არ არის არაფერი უფრო სუბიექტური, ვიდრე ობიექტივი!

წარმოვიდგინოთ ადამიანის თვალის ბროლი, რომელიც შუქმგრძნობიარე ბადურის ზედაპირზე ქმნის გამოსახულებას, ხოლო მრავალი რეცეპტორის მიერ იგი ტვინს მიეწოდება. მსგავსი თვისება გააჩნია ფოტოკამერასაც, უფრო სწორად, ფოტოკამერის ობიექტივს – რამდენიმე ლინზისგან შემდგარ ოპტიკურ მოწყობილობას, რომელიც ფოტოკამერის მატრიცის ზედაპირზე ქმნის გამოსახულებას. ფირის შემთხვევაში აღნიშნული გამოსახულება ქიმიური დამუშავების შემდეგ შესახები ხდება, ხოლო ციფრულ კაერებში, კი ინახევა ციფრული წესით კამერის მეხსიერების ბარათზე.

სტანდარტული ობიექტივით გადაღებული გამოსახულება დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ჩვენი თვალები აღიქვამს გარემოს: მე და კამერა ერთ რამეს ვხედავთ.

სტანდარტული ობიექტივის ხედვის კუთხე დაახლოებით 45 გრადუსია. განსხვავებული ობიექტები განსხვავებულ სურათს გვიხატავენ, მაგალითად სტანდარტული ობიექტივი ქმნის თვალის ხედვას, ფართოკუთხიანი უფრო დრამატულ და დინამიკურს, ვიწროკუთხიანი კი კუმშავს გამოსახულებას.

ობიექტივის ცვლილება შეგვიძლია ლინზის გამოყენებით. თუმცა რა ხდება ტელეფონის შემთხვევაში და რაში სჭირდება Iphone-ს სამი კამერა?

  • სატელეფონო  ობიექტივი – ვიწრო ხედვის ველი ობიექტების დასაახლოებლად.
  • ფართოკუთხოვანი (სუპერ ფართო) ობიექტივი – ფართოკუთხოვანი სურათების შესაქმნელად.
  • შავი და თეთრი სენსორი – საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ძალიან მკვეთრი ფოტოები, ღრმა ჩრდილებითა და ნათელი განათებით.
  • სენსორი ღამის ფოტოგრაფიისთვის – მკვეთრი ფოტოების გადაღება ბნელ და მცირე განათების გარემოში.
  • სიღრმის ანალიზის სენსორი – მასთან ერთად, რამდენიმე პრემიუმ ლინზა იღებს ფოტოსურათს, სწორი ველის სიღრმით.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *