Apple-მა Deep Fusion ტექნოლოგია პირველად iPhone 11-ში დანერგა. დღესდღეობით, Deep Fusion გვხვდება iPhone SE 3, iPhone 12 და iPhone 13-ზე.

Deep Fusion არის გამოსახულების დამუშავების სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად და ქმნის ფოტოებს, რომლებიც გამოირჩევა საოცარი ტექსტურით, დეტალიზაციითა და მინიმუმამდე დაყვანილი ხმაურით დაბალი განათების პირობებშიც კი.

Deep Fusion ტექნოლოგიას ვერ გამოიყენებთ: ულტრა ფართო ლინზის გამოყენებისას, Photos Capture Outside Frame ფუნქციით სარგებლობისას და Burst ფოტოების გადაღებისას.

როგორ ჩავრთოთ Deep Fusion?

  • 1. გახსენით Settings, ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Camera;
  • 2. დარწმუნდით, რომ გამორთულია Photos Capture Outside the Frame:
  • 3. დარწმუნდით, რომ იყენებთ ფართო (სტანდარტულ) ან ტელეფოტო ლინზას, 1x ან მეტo;
  • 4. სულ ეს არის. Deep Fusion ახლა აქტიურია და მუშაობს ავტომატურად.

როგორ მუშაობს Deep Fusion ტექნოლოგია?

Deep Fusion იღებს ცხრა სურათს. სანამ გადაღების ღილაკს დააწვებით, Deep Fusion ტექნოლოგიას უკვე გადაღებული აქვს 4 მოკლე ფოტო და 4 მეორეული ფოტო. გადაღების ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა იღებს ხანგრძლივ ექსპოზიციას. ფოტოების შერწყმამდე, ნეირონული ძრავა აანალიზებს გადაღებულ 9 ფოტოს 24 მილიონი პიქსელის მიხედვით და არჩევს საუკეთესოებს. ეს პროცესი საოცრად აუმჯობესებს ფოტოს დეტალიზაციას და ამცირებს ხმაურს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *