iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max უამრავ საინტერესო ფუნქციასთან ერთად, მაკრო ფოტოებისა და ვიდეობის გადაღების საშუალებასაც გვთავაზობს.
მაკრო ფოტო/ვიდეოს გადასაღებად:
1. გახსენით Camera აპი და დარწმუნდით, რომ კამერის რეჟიმად არჩეულია Photo;
2. მიაახლოვეთ კამერა გადასაღებ ობიექტთან დაახლოებით 2სმ დაშორებაზე;
3. კამერა ავტომატურად გადაერთვება მაკრო რეჟიმზე და შეამჩნევთ Blur/Frame ეფექტს;
4. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ფოტოების გადაღება;
5. გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები მაკრო ვიდეოების გადასაღებად;
! სტანდარტულ ფოტო რეჟიმსა და მაკროს შორის გადასვლა ამჟამად ავტომატურია, თუმცა Apple გეგმავს ფუნქციის ხელით გააქტიურების დამატებას.
! სტანდარტული ვიდეოდან მაკრო ვიდეოზე ავტომატური გადართვა არ არის ისეთი შესამჩნევი, როგორც ეს მაკრო ფოტოს შემთხვევაში გვხვდება.
! Apple ასევე აღნიშნავს, რომ ულტრა ფართო ლინზა ავტომატურად ახდენს ფოკუსირებას მაკრო კადრების გადაღებისას, თუმცა ეკრანზე დაჭერით თქვენ მაინც შეგიძლიათ ფოკუსისა და ექსპოზიციის მორგება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.