iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max უამრავ საინტერესო ფუნქციასთან ერთად, მაკრო ფოტოებისა და ვიდეობის გადაღების საშუალებასაც გვთავაზობს.

მაკრო ფოტო/ვიდეოს გადასაღებად: 

1. გახსენით Camera აპი და დარწმუნდით, რომ კამერის რეჟიმად არჩეულია Photo;

2. მიაახლოვეთ კამერა გადასაღებ ობიექტთან დაახლოებით 2სმ დაშორებაზე;

3. კამერა ავტომატურად გადაერთვება მაკრო რეჟიმზე და შეამჩნევთ Blur/Frame ეფექტს;

4. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ფოტოების გადაღება;

5. გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები მაკრო ვიდეოების გადასაღებად;

სტანდარტულ ფოტო რეჟიმსა და მაკროს შორის გადასვლა ამჟამად ავტომატურია, თუმცა Apple გეგმავს ფუნქციის ხელით გააქტიურების დამატებას.

! სტანდარტული ვიდეოდან მაკრო ვიდეოზე ავტომატური გადართვა არ არის ისეთი შესამჩნევი, როგორც ეს მაკრო ფოტოს შემთხვევაში გვხვდება.

! Apple ასევე აღნიშნავს, რომ ულტრა ფართო ლინზა ავტომატურად ახდენს ფოკუსირებას მაკრო კადრების გადაღებისას, თუმცა ეკრანზე დაჭერით თქვენ მაინც შეგიძლიათ ფოკუსისა და ექსპოზიციის მორგება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *