MacOS Ventura საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი განახლებაა, რომელიც მრავალ საინტერესო სიახლეს და ცვლილებას გვთავაზობს. დღევანდელ ნაკრებში შემოგთავაზებთ 10 ფუნქციას, რომლებიც MacOS Ventura-ს გამოსვლასთან ერთად გახდა ხელმისაწვდომი.
1. Weather აპლიკაცია
macOS-ის წინა ვერსიები მხოლოდ Weather ვიჯეტს გვთავაზობდა, სწორედ ამიტომ ღირს Ventura-ს ახალი Weather აპლიკაციის შემოწმება.
თუ აპლიკაციას უკვე იყენებთ iPhone/iPad-ზე, Mac-ის აპი თქვენთვის უკვე ნაცნობია. მას აქვს iOS აპლიკაციის ყველა მახასიათებელი, მათ შორის ამინდის ანიმაციური ფონი, რომელიც იცვლება ამინდის, სახიფათო ამინდის შეტყობინებები, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, ამინდის რუქები და პროგნოზები.
2. Mail აპის მდიდარი ბმულები
MacOS-ის წინა ვერსიებში, Email-ში URL-ის (ვებ. ბმული) ჩასმისას შეტყობინებაში მხოლოდ უშუალოდ ბმული ისახებოდა. ახალი მდიდარი ბმული კი გვთავაზობს დალინკული ვებსაიტის Preview-ს.
თუ არ გსურთ ელ.ფოსტის წერილში მდიდარი ბმულის გამოყენება, დააწკაპუნეთ ისარს გადახედვის Preview-ის კუთხეში და აირჩიეთ Convert to Plain Link.
3. Preview Form Filler
Preview-ში არის ახალი Form Filler ფუნქცია, რომელიც ამარტივებს ტექსტის ჩასმას ფორმებში.
ტექსტის ფორმებში ჩასმა ადრე Markup-ის გამოყენებით იყო შესაძლებელი, თუმცა ფუნქცია იყო დამალული და მისი პოვნა საკმაოდ ბევრ ქლიქს და ძებნას მოითხოვდა.
4. Time Machine დარეზერვების სიხშირე
macOS-ის წინა ვერსიებში Time Machine-ის სარეზერვო ასლების ჩართვისას, შეუძლებელი იყო დარეზერვების საათობრივი სიხშირის შეცვლა.
განახლებული სისტემა გვთავაზობს დარეზერვების სიხშირის სურვილისამებრ შეცვლას, იქნება ეს ყოველი საათი, დღე, კვირა თუ სხვა.
5. საყვარელი მუსიკის შემსრულებლები
მუსიკის აპში ახლა შესაძლებელია მუსიკოსებს Favorite Artists სიაში დამატება. ამისათვის გახსენით შემსრულებლის პროფილი და დააჭირეთ ვარსკვლავის სიმბოლოს.
Apple-ის თქმით არტისტის ფავორიტებში დამატებით აპლიკაცია უფრო ზუსტად შემოგთავაზებთ სხვა შემსრულებლებს. თქვენ ასევე მიიღებთ შეტყობინებებს ფავორიტი არტისტების მიერ ახალი ტრეკების დამატების შესახებ.
6. My Sports განყოფილება Apple News-ში
Apple News გვთავაზობს ახალ My Sports განყოფილებას, რომლის მორგებაც შესაძლებელია საყვარელი გუნდების, ლიგების და სპორტსმენების მიხედვით.
განყოფილების პოვნა შეიძლება For You-ს ქვემოთ Today სექციაში.
7. ჩაკეტეთ შენიშვნები შესვლის პაროლით ან Touch ID-ით
Notes აპში, ჩანაწერის ჩაკეტვისთვის საჭირო იყო ცალკეული პაროლი შექმნა.
Ventura-ში აღარ გჭირდებათ ახალი პაროლის შექმნა/დამახსოვრება ჩანაწერებისთვის. ახლა მათი დაშიფვრა შესაძლებელია თქვენი Mac-ის პაროლით ან Touch ID-ით. უბრალოდ დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით მოცემულ შენიშვნაზე და დააწკაპუნეთ Lock Note, და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გამოიყენოთ Mac ავტორიზაციის პაროლი.
8. FaceTime და Handoff
macOS Ventura FaceTime-ს აქვს Handoff მხარდაჭერა – ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია Facetime ზარის iPhone-ზე მიღება და შემდგომ მისი Mac-ზე დატრანსფერება.
FaceTime Handoff მუშაობს შეფერხების გარეშე თქვენს მოწყობილობებს შორის და როდესაც ტრანსფერდება ზარი, პარალელურად ტრანსფერდება Bluetooth ყურსასმენიც.
9. AirPods პარამეტრების მენიუ
AirPods-ის წინა სერიების MacOS-თან დაკავშირებისას მომხმარებელს ეძლეოდა მხოლოდ გამჭვირვალე რეჟიმის, აქტიური ხმაურის დახშობის და სივრცითი აუდიოს კონტროლის საშუალება.
AirPods-ის Ventura-სთან დაკავშირებით Settings-ში მიიღებთ AirPods-ის გაკონტროლების სრულ ფუნქციონალს.
10. USB-C აქსესუარების დაცვა
Ventura მოიცავს ახალ USB-C უსაფრთხოების ფუნქციას, რომელიც შექმნილია Apple სილიკონის Mac-ებისთვის. ახლა, ახალი USB და Thunderbolt აქსესუარები საჭიროებს მომხმარებლის მიერ უფლების მიცემას, სანამ USB-C პორტის კავშირით შეძლებს macOS-თან კომუნიკაციას.
ფუნქციის შესაცვლელად გახსენით System Settings > Security and Privacy > Security. სტანდარტულად ჩართულია “Ask for new accessories” ვარიანტი.
ასევე გაეცანით:
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი I
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი II
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი III
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი IV
- macOS Ventura: 10 ახალი ფუნქცია – ნაწილი V
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.