სრინშოთი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ფუნქციაა, თუმცა რა მოვიმოქმედოთ, როდესაც საჭიროა მთელი გვერდის, PDF ფაილის, იმეილის თუ სხვა რამე ტექსტის გადაღება? ამის გაკეთება ორნაირად შეიძლება: პირველი, გადავიღოთ რამდენიმე სქრინშოთი და შევაკოწიწოთ, ან გადავიღოთ ერთი Scrolling სქრინშოთი.
iPhone-ზე Scrolling სქრინშოთის გადასაღებად:
1. გადაიღეთ სქრინშოთი ჩვეულებრივად (დააჭირეთ გვერდითა ან ზედა ღილაკს და ხმის გაზრდის ღილაკს ერთდროულად);
2. შეეხეთ Preview-ს ქვედა მარცხენა კუთხეში, სანამ გაქრება;
3. აირჩიეთ Full-Page ვარიანტი ზედა მარჯვენა კუთხეში;
4. Full-Page ვარიანტი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეკრანზე ერთ გვერდზე მეტი ოდენობის კონტენტია;
5. შენახვამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითეული გვერდი, გამოიყენოთ Markup და სხვა;
6. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეეხოთ Crop (კვადრატული სიმბოლო) და სურვილისამებრ მოჭრათ და შეამციროთ სქრიშოთი;
7. შესანახად შეეხეთ ღილაკს Done.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.