- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ დავმალოთ ფოტოები iOS 15/iPadOS 15-ში?
Apple-მა iOS14–ის გამოსვლასთან ერთად, შემოგვთავაზა ფოტოების დამალვის ფუნქცია, რომელსაც ყველანი ველოდეთი და რომელიც საკმაოდ მარტივია გამოსაყენებლად.
iPhone/iPad-ზე ფოტო–ვიდეოს დასამალად:
1. გახსენით Photos;
2. აირჩიეთ ფოტო ან ფოტოები, რომელთა დამალვაც გსურთ;
3. შეეხეთ Share ღილაკს ქვედა მარცხენა კუთხეში;
4. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Hide;
5. შეეხეთ ღილაკს Hide Photo.
! დამალული ფოტოები არ გამოჩნდება თქვენს Camera Roll-ში, თუმცა მათ მარტივად მიაგნებთ Hidden ალბომში – Photos > Albums > Hidden.
თუ გაწუხებთ, რომ ვინმე შეიძლება მარტივად წააწყდეს თქვენს Hidden ალბომს, Apple ასევე გვთავაზობს მისი დამალვის ფუნქციას.
როგორ დავმალოთ Hidden ალბომი?
1. გახსენით Settings
2. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Photos
3. კიდევ ერთხელ ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Hidden Album.
! Hidden ალბომის გამოსაჩენად, გაიმეორეთ ზემოთ მოცემული ნაბიჯები და გააქტიურეთ Hidden Album.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
ღირს თუ არა 2026 წელს AirPods
- 07.04.2026
- 1 min read
macOS-ში მრავალამოცანიანი რეჟიმი: როგორ გავყოთ ეკრანი
- 03.04.2026
- 1 min read
Apple აღნიშნავს 50 წელს: წარმატების ისტორია
- 30.03.2026
- 1 min read


