Apple Watch აპლიკაციების გამორთვა ან იძულებითი შეჩერება ერთი შეხედვით არც თუ ისე ინტუიტიური და მარტივია. თუმცა, watchOS 8–ში ამის გაკეთება ღილაკზე რამდენიმე დაჭერით არის შესაძლებელი.
Apple Watch-ზე აპლიკაციის გამოსართავად:
- დააჭირეთ გვერდით ღილაკს;
- გახსნილი აპლიკაციების სიაში იპოვეთ აპი, რომლის გამორთვაც გსურთ და გადაფურცლეთ მარცხნივ;
- კონტექსტურ მენიუში შეეხეთ Close App სიმბოლოს.
ასევე შესაძლოა შეხვდეთ ისეთ პრობლემებს როგორიცაა, Apple Watch-ის გაჭედვა ან/და მუშაობის შეყოვნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა “დამნაშავე” აპლიკაციის იძულებითი შეჩერება (Force Quit).
Apple Watch-ზე აპლიკაციის იძულებით შესაჩერებლად:
- გახსენით აპლიკაცია, რომელიც იწვევს მოწყობილობის შეყოვნებას;
- ხანგრძლივად დააჭირეთ გვერდით ღილაკს, სანამ არ გამოჩნდება Power Off;
- ამის შემდეგ კი დააჭირეთ Digital Crown-ს.
ეს მოქმედება გამოიწვევს აპლიკაციის იძულებით შეჩერებას. აპლიკაციის ხელახლა გასახსნელად შეეხეთ მის სიმბოლოს მთავარ ეკრანზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.