Apple-მა Deep Fusion ტექნოლოგია პირველად iPhone 11-ში დანერგა. დღესდღეობით, Deep Fusion გვხვდება iPhone SE 3, iPhone 12 და iPhone 13-ზე.
Deep Fusion არის გამოსახულების დამუშავების სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად და ქმნის ფოტოებს, რომლებიც გამოირჩევა საოცარი ტექსტურით, დეტალიზაციითა და მინიმუმამდე დაყვანილი ხმაურით დაბალი განათების პირობებშიც კი.
Deep Fusion ტექნოლოგიას ვერ გამოიყენებთ: ულტრა ფართო ლინზის გამოყენებისას, Photos Capture Outside Frame ფუნქციით სარგებლობისას და Burst ფოტოების გადაღებისას.
როგორ ჩავრთოთ Deep Fusion?
- 1. გახსენით Settings, ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Camera;
- 2. დარწმუნდით, რომ გამორთულია Photos Capture Outside the Frame:
- 3. დარწმუნდით, რომ იყენებთ ფართო (სტანდარტულ) ან ტელეფოტო ლინზას, 1x ან მეტo;
- 4. სულ ეს არის. Deep Fusion ახლა აქტიურია და მუშაობს ავტომატურად.
როგორ მუშაობს Deep Fusion ტექნოლოგია?
Deep Fusion იღებს ცხრა სურათს. სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით, Deep Fusion ტექნოლოგიას უკვე გადაღებული აქვს 4 მოკლე ფოტო და 4 მეორეული ფოტო. გადაღების ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა იღებს ხანგრძლივ ექსპოზიციას. ფოტოების შერწყმამდე, ნეირონული ძრავა აანალიზებს გადაღებულ 9 ფოტოს 24 მილიონი პიქსელის მიხედვით და არჩევს საუკეთესოებს. ეს პროცესი საოცრად აუმჯობესებს ფოტოს დეტალიზაციას და ამცირებს ხმაურს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.