თუ Apple Watch ეკრანზე გამოჩნდა iPhone და Apple Watch სიმბოლოები ან წითელი ძახილის ნიშანი საჭიროა მისი აღდგენა.

! გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაბიჯები თავსებადია Series 3 და უფრო ახალ მოდელებთან, watchOS 8.5 ან უფრო ახალი ვერსიის გამოყენებით. აღდგენის პროცესის დაწყებამდე:

  • საათის ელემენტი მინიმუმ 50%–მდე უნდა იყოს დამუხტული და აღდგენის პროცესის განმავლობაში საჭიროა მისი დამტენზე დატოვება;
  • ასევე დაგვჭირდება iOS 15.4 ან უფრო ახალი ვერსიამდე განახლებული iPhone(Wi-Fi და Bluetooth-ზე დაკავშირებული);
  • არ არის აუცილებელი საათთან დაწყვილებული iPhone. შესაძლებელია ნებისმიერი iPhone–ის გამოყენება.

საათის აღსადგენად გაიმეროთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:

  • თუ საათს შეექმნა პრობლემა, რომელიც მოითხოვს მის განახლებას ან აღდგენას, გამოჩნდება აღდგენის ეკრანი iPhone და Apple Watch სიმბოლოებით. თუ ეკრანზე წითელი ძახილის ნიშანია, ორჯერ დააწკაპუნეთ გვერდით ღილაკზე აღდგენის ეკრანის გამოსაჩენად.
  • ამის შემდეგ მიაახლოვეთ თქვენი iPhone Apple Watch–თან;
  • თქვენს iPhone-ზე შეეხეთ ღილაკს Continue;
  • შემდეგ შეიყვანეთ კოდი, რომელიც გამოჩნდება თქვენს საათზე;
  • საათი ახლა დაიწყებს აღდგენის პროცესს, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე წუთი დასჭირდეს;
  • აღდგენის პროცესის დაწყების შემდეგ iPhone-ის გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს OK;
  • აღდგენის პროცესში, თქვენი საათი განახლდება უახლეს watchOS ვერსიამდე.
  • პროცესის დასრულების შემდეგ კი საათი გადაიტვირთება.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *