–ბირთვიანი ნეირონული ძრავა;
  3. მედიის ძრავა Hardware-Accelerated H.264, HEVC, ProRes და ProRes RAW-სთვის;
  4. ვიდეო დეკოდირების ძრავა;

Apple-ის წარმოდგენილი ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ M1 Pro და M1 Max ჩიპები ძირითადი მახასიათებლების უმეტესობას იზიარებენ თუმცა, რამდენიმე განსხვავებასაც გვთავაზობენ.

განსხვავებები

M1 ProM1 Max
16-ბირთვიანი GPU;32-ბირთვიანი GPU;
200 გბ/წმ მეხსიერების გამტარუნარიანობა;400 გბ/წმ მეხსიერების გამტარუნარიანობა;
32 გბ-მდე ერთიანი მეხსიერების მხარდაჭერა;64 გბ-მდე ერთიანი მეხსიერების მხარდაჭერა;
ProRes კოდირების და დეკოდირების ძრავა;ორი ProRes კოდირების და დეკოდირების ძრავა;
ვიდეო კოდირების ძრავა.ორი ვიდეო კოდირების ძრავა.


რეალური წარმადობა და სიმძლავრე

Final Cut Pro-ში, ვიდეო ექსპორტის ტესტმა აჩვენა, რომ M1 Max ჩიპსეტს 6 წუთიანი 4K ვიდეოს ექსპორტისთვის დასჭირდა 1 წუთი და 49 წამი. იგივე დავალება M1 Pro ჩიპსეტმა 2 წუთსა და 55 წამში შეასრულა. რაც შეეხება 8K RAW კადრებს, ორივე ჩიპსეტმა შეძლო დატვირთვის დაძლევა. M1 Max-მა დავალება თითქმის უნაკლოდ შეასრულა, ხოლო M1 Pro-ს ჰქონდა რამდენიმე პრობლემა კადრების სიხშირის ვარდნასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლო ბოლომდე მიყვანა.

ბლენდერის ტესტში, სადაც ჩიპებს დატვირთული საკლასო ოთახის გამოსახულების რენდერი დაევალათ, M1 Max–ს მხოლოდ 8 წუთი და 23 წამი დასჭირდა. იმავე დავალებას M1 Pro–მ 10 წუთსა და 58 წამში გაართვა თავი.

ჩვენ ასევე დავტესტეთ M1 Pro და M1 Max Macbook-ების მეხსიერები, აპლიკაციებში რომლებიც სხვადასხვა სახის ვიდეო–რედაქტირებასთან არის დაკავშირებული: Final Cut Pro, Lightroom, Chrome, Safari, Music და ა.შ. ორივე ჩიპსეტმა დავალება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლია.

Intel-ზე დაფუძნებული მოწყობილობები 16 GB ოპერატიული მეხსიერებით ხშირად აწყდებიან პრობლემებს ასეთი ტიპის დავალებებში, ასე რომ M1 Pro ჩიპიც საკმარისია დავალების უნაკლოდ შესასრულებლად.

ასევე უნდა ითქვას, რომ როგორც 512GB SSD მქონე საბაზისო მოდელი და 1TB SSD 16-ინჩიანი MacBook Pro თითქმის ერთსა და იმავე დროებში ართმევენ თავს ფაილების ტრანსფერს – ამ შემთხვევაში 128GB ზომის ფაილის ტრანსფერს მოწყობილობებმა 44 და 43 წამი მოანდომეს.

ტესტები გვიჩვენებს, რომ თუ თქვენი სამუშაო პროცესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წამების დაზოგვა M1 Max–ის შეძენა ნამდვილად ჯობია. ხოლო თუ ამ წამებს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს M1 Pro-ს შეძენით დაზოგავთ თანხას, თუმცა მიიღებთ საოცრად მძლავრ მოწყობილობას, რომელიც ნებისმიერ დავალებას გაუმკლავდება.

ფასი

საბაზო დონის 14 ინჩიანი MacBook Pro სტანდარტულად 7949 ლარი ღირს (8ბირთვიანი CPU, 14ბირთვიანი GPU). საბაზო დონის 16 ინჩიანი MacBook Pro კი 2499 დოლარი ღირს და იწყება M1 Pro-ით 10 ბირთვიანი CPU და 16 ბირთვიანი GPU. შესაძლებელია ჩიპის განახლება ორივე მანქანაში დამატებითი ღირებულებით:

ვერდიქტი

საერთო ჯამში, M1 Pro მაღალი შესაძლებლობების მქონე ჩიპია და საუკეთესო ვარიანტია პროფესიონალური სამუშაოების უმეტესობისთვის. 

M1 Max არ არის ცალსახად კონკრეტულ ამოცანებზე სპეციალიზებული, ამიტომ M1 Pro შეძენის შემთხვევაში არ კარგავთ რაიმე შესაძლებლობებს. 

საბოლოოდ, M1 Max უბრალოდ M1 Pro ჩიპის უფრო მძლავრი ვარიაციაა, რომელიც მომხმარებლების უმეტესობას არ დასჭირდება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *