სრინშოთი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ფუნქციაა, თუმცა რა მოვიმოქმედოთ, როდესაც საჭიროა მთელი გვერდის, PDF ფაილის, იმეილის თუ სხვა რამე ტექსტის გადაღება? ამის გაკეთება ორნაირად შეიძლება: პირველი, გადავიღოთ რამდენიმე სქრინშოთი და შევაკოწიწოთ, ან გადავიღოთ ერთი Scrolling სქრინშოთი. 

iPhone-ზე Scrolling სქრინშოთის გადასაღებად:

1. გადაიღეთ სქრინშოთი ჩვეულებრივად (დააჭირეთ გვერდითა ან ზედა ღილაკს და ხმის გაზრდის ღილაკს ერთდროულად);

2. შეეხეთ Preview-ს ქვედა მარცხენა კუთხეში, სანამ გაქრება;

3. აირჩიეთ Full-Page ვარიანტი ზედა მარჯვენა კუთხეში;

4. Full-Page ვარიანტი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეკრანზე ერთ გვერდზე მეტი ოდენობის კონტენტია;

5. შენახვამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითეული გვერდი, გამოიყენოთ Markup და სხვა;

6. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეეხოთ Crop (კვადრატული სიმბოლო) და სურვილისამებრ მოჭრათ და შეამციროთ სქრიშოთი;

7. შესანახად შეეხეთ ღილაკს Done.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *