Apple Watch აპლიკაციების გამორთვა ან იძულებითი შეჩერება ერთი შეხედვით არც თუ ისე ინტუიტიური და მარტივია. თუმცა, watchOS 8–ში ამის გაკეთება ღილაკზე რამდენიმე დაჭერით არის შესაძლებელი.

Apple Watch-ზე აპლიკაციის გამოსართავად:

  • დააჭირეთ გვერდით ღილაკს;
  • გახსნილი აპლიკაციების სიაში იპოვეთ აპი, რომლის გამორთვაც გსურთ და გადაფურცლეთ მარცხნივ;
  • კონტექსტურ მენიუში შეეხეთ Close App სიმბოლოს.

ასევე შესაძლოა შეხვდეთ ისეთ პრობლემებს როგორიცაა, Apple Watch-ის გაჭედვა ან/და მუშაობის შეყოვნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა “დამნაშავე” აპლიკაციის იძულებითი შეჩერება (Force Quit).

Apple Watch-ზე აპლიკაციის იძულებით შესაჩერებლად:

  • გახსენით აპლიკაცია, რომელიც იწვევს მოწყობილობის შეყოვნებას;
  • ხანგრძლივად დააჭირეთ გვერდით ღილაკს, სანამ არ გამოჩნდება Power Off;
  • ამის შემდეგ კი დააჭირეთ Digital Crown-ს.

ეს მოქმედება გამოიწვევს აპლიკაციის იძულებით შეჩერებას. აპლიკაციის ხელახლა გასახსნელად შეეხეთ მის სიმბოლოს მთავარ ეკრანზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *