დღეს iPhone ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია — საფულე, კავშირი, გართობა, ფოტო-ვიდეო, მუსიკა — ყველაფერი ერთად. სწორედ ამიტომ, სულ თან დაგვაქვს. აქტიურ გამოყენებას კი დაზიანების რისკიც მოყვება. ქეისი და დამცავი მინა კი ის მარტივი დაცვაა, რომელთა ინსტალაციას თითქმის არ მოითხოვს დროს და ნამდვილად ამართლებს.

რატომ უნდა დავიცვათ iPhone, თუ ის უკვე გამძლეა?

ახალი მოდელები iPhone ტიტანის ან ალუმინის კორპუსით და Ceramic Shield-ით არის აღჭურვილი — ნამდვილად მძლავრი და გამძლეა. თუმცა ერთი ცუდი ვარდნაც კი საკმარისია, რომ ეკრანი გაიბზაროს ან კუთხე დაიკაწროს. შეკეთება კი ძვირი ჯდება. ამიტომ ქეისი და დამცავი მინა არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ დაზღვევაა. ისინი დაგიცავენ:

  • ეკრანის გატეხვის და გაბზარვისგან;
  • კორპუსის დაკაწვრისგან;
  • ეკრანის დალაქავების და თითის ანაბეჭდების ასახვისგან;
  • და რაც მთავარია — გაზრდიან მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობას.

თუ გინდა მომავლში გაყიდო ტელეფონი ან გამოიყენო Trade-in, დაუცველი მოწყობილობა ღირებულებას დაკარგავს.

ქეისის ტიპები — რომელი შეგეფერება?

დღეს უამრავი სტილის და ფორმფაქტორის ქეისი არსებობს, თუმცა მთავარი კრიტერიუმი ფუნქციურობაა. ყველაზე პოპულარული ვარიანტებია:

  • MagSafe ქეისი. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უსადენო დატენვა ურჩევნია. მასში ჩაშენებულია მაგნიტები, რომლებიც iPhone-ის MagSafe ფუნქციას იდეალურად ეწყობა. ამ ქეისს შიგნიდან დამახასიათებელი რგოლის ფორმა აქვს.
  • ქეისი დამატებითი ელემენტით — განაგრძობს მუშაობას მაშინაც, როცა ბატარეა უკვე იწურება. გამოსადეგია მათთვის, ვინც დღის ბოლომდე ვერ ახერხებს დამუხტვას.
  • წყალგამძლე ქეისი. საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ iPhone წყალში — მაგალითად, ზღვაში გადაღებისას. გაითვალისწინეთ: iPhone არის წყალგამძლე, არა წყალდაუმტარი. სითხის დაზიანება გარანტიით არ ფარავს. წყალგამძლე ქეისები (მაგ. iPhone 16 Pro Max-ისთვის) უნივერსალურია და მჭიდრო ჩამკეტებით იხურება.
  • დარტყმაგამძლე ქეისი. აქვს გამაგრებული გვერდები და ამოწეული პირი ეკრანის გარშემო. მზადდება მტკიცე მასალებისგან, ხშირად მოიცავს მეტალის ჩანართებსაც. iSpace-ში ხელმისაწვდომია UAG ბრენდის სერტიფიცირებული ქეისები iPhone 16, 16 Pro, 16e და სხვა მოდელებისთვის.
  • კლასიკური სილიკონის ან ტყავის ქეისი. იცავს ნაკაწრებისგან, მტვრისგან და არბილებს დარტყმას. ყველაზე გავრცელებული და მარტივი ვარიანტი.

საუკეთესო დამცავი მინა iPhone-ისთვის: როგორ ავარჩიოთ?

ყველა მინა ერთნაირად არ მუშაობს. იაფი ვარიანტები ადვილად იკაწრება, ამრუდებს ფერებს და ამცირებს სენსორის მგრძნობელობას. აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება:

  • სიმტკიცე — ხარისხიან მინას აქვს 9H სიმტკიცის მაჩვენებელი, რაც იცავს ეკრანს ნაკაწრების და დარტყმისგან;
  • ოლეოფობიური საფარი — ამცირებს თითების კვალს და ამარტივებს ეკრანის გაწმენდას;
  • ანტირეფლექსური ეფექტი — ეკრანი ნათელია მაშინაც კი, როცა მზე ანათებს;
  • Face ID მხარდაჭერა — მაღალი ხარისხის მინა არ უშლის ხელს სახის ამოცნობას;
  • ქეისის მხარდაჭერა — ზოგიერთი მინა იხევა მჭიდრო ქეისის გამოყენებისას.

სად ვიყიდოთ ხარისხიანი აქსესუარები?

iPhone-ის ქეისები და აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ iSpace-ში. გვაქვს მოდელები iPhone 13, 14, 15, 16-ისთვის, ასევე AiPods და iPad-ისთვის. iSpace-ის ექსპერტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში და ადგილზე დააყენებენ დამცავ მინას. გაუფრთხილდით თქვენს iPhone-ს!

დაიცავი შენი iPhone — ნამდვილად ღირს.

ასევე გაეცანით:

iPad Mini 7 და iPad Air 6 – რომელი პლანშეტი ავირჩიოთ?

iPhone 14-დან 16-მდე: ვარჩევთ საუკეთესო ფასისა და ღირებულების სმარტფონს

Devialet აუდიო სისტემები: სიყვარული პირველივე ნოტებში

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *