უახლესი MacBook Pro M1 Pro და M1 Max–ის გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაიწყო. MacBook-ის ეს სერია ყველაზე მძლავრია Apple–ის ისტორიაში და უფრო მეტიც, კონკურენტების უმრავლესობა მათთან ახლოსაც კი ვერ მოდის.
როგორ? ამ თემაზე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ მიმოხილვაში.
სრული კომპლექტი
M1 Pro MacBook ხელმისაწვდომია 14 და 16 ინჩიანი ეკრანებით. Mac M1 Max ჩიპზე – მხოლოდ 16.2 ინჩით. კომპიუტერთან ერთად ბრენდირებულ თეთრ პლასტმასის ყუთში გვხვდება:
1. USB-C კვების ადაპტერი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 14 ინჩიანს მოყვება 96W, ხოლო 16 ინჩიანს – 140W;
2. კაბელი USB-C / MagSafe 3;
3. დოკუმენტაცია.
კომპლექტში შედის ორი შავი სტიკერი. წინა სერიების Mac ყუთებში თეთრი სტრიკერები გვხვდებოდა.
მხოლოდ ორი ფერი
MacBook Pro ხელმისაწვდომია ორ ფერში: ვერცხლისფერი და კოსმოსური ნაცრისფერი.
მარცხნივ – 2021 MacBook Pro, მარჯვნივ – 2020 MacBook Pro.
ახალი დიზაინი და სრულად შავი კლავიატურა
ვიზუალურად იმის შემჩნევა, თუ რომელი რომელი ჩიპია ახალ MacBook-ში შეუძლებელია. Apple-ის წინა სერიის ლეპტოპებისგან კი თითოეული მადგანი რადიკალურად განსხვავდება.
კორპუსი მთლიანად ალუმინისაა და სრულად ბრტყელია. გვერდები კი სწორი, ყოველგვარი ამოზნექვების გარეშე. 2019 და 2020 წლის Mac Pro-სთან შედარებით, 2021 წლის მოდელი უფრო კვადრატულად გამოიყურება. ეს განპირობებუალია არა მარტო ფორმით, არამედ ეკრანის გაზრდილი დიაგონალით (იყო 13 ინჩი, ახლა არის 14 და 16)
ერთი შეხედვით, თითქოს ახალი Mac უფრო სქელია ვიდრე, სტანდარტულ M1 ჩიპზე დაფუძნებული მოდელები. თუმცა, თუ მათ გვერდიგვერდ დადებთ და შეადარებთ, დაინახავთ, რომ განსხვავება არც ისე დიდია: მხოლოდ 0.6 მმ.
ეკრანის ქვემოთ არსებული MacBook Pro წარწერა ახალ მოდელში აღარ გვხვდება. ახლა ის ლეპტოპის უკანა მხარეს არის ამოტვიფრული. ასოები რელიეფურია და მათზე შეხება სასიამოვნო ტაქტილურ შეგრძნებას მოგანიჭებთ.
მარცხნივ – 2021 MacBook Pro, მარჯვნივ – 2020 MacBook Pro.
ე.წ. Scissor კლავიატურა სხვა MacBook-ების მსგავსია, თუმცა ახლა სრულად შავ ფერშია შესრულებული. ახალ მოდელს არ აქვს Touch Bar. მის ნაცვლად გვაქვს ფიზიკური ღილაკები.
წინა მოდელების მსგავსად არც ახალ სერიაში გვაქვს გამაგრილებელი ჭრილები ლეპტოპის ქვედა ზედაპირზე. ეს ნიშნავს, რომ ლეპტოპის კალთაში გამოყენება არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.
პოპულარული კონექტორების დაბრუნება
2021 წელს Apple-მა გადაწყვიტა დაებრუნებინა პოპულარული კონექტორები MacBook Pro-ში. მარჯვნივ გვაქვს HDMI 2.0, USB-C და SD სლოტი. მარცხნივ – MagSafe, ორი USB-C და 3.5 ჯეკი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის.
ლეპტოპის დამუხტვა შესაძლებელია USB-C პორტის გამოყენებით (მაგალითად, თუ ძველი დამტენი გაქვთ). მაგრამ მაგნიტური MagSafe-ის საშუალებით ამის გაკეთება ბევრად სასიამოვნოა: თუ შემთხვევით კაბელს ფეხით დაარტყამთ, ლეპტოპს მაგიდიდან ვეღარ გადმოაგდებთ.
მარცხნივ – 2021 MacBook Pro, მარჯვნივ – 2020 MacBook Pro.
ეკრანი და “Bangs”
ეკრანი ახლა თითქმის ჩარჩოს გარეშეა, თუმცა მაინც შეინარჩუნა ე.წ. Bangs დიზაინი. ამის მიუხედავად ვიდეოს ყურება მაინც უნაკლოა და პროგრამების უმეტესობაც უკვე ოპტიმიზებულია ამაზე.
მარცხნივ – 2021 MacBook Pro, მარჯვნივ – 2020 MacBook Pro.
ვისთვისაა MacBook Pro M1 Pro-ზე ან M1 Max-ზე?
ახალი Mac-ების მოსვლა არ ნიშნავს, რომ Apple-ის წინა თაობა მოძველდა. სტანდარტული M1 თაობა ჯერ კიდევ შესაფერისია ამოცანების უმეტესობისთვის – ტექსტთან მუშაობა, ფოტო დამუშავება, ვიდეო რედაქტირება და სხვა.
MacBook Pro M1 Pro და M1 Max შექმნილია პროფესიონალებისთვის. ვისაც ნათლად ესმის, თუ რისთვის სჭირდება საუკეთესო ლეპტოპი და რისთვისაც სტანდარტული M1 ჩიპის ძალა არ არის საკმარისი (თუმცა ძნელია ამის დაჯერება).
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.