
ახალი სმარტფონის ყიდვა თითქმის ყოველთვის დილემაა. რა სჯობს: უახლესი მოდელი ტოპ-ფუნქციებით, თუ საბაზისო ვერსია ყოველდღიური ამოცანებისთვის? იქნებ საერთოდ წინა წლის ფლაგმანი? ბოლოს და ბოლოს, Apple ყოველწლიურად უშვებს ახალ მოწყობილობებს — და ყოველთვის არ ღირს ზედმეტის გადახდა სიახლეში. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ იდეალური iPhone 2025 წელს.
რას მიაქციოთ ყურადღება? iPhone-ის ძირითადი მახასიათებლები
თუ ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავება არ გიყვარს, კონცენტრირდი მთავარზე:
- სიმძლავრე – ჩიპი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და გამართულად იმუშავებს სმარტფონი.
- ეკრანი – დეტალი რომელსაც მუდმივად უყურებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია კომფორტი: ზომა, მატრიცის ხარისხი, განახლების სიხშირე.
- კამერები – თანამედროვე iPhone ჯიბის ფოტოსტუდიაა. საჭიროა იცოდეთ, რომელი ფუნქცია გჭირდებათ სინამდვილეში.
- ბატარეა.
- მეხსიერება – თამაშებისთვის და ფოტო/ვიდეოსთვის მეტი სივრცე დაგჭირდებათ.
- ფასი – ბუნებრივია, ფლაგმანები პრემიუმ ფუნქციებით ძვირი ღირს. თუმცა ნამდვილად გჭირდებათ ეს ყველაფერი?

iPhone 16 — საუკეთესო არჩევანი 2025 წელს
ეს არის ყველაზე განახლებული ხაზი, რომელიც გვთავაზობს 5 მოდელს და ფარავს ყველა ტიპის მომხმარებლის საჭიროებებს. აირჩიეთ რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
საუკეთესოთა შორის საუკეთესო: iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max
16 სერია Apple-ის ყველაზე მოწინავე სმარტფონებია. ისინი მუშაობენ A18 Pro ჩიპზე, რომელიც უპრობლემოდ ამუშავებს მძიმე აპებს და თანამედროვე თამაშებს (Assassin’s Creed Mirage, Resident Evil, Death Stranding). Apple Intelligence უზრუნველყოფს ჭკვიანურ ფუნქციებზე წვდომას. LiDAR-სკანერი მუშაობს 3D ობიექტებთან.
ერთადერთი განსხვავება ეკრანის ზომაშია: iPhone 16 Pro — 6.3 ინჩი, iPhone 16 Pro Max — 6.9 ინჩი. რომელი ჯობია? თუ ბევრს კითხულობთ, თამაშობთ ან ფოტოებს ამუშავებთ ტელეფონზე, დიდი ვერსია უფრო მოსახერხებელია. მაგრამ ყიდვამდე გირჩევთ, ორივე მოდელი ხელში დაიჭიროთ და პირდაპირ შეადაროთ.
ორივე Pro მოდელს აქვს იდენტური OLED ეკრანი: Super Retina XDR ProMotion-ის მხარდაჭერით და 120 ჰც-მდე განახლების სიხშირით. მინიმალური სიკაშკაშე — 1 ნიტი, მაქსიმალური — 2000 ნიტი. მიიღებ ნათელ კონტრასტს, გლუვ სქროლვას და კომფორტულ გამოყენებას.
| მახასიათებლები | iPhone 16 Pro | iPhone 16 Pro Max |
| მეხსიერება | 128, 256, 512 GB, 1 TB | 256, 512 GB, 1 TB |
| ფერები | Desert Titanium, Natural Titanium, Black Titanium, White Titanium |
iPhone 16 Pro კამერების რეიტინგში რამდენიმე მიზეზის გამო ლიდერობს. ორივე ვერსიას აქვს სამი ძირითადი ობიექტივი ანარეკლის საწინააღმდეგო საფარით: 48 მპ Fusion კამერა, ტელეობიექტივი 5x ზუმით და 48 მპ ულტრა-ფართო. AI კიდევ უფრო აუმჯობესებს კადრებს. 48 მპ მაკრო-ფოტოები საოცრად გამოიყურება. კამერის კონტროლის ახალი ღილაკი განთავსებულია გვერდზე.
ბატარეა: 1.5–2 დღეს დამუხტვის გარეშე (საშუალო გამოყენებით), ან სრული დღე — აქტიური თამაშით და სქროლვით. Apple-ის მონაცემებით: iPhone 16 Pro — უწყვეტი ვიდეოყურებით 27 საათამდე, ხოლო iPhone 16 Pro Max — 33 საათამდე ავტონომიას გვთავაზობს.
ყოველდღიური მოხმარებისთვის: iPhone 16 და iPhone 16 Plus
ისევე როგორც Pro მოდელებში, განსხვავება აქაც ზომასა და ბატარეის ავტონომიაშია.
ორივე A18 Bionic ჩიპზე მუშაობს, რომელიც უმკლავდება როგორც ყოველდღიურ ამოცანებს და თამაშებს, ისე Apple Intelligence ფუნქციებს.
iPhone 16-ს აქვს 6.1-ინჩიანი OLED-ეკრანი, ხოლო iPhone 16 Plus-ს — 6.7-ინჩიანი. სტანდარტული სიკაშკაშე — 1000 ნიტი, მაქსიმალური — 2000 ნიტი. განახლების სიხშირე — 60 ჰც.
| მახასიათებლები | iPhone 16 | iPhone 16 Plus |
| მეხსიერება | 128, 256, 512 GB | |
| ფერები | Ultramarine, Teal, Pink, White, Black |
კამერის მოდული გადაკეთებულია: წინა წლების მოდელებთან შედარებით, კამერების განთავსება ვერტიკალურია. ფუნქციები: 48 მპ Fusion კამერა 2x ზუმით და 12 მპ ულტრა-ფართო ავტოფოკუსით. მოდელებს ასევე აქვთ Camera Control ღილაკი.
ბატარეა: iPhone 16 უწყვეტი ვიდეოყურებით 22 საათამდე, ხოლო iPhone 16 Plus 27 საათამდე ავტონომიას გვთავაზობს. სწრაფი დამუხტვა: 50% 30 წუთში.
iPhone 16e — ახალი ხელმისაწვდომი მოდელი
2025 წლის თებერვალში წარმოდგენილი iPhone 16e ცვლის iPhone SE 3-ს. ბიუჯეტური SE-სგან განსხვავებით, 16e გათვლილია უფრო ფართო აუდიტორიაზე.
iPhone 16e-ს აქვს ერთი მთავარი კამერა და არ აქვს Dynamic Island, მაგრამ გვთავაზობს ისეთ ფლაგმანურ პარამეტრებს როგორიცაა: OLED ეკრანი, 48 მპ კამერა და ძლიერი A18 ჩიპი.
ჩიპი — A18 Bionic (იგივე, რაც iPhone 16-ში), თუმცა 4-ბირთვიანი GPU(5-ის ნაცვლად). განსხვავება მხოლოდ მძიმე თამაშებში იგრძნობა, ყოველდღიურ გამოყენებაში — არა. ასევე გვთავაზობს Apple Intelligence მხარდაჭერას.
6.1-ინჩიანი Super Retina XDR ეკრანი iPhone 16-ს იდენტურია, თუმცა ProMotion და Always-On-ის გარეშე. სტანდარტული სიკაშკაშე — 800 ნიტი, მაქსიმალური — 1200 ნიტი (HDR).
| მახასიათებლები | iPhone 16e |
| მეხსიერება | 128, 256, 512 GB |
| ფერები | White, Black |
ერთიანი 48 მპ f/1.6 კამერა ოპტიკურ სტაბილიზაციით და 2x ოპტიკური ზუმით. მიიღებთ ფერად, დეტალიზებულ ფოტოებს დღისით თუ ღამით. 16e-ს არ აქვს მაკრო-რეჟიმი, თუმცა Apple მას „2–1-ში კამერის სისტემას“ უწოდებს.
ბატარეა: უწყვეტი ვიდეოყურება 26 საათამდე.
iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max — 2023 წლის შთამბეჭდავი ფლაგმანები
Apple მოწყობილობები გათვლილია მრავალწლიან მოხმარებაზე, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მათ უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.
A17 Pro ჩიპი (6-ბირთვიანი CPU, 6-ბირთვიანი GPU) iPhone 15 Pro-ს რეალურ არჩევანად აქცევს. აპები, თამაშები, მულტითასქინგი — ყველაფერი გამართულია.
ორივე მოდელს აქვს Super Retina XDR ეკრანი ProMotion და 120 ჰც ადაპტური განახლებით, სიკაშკაშე 2000 ნიტამდე. ზომები: iPhone 15 Pro — 6.1″, iPhone 15 Pro Max — 6.7″ (ოდნავ პატარა, ვიდრე iPhone 16 სერია).
| მახასიათებლები | iPhone 15 Pro | iPhone 15 Pro Max |
| მეხსიერება | 128, 256, 512 GB, 1 TB | 256, 512 GB, 1 TB |
| ფერები | Blue Titanium, Natural Titanium, Black Titanium, White Titanium |
კამერები მსგავსია, მაგრამ განსხვავდებიან ზუმით: iPhone 15 Pro Max — 5x ოპტიკური ზუმი, iPhone 15 Pro — 3x. ორივეს აქვს 48 მპ მთავარი და 12 მპ ულტრა-ფართო კამერა.
ბატარეა: iPhone 15 Pro — ვიდეოყურება 23 საათამდე; iPhone 15 Pro Max — 29 საათამდე. ავტონომია საშუალო გამოყენებით 1.5–2 დღე.
ვერდიქტი: რომელი iPhone შევიძინოთ 2025 წელს?
ბევრის აზრით, iPhone-ის განახლება ყოველ 3 წელიწადში გონივრულია — სწორედ მაშინ ხდება ტექნოლოგიური ნახტომი. ჩვენ გირჩევთ, აირჩიოთ ან ბოლო სერია, ან წინა თაობის ფლაგმანები. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ტელეფონს, რომელიც გაუმკლავდება თანამედროვე ამოცანებს და პოპულარულ თამაშებს.
- თუ გსურთ საუკეთესო და მზად ხარ გადაიხადოთ: iPhone 16 Pro ან 16 Pro Max.
- თუ არ გჭირდებათ ფლაგმანური პარამეტრები (5x ზუმი, 120 ჰც ProMotion): iPhone 16 ან 16 Plus.
- ხელმისაწვდომი, მაგრამ თანამედროვე ვარიანტისთვის: iPhone 16e. შესანიშნავია მათთვის, ვისაც ფლაგმანური ფუნქციები არ სჭირდება.
- ასევე აღსანიშნავია iPhone 15 Pro და Pro Max — ეფექტური კამერები და ფუნქციონალი, რომელიც თითქმის არაფრით ჩამორჩება 16 სერიას.
ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ? ეწვიეთ iSpace-ს და ლაივში გატესტეთ უახლესი iPhone-ები საკუთარი ხელით. ყველა მოდელი ღია წვდომით არის წარმოდგენილი, ხოლო ჩვენი კონსულტანტები სიამოვნებით გიპასუხებენ ნებისმიერ კითხვაზე და დაგეხმარებიან იდეალური iPhone-ის შერჩევაში.
ასევე გაეცანით
TOP 5 iPhone აქსესუარი 2025 წელს
საუკეთესო AirPods 2025 წელს — როგორ აირჩიოთ სწორი მოდელი?
რომელი Apple Watch უნდა აირჩიოთ 2025 წელს?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


