MacBook Air M1 და MacBook Pro M1 ძალიან ჰგავს ერთმანეთს ისეთი ფაქტორებით როგორიცაა დიზაინი, კლავიატურა და ა.შ. რაც აჩენს კითხვას – რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი MacBook Pro M1-ში თუ MacBook Air-იც იმავე შესაძლებლობებს მთავაზობს?

ჩვენი დღევანდელი სახელმძღვანელოც სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

MacBook Air M1 და MacBook Pro M1.

მსგავსება და განსხვავება.

Macbook Air და MacBook Pro რამდენიმე მსგავსებას იზიარებენ, ესენია პროცესორი, ეკრანის ზომა, პორტები და სხვა. ქვემოთ შემოგთავაზებთ მსგავსებების სრულ ჩამონათვალს.

მსგავსება

  • 13.3 ინჩიანი LED-backlit ეკრანი IPS ტექნოლოგიით;
  • Wide Color (P3) და True Tone ტექნოლოგია;
  • 8 ბირთვიანი M1 ჩიპი, 8 ბირთვამდე გრაფიკული პროცესორი და 16 ბირთვიანი ნეირონული ძრავა;
  • 16GB-მდე ერთიანი მეხსიერება;
  • 2TB-მდე მყარი დისკი;
  • ფართო სტერეო ხმა და Dolby Atmos მხარდაჭერა;
  • 802.11ax Wi-Fi 6;
  • Bluetooth 5.0;
  • Magic Keyboard;
  • Touch ID;
  • ორი Thunderbolt/USB 4 პორტი;
  • ხელმისაწვდომი ფერებია ვერცხლისფერი და კოსმოსური ნაცრისფერი.


ჩამონათვალში ნათლად ჩანს, რომ მოწყობილობები საკმაოდ ბევრი იდენტურ თვისებას გვთავაზობენ. მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები M1 MacBook Air-სა და M1 MacBook Pro-ს შორის, რომელთა ხაზგასმაც ღირს, მათ შორისა დიზაინი, ელემენტის ხანგრძლივობა და ეკრანის სიკაშკაშე.

განსხვავება

M1 MacBook AirM1 MacBook Pro
თხელი, ე.წ. wedge-style დიზაინი;სქელი, ე.წ slab-like დიზაინი;
კონფიგურირებადი 8 ბირთვიანი GPU;სტანდარტული 8 ბირთვიანი GPU;
პასიური გაგრილება (Fаnless);აქტიური გაგრილება;
სიკაშკაშე 400 nits;სიკაშკაშე 500 nits;
ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 18–საათამდე;ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 20–საათამდე;
სტერეო დინამიკები;სტერეო დინამიკები მაღალი დინამიური დიაპაზონით;
სამმიკროფონიანი მასივი მიმართულების სხივის ფორმირებით;სტუდიური ხარისხის სამმიკროფონიანი მასივი მიმართულების სხივის ფორმირებით;
წონა 1,29 კგ;წონა 1,4 კგ;
ხელმისაწვდომი ფერებია ვერცხლისფერი, კოსმოსური ნაცრისფერი და ოქროსფერი;ხელმისაწვდომი ფერებია ვერცხლისფერი და კოსმოსური ნაცრისფერი;
No Touch Bar.Touch Bar – სენსორული ზოლი.


განვიხილოთ თითეული ასპექტი სათითაოდ.

დიზაინი

ორივე MacBook იზიარებენ იმავე დიზაინს, რომელიც Intel-ზე დაფუძნებულ წინამორბედებში გვხვდებოდა. ეს ნიშნავს, რომ MacBook Air ინარჩუნებს დამახასიათებელ wedge-style დიზაინს, ხოლო MacBook Pro ისევ და ისევ slab-like დიზაინით არის ხელმისაწვდომი.

ხშირად მოგზაურობის შემთხვევაში MacBook–ის პორტაბელურობა აშკარა პრიორიტეტია. ამ კრიტერიუმში კი MacBook Air უკეთესია, თუმცა სულ ოდნავ, რადგან MacBook Pro სულ რაღაც გრამებით მეტს იწონის.

სიმძლავრე

ორივე მოწყობილობა ზიარებს ერთსა და იმავე Apple Silicon M1 პროცესორს იზიარებს, თუმცა ჩიპის პოტენციალს MacBook Pro უკეთ იყენებს, რაც გაგრილების სისტემის დამსახურებაა.

MacBook Pro უფრო სწრაფად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოწყობილობას ერთი და იგივე ჩიპი აქვს. ამის მიზეზი MacBook Pro-ს აქტიური გაგრილების სისტემაა, რაც პროცესორის გადახურებას უშლის ხელს.

MacBook Pro ამ კრიტერიუმში MacBook Air-ზე უკეთესია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსხვავება დიდად შესამჩნევია.

ეკრანი

MacBook Pro და MacBook Air ერთსა და იმავე ეკრანს გვთავაზობს: 13.3 ინჩი, LED განათება, IPS ტექნოლოგია, True Tone და P3 Wide Color მხარდაჭერა. გამოსახულება ორივე მოწყობილობაზე აბსოლუტურად იდენტურად გამოიყურება.

განსხვავება მხოლოდ სიკაშკაშეშია. MacBook Pro ეკრანი 500 nit სიკაშკაშეს, ხოლო MacBook Air 400nit-ს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ MacBook Pro-ს ეკრანი საჭიროების შემთხვევაში 20%–ით მეტ სიკაშკაშეს გამოიმუშავებს, რაც ნამდვილად სასარგებლოა თუ მოწყობილობას ხშირად იყენებთ სახლს გარეთ.

ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა

Apple-ის შეფასებით, M1 MacBook Pro-ს ელემენტი ორი საათით უფრო მეტს ძლებს ვიდრე MacBook Air. ამის მიზეზი კი, MacBook Air-ში არსებული მცირე ზომის ელემენტებია, რაც მოწყობილობის დიზაინით არის გამოწვეული.

ორივე მოწყობილობა შესანიშნავ ელემენტის ხანგრძლივობას გვთავაზობს, რაც ენერგოეფექტური M1 ჩიპის დამსახურებით გახდა შესაძლებელი.

მიკროფონები და დინამიკები

MacBook Air-ს აქვს სტერეო დინამიკები და სამმიკროფონიანი მასივი მიმართულების სხივის ფორმირებით. MacBook Pro-ს სტერეო დინამიკები კი გვთავაზობს როგორც სტუდიური ხარისხის სამმიკროფონიანი მასივი მიმართულების სხივის ფორმირებას, ისე მაღალ დინამიურ დიაპაზონს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩაშენებული დინამიკები და მიკროფონები თქვენი ძირითადი არჩევანია ვიდეოს ყურების, მუსიკის მოსმენისა თუ ვიდეო ზარისას, MacBook Pro უკეთეს გამოცდილებას შემოგთავაზებთ.

Touch Bar – სენსორული ზოლი.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოწყობილობა აღჭურვილია Touch ID-ით, მხოლოდ MacBook Pro-ს აქვს Apple-ის Touch Bar. სენსორული ზოლი ცვლის სნტანდარტულ ფუნქციურ კლავიშებს Retina ხარისხის სენსორული ზოლით.

სენსორული ზოლის კონტროლი იცვლება სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებისას. თუ თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ სენსორული ზოლი, მოგიწევთ MacBook Pro–ს შეძენა. 

ვერდიქტი

MacBook Pro M1 და MacBook Air M1-ს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები ეკრანის სიკაშკაშე, სენსორული ზოლი, მიკროფონისა და დინამიკის ხარისხი, ელემენტის ორი დამატებითი საათი და აქტიური გაგრილების სისტემაა, რასაც ვერდიქტი MacBook Pro-ს სასარგებლოდ გამოაქვს.

რიგითი მომხმარებელი როგორც წესი ზემოთჩამოთვლილ მიზეზებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ასეთ შემთხვევაში ვერდიქტზე გავლენას ფასის აშკარა განსხვავება ახდენს. ამ შემთხვევაში კი MacBook Air ნამდვილად გამარჯვებულია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *