MacBook–ზე სქრინშოთის გადაღება რამდენიმენაირად არის შესაძლებელი და თითოეულის გამოყენებას თავისი დანიშნულება და მიზეზი აქვს.
როგორ გადავიღოთ სქრინშოთი MacBook Pro-ზე, სწრაფი გზა?
- დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
- დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
- დააჭირეთ ღილაკს 3.
გადაღებული სქრინშოთი რამდენიმე წამით გამოჩნდება MacBook ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში, რის შემდეგაც შეინახება დესკტოპზე.
როგორ გადავიღოთ MacBook ეკრანის კონკრეტული მონაკვეთის სქრინშოთი?
- დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
- დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
- დააჭირეთ ღილაკს 4.
! 4–ზე დაჭერის შემდეგ Mac-ის კურსორი გადაიქცევა ჯვარედინად სიმბოლოდ, რის შემდეგაც შეძლებთ სასურველი მონაკვეთის მონიშვნას. მაუსზე/თრექფედზე ხელის აშვების შემდეგ, სისტემა გადაიღებს სქრიშოთს.
როგორ გადავიღოთ კონკრეტული ფანჯრის სქრინშოთი?
- დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
- დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
- დააჭირეთ ღილაკს 4;
- მიიტანეთ კურსორი სასურველ ფანჯარასთან;
- შეეხეთ ღილაკს Spacebar;
- დააწკაპუნეთ, როცა მზად იქნებით.
ამ მეთოდის გამოყენებისას სქრინშოთის გადაღება ხდება მხოლოდ დაწკაპუნების შემდეგ, ხოლო სხვა დანარჩენებში მყისიერად.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.