თუ Apple Watch ეკრანზე გამოჩნდა iPhone და Apple Watch სიმბოლოები ან წითელი ძახილის ნიშანი საჭიროა მისი აღდგენა.
! გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაბიჯები თავსებადია Series 3 და უფრო ახალ მოდელებთან, watchOS 8.5 ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენებით. აღდგენის პროცესის დაწყებამდე:
- საათის ელემენტი მინიმუმ 50%–მდე უნდა იყოს დამუხტული და აღდგენის პროცესის განმავლობაში საჭიროა მისი დამტენზე დატოვება;
- ასევე დაგვჭირდება iOS 15.4 ან უფრო ახალი ვერსიამდე განახლებული iPhone(Wi-Fi და Bluetooth-ზე დაკავშირებული);
- არ არის აუცილებელი საათთან დაწყვილებული iPhone. შესაძლებელია ნებისმიერი iPhone–ის გამოყენება.
საათის აღსადგენად გაიმეროთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:
- თუ საათს შეექმნა პრობლემა, რომელიც მოითხოვს მის განახლებას ან აღდგენას, გამოჩნდება აღდგენის ეკრანი iPhone და Apple Watch სიმბოლოებით. თუ ეკრანზე წითელი ძახილის ნიშანია, ორჯერ დააწკაპუნეთ გვერდით ღილაკზე აღდგენის ეკრანის გამოსაჩენად.
- ამის შემდეგ მიაახლოვეთ თქვენი iPhone Apple Watch–თან;
- თქვენს iPhone-ზე შეეხეთ ღილაკს Continue;
- შემდეგ შეიყვანეთ კოდი, რომელიც გამოჩნდება თქვენს საათზე;
- საათი ახლა დაიწყებს აღდგენის პროცესს, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს;
- აღდგენის პროცესის დაწყების შემდეგ iPhone-ის გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს OK;
- აღდგენის პროცესში, თქვენი საათი განახლდება უახლეს watchOS ვერსიამდე.
- პროცესის დასრულების შემდეგ კი საათი გადაიტვირთება.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.