MacOS Ventura საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი განახლებაა, რომელიც მრავალ საინტერესო სიახლეს და ცვლილებას გვთავაზობს. დღევანდელ ნაკრებში შემოგთავაზებთ 10 ფუნქციას, რომლებიც MacOS Ventura-ს გამოსვლასთან ერთად გახდა ხელმისაწვდომი.
1. Safari Tab ჯგუფების გაზიარება
MacOS Ventura-ში ახლა უკვე შესაძლებელია ჩანართების ჯგუფის გაზიარება.
ჩანართის ჯგუფის გასაზიარებლად გახსენით Safari-ის გვერდითი ზოლი, შემდეგ დააწკაპუნეთ ელიფსის ღილაკზე ჩანართის ჯგუფის გვერდით (სამი შემოხაზული წერტილი) და აირჩიეთ Share Tab Group.
2. გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირება
Messages აპმა მიიღო iOS 16-ის გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირების ფუნქცია. ფუნქციის სარგებლობისათვის გაგზავნიდან 15 წუთი გვაქვს.
რედაქტირებისათვის უბრალოდ დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით სასურველ შერყობინებაზე და შემდეგ აირჩიეთ Edit კონტექსტური მენიუდან.
გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინების რედაქტირებისას, რედაქტირების ისტორია იგზავნება რედაქტირებასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ორიგინალი ტექსტი არ იშლება.
3. მონიშნეთ შეტყობინებები წაუკითხავად
ელ.ფოსტის პროგრამები დიდი ხანია გვაძლევს შეტყობინების წაუკითხავად მონიშვნის საშუალებას. ფუნქცია სასარგებლოა, როდესაც ვიღებთ შეტყობინებას და არ გვაქვს მისი წაკითხვის დრო. წაუკითხავად მონიშვნით კი თავს ვიზღვევთ მისი დაკარგვა-დავიწყებისაგან.
4. დაგავიწყდათ ელფოსტაზე ფაილის დართვა?
ინტერნეტ მომხმარებლების უმეტესობას ნამდვილად გამოცდილი აქვს უხერხულობა, რომელიც გაგზავინს ელ.ფოსტაზე ფაილის დართვის დავიწყებას მოჰყვება.
საბედნიეროდ, ეს აღარ მოხდება, რადგან Mail ახლა საკმარისად ინტელექტუალურია, რათა შეგატყობინოთ, თუ გავიწყდებათ ფაილის დართვა. Mail ასევე გაფრთხილებთ, თუ გამოტოვეთ მიმღებები შესაბამისი ველიდან.
5. გაგზავნილი შეტყობინების გაუქმება
Ventura-ში, iOS 16-ის მსგავსად, ახლა უკვე შესაძლებელია გაგზავნილი iMessage შეტყობინების გაუქმება მისი გაგზავნიდან ორი წუთის განმავლობაში. თუ შეტყობინების გაგზავნიდან ორ წუთზე მეტი გავიდა, ვეღარ გააუქმებთ მას, თუმცა შეძლებთ მის რედაქტირებას.
Messages-ში ფუნქციის გამოსაყენებლად, უბრალოდ დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით მენიუდან აირჩიეთ Undo Send.
გაითვალისწინეთ, რომ გაგზავნის გაუქმება არ მოქმედებს, თუ შეტყობინებას აგზავნით მოძველებულ macOS ან/და iOS 15 ან უფრო ადრეული ვერსიაზე.
6. დაამატეთ Stage Manager სიმბოლო მენიუს ზოლში
Stage Manager-ის სრაფად გამოსაყენებლად, შეგვიძლია მისი მენიუს ზოლში დამატება.
ამისათვის, გახსენით System Settings > Control Center > Stage Manager და აირჩიეთ Show in Menu Bar.
7. აპების ნაკრებები Stage Manager-ში
თუ იყენებთ Stage Manager-ს აპლიკაციების რამდენიმე კომპლექტთან ერთად, შესაძლებელია ინდივიდუალური აპლიკაციების არააქტიური ნაკრებიდან აქტიურ კომპლექტში გადატანა.
ამისათვის, გადაიტანეთ აპლიკაციის ფანჯრები შეჩერებული კომპლექტებიდან, ან უფრო მარტივად, დააწკაპუნეთ Shift ღილაკით.
8. Continuity Camera
Ventura-ში Continuity Camera გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ თქვენი iPhone (XR და უფრო გვიანდელი მოდელები) ვებკამერად FaceTime-ში, Photo Booth-ში, Zoom-ში და ნებისმიერ სხვა აპლიკაციაში, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს კამერა, მათ შორის ვებ ბრაუზერები.
ის მუშაობს სადენით ან უსადენოდ და თქვენი Mac ავტომატურად გადაერთვება iPhone-ის გამოყენებაზე, როდესაც მას მიახლოვებთ თქვენს Mac-თან. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ორივე მოწყობილობას აქვს ჩართული Wi-Fi და Bluetooth და რომ ორივე ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID-ით.
9. Continuity Camera – ვიდეო ეფექტები
Continuity Camera გვთავაზობს რამდენიმე ვიდეო ეფექტს, მათ შორის პორტრეტის რეჟიმი (iPhone XR და უფრო ახალი), Studio Light (iPhone 12 და უფრო ახალი), Desk View, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ზედა კამერა (iPhone 11 უფრო ახალი) და Center Stage (iPhone 11 და უფრო ახალი), რომელიც არეგულირებს ჩარჩოს გადაადგილებისას, რათა ობიექტი დარჩეს კადრის ცენტრში.
თუ Continuity Camera აქტიურია, გახსენით Control Center მენიუს ზოლიდან და გადაერთეთ ვიდეო ეფექტებს შორის.
10. Hidden და Recently Deleted ალბომების დაბლოკვა Photos აპში
macOS-ის წინა ვერსიებში, Hidden ფოტო ალბომის გამოჩენა ძალიან მარტივი იყო, ხოლო Recently Deleted-ის გახსნა ყველას შეეძლო.
Ventura-ში Photos აპში არებული Hidden და Recently Deleted ალბომები სტანდარტულად დაბლოკილია და მათი განბლოკვა მხოლოდ პაროლის ან Touch ID-ის გამოყენებით შეიძლება.
ასევე გაეცანით:
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი I
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი II
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი III
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი IV
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი V
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.