- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ დავმალოთ ფოტოები iOS 15/iPadOS 15-ში?
Apple-მა iOS14–ის გამოსვლასთან ერთად, შემოგვთავაზა ფოტოების დამალვის ფუნქცია, რომელსაც ყველანი ველოდეთი და რომელიც საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად.
iPhone/iPad-ზე ფოტო–ვიდეოს დასამალად:
1. გახსენით Photos;
2. აირჩიეთ ფოტო ან ფოტოები, რომელთა დამალვაც გსურთ;
3. შეეხეთ Share ღილაკს ქვედა მარცხენა კუთხეში;
4. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Hide;
5. შეეხეთ ღილაკს Hide Photo.
! დამალული ფოტოები არ გამოჩნდება თქვენს Camera Roll-ში, თუმცა მათ მარტივად მიაგნებთ Hidden ალბომში – Photos > Albums > Hidden.
თუ გაწუხებთ, რომ ვინმე შეიძლება მარტივად წააწყდეს თქვენს Hidden ალბომს, Apple ასევე გვთავაზობს მისი დამალვის ფუნქციას.
როგორ დავმალოთ Hidden ალბომი?
1. გახსენით Settings
2. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Photos
3. კიდევ ერთხელ ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Hidden Album.
! Hidden ალბომის გამოსაჩენად, გაიმეორეთ ზემოთ მოცემული ნაბიჯები და გააქტიურეთ Hidden Album.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
Mac mini: რა შეუძლია Apple-ის ყველაზე
- 18.03.2026
- 1 min read
iPhone 17e – Apple-ის ახალი მოდელის
- 11.03.2026
- 1 min read
MacBook Neo-ის მიმოხილვა A18 Pro ჩიპით
- 05.03.2026
- 1 min read


