წესი “ერთი MacBook – ერთი წყვილი ყურსასმენი” მოძველებულია. ახლა თქვენ შეგიძლიათ 2 ყურსასმენის დაკავშირება Mac-თან და ეს სულაც არ არის აუცილებელი იყოს AirPods ან Beats – ნებისმიერი სხვა ყურსასმენის გამოყენება შესაძლებელია. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ ფუნქციას განვიხილავთ.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და მხოლოდ 5 წუთს მოითხოვს.
2 AirPods-ის, Beats-ის ან სხვა ყურსასმენის ერთ MacBook-თან დაკავშირებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ისიამოვნოთ მაღალი ხარისხის ხმით.
ნაბიჯი #1
პირველ რიგში, თქვენ უნდა დააკავშიროთ ყურსასმენები MacBook-თან Bluetooth-ის საშუალებით. ამისათვის გადადით System Preferences თქვენს კომპიუტერში, აირჩიეთ Bluetooth და ჩართეთ.
თუ ეს პირველი დაწყვილებაა, მოათავსეთ AirPods ყუთში, მაგრამ არ დახუროთ სახურავი. დააჭირეთ კორპუსზე არსებულ ღილაკს (AirPods Max-ისთვის, დააჭირეთ ხმის კონტროლის ღილაკს) და გააჩერეთ სანამ ინდიკატორის შუქი არ გაანათებს თეთრად.
My Devices სიაში ყურსასმენი უნდა გამოჩნდეს. დააწკაპუნეთ Connect მოწყობილობების სიაში AirPods-ის (ან სხვა ყურსასმენების) გვერდით. დაწყვილება ახლა მზადაა. გაიმეორეთ ეს პროცესი თითოეული ყურსასმენისთვის.
ნაბიჯი #2
იპოვეთ “Audio MIDI Setup” აპლიკაცია Spotlight-ის საშუალებით ან Launchpad-ში.
ნაბიჯი #3
შექმენით multi-output მოწყობილობა, რომელიც დაგვეხნარება მაღალი ხარისხით გაზიარებაში ერთდროულად ორ წყვილ ყურსასმენზე.
ქვედა მარცხენა კუთხეში იქნება “+” ღილაკი. დააწკაპუნეთ მასზე – გამოჩნდება ჩამოსაშლელი მენიუ, პარამეტრით “Create Multi-Output Device”. აირჩიეთ ის.
მონიშნეთ ყურსასმენები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ მოსასმენად. კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბრენდის Bluetooth ყურსასმენი.
ახლა, თუ დააწკაპუნებთ ისარს Multi-Output Device გვერდით, ქვემოთ გამოჩნდება დაკავშირებული ყურსასმენების სია. პირველი იქნება პირველადი მოწყობილობა, ხოლო მეორესთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ “Drift Correction” ფუნქცია. ეს უზრუნველყოფს აუდიოს სინქრონულად დაკვრას შეფერხებების გარეშე.
სხვათა შორის, შეგიძლიათ მისი სახელის გადარქმევა. მაგალითად, დაარქვით მას For Movies ეს გაადვილებს დაკავშირების პოვნას თქვენს ლეპტოპზე.
ნაბიჯი #4
დაუბრუნდით System Preferences და შემდეგ Sound განყოფილებას. Output ჩანართში მიუთითეთ რომელი არხებით აპირებთ აუდიოს მოსმენას. ჩვენს შემთხვევაში, ეს იქნება For Movies ვარიანტი.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ყურსასმენები არ ჩანს აუდიო MIDI-ში ?
შეიძლება მოხდეს, რომ გახსენით “Audio MIDI Setup” და საჭირო ყურსასმენები არ გამოჩნდეს სიაში. ამ შემთხვევაში, უბრალოდ გადატვირთეთ კავშირი:
აირჩიეთ “Window” აპლიკაციაში, შემდეგ “Show MIDI Studio”.
დააწკაპუნეთ Rescan MIDI.
თუ ეს არ დაგვეხმარება, დარწმუნდით, რომ ყურსასმენები სწორად არის დაკავშირებული, ჩართული და თქვენს MacBook-ზე განახლებულია პროგრამული უზრუნველყოფა.
რაღაც არასწორად წავიდა?
ეწვიეთ iSpace-ს, რათა გაარკვიოთ პროცესის ტექნიკური ნიუანსები და გაიგოთ, თუ როგორ უნდა დააკავშიროთ 2 წყვილი ყურსასმენი MacBook-თან. ჩვენი კონსულტანტები გამართავენ თქვენს მოწყობილობებს და ასევე გაგაცნობენ უახლესი პროდუქტებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.