MacBook–ზე სქრინშოთის გადაღება რამდენიმენაირად არის შესაძლებელი და თითოეულის გამოყენებას თავისი დანიშნულება და მიზეზი აქვს.

როგორ გადავიღოთ სქრინშოთი MacBook Pro-ზე, სწრაფი გზა?

  • დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
  • დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
  • დააჭირეთ ღილაკს 3.

გადაღებული სქრინშოთი რამდენიმე წამით გამოჩნდება MacBook ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში, რის შემდეგაც შეინახება დესკტოპზე.

როგორ გადავიღოთ MacBook ეკრანის კონკრეტული მონაკვეთის სქრინშოთი?

  • დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
  • დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
  • დააჭირეთ ღილაკს 4.

4–ზე დაჭერის შემდეგ Mac-ის კურსორი გადაიქცევა ჯვარედინად სიმბოლოდ, რის შემდეგაც შეძლებთ სასურველი მონაკვეთის მონიშვნას. მაუსზე/თრექფედზე ხელის აშვების შემდეგ, სისტემა გადაიღებს სქრიშოთს.

როგორ გადავიღოთ კონკრეტული ფანჯრის სქრინშოთი?

  • დააჭირეთ და არ აუშვათ Command ღილაკს;
  • დააჭირეთ და არ აუშვათ Shift ღილაკს;
  • დააჭირეთ ღილაკს 4;
  • მიიტანეთ კურსორი სასურველ ფანჯარასთან;
  • შეეხეთ ღილაკს Spacebar;
  • დააწკაპუნეთ, როცა მზად იქნებით.

ამ მეთოდის გამოყენებისას სქრინშოთის გადაღება ხდება მხოლოდ დაწკაპუნების შემდეგ, ხოლო სხვა დანარჩენებში მყისიერად.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.