ყველა თანამედროვე iPhone, iPad და MacBook აღჭურვილია მძლავრი ბატარეებით, რომლებიც 24–საათიან ავტონომიას უზრუნველყოფენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ბატარეების ტევადობა მცირდება. როგორ შეიძლება ამ პროცესის შენელება და ბატარეის/მოწყობილობის ჩანაცვლების გადადება? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

როგორ გავახანგრძლივოთ MacBook-ის ბატარეის სიცოცხლე?

Mac–ის თანამედროვე მოდელების ბატარეები გათვლილია დაახლოებით 1,000 სრული დამუხტვის ციკლზე (0%-დან 100%-მდე). ეს არ ნიშნავს 1000 ცალკეულ დამუხტვას. თუ გუშინ Mac დამუხტეთ 50%-ით და დღეს კიდევ 50%-ით, ამ შემთხვევაში ჩაითვლება ეს 1 ციკლად. საშუალოდ, MacBook-ის ბატარეა ტევადობას 3–5 წლის აქტიური გამოყენების შემდეგ კარგავს. თუმცა, არასწორი ჩვევებით გაცილებით სწრაფად შეიძლება მისი დაზიანება.

როგორ შევინარჩუნოთ MacBook-ის ბატარეის სიცოცხლე:

  1. მოერიდეთ სრულ განმუხტვას. ხანდახან 0%-მდე დაცლა კრიტიკული არ არის, თუმცა რეგულარულად — საზიანოა. ოპტიმალური დიაპაზონი 20–80%-ია.
  2. ჩართეთ Optimized Charging. macOS-ის ჩაშენებული ალგორითმები აანალიზებს ჩვევებს და შესაბამისად მართავს დამუხტვას. მაგალითად: თუ კომპიუტერი მუდმივად შეერთებულია დენის წყაროზე (მუშაობისას), ის დარჩება 80%-ზე. უშუალოდ გამორთვამდე კი სისტემა თავად დაასრულებს 100%-მდე დამუხტვას. გასააქტიურებლად ჩაწერეთ Optimized Charging Spotlight-ში და გააქტიურეთ ფუნქცია Battery Health-ში.
  3. მოერიდეთ გადახურებას. რესურსინტენსიურ აპებში მუშაობა Mac-ს ახურებს. დააკვირდით, რომ ვენტილაცია არ იყოს დაბლოკილი (მაგ., საწოლზე გამოყენებისას).
  4. არ დატენოთ გამათბობელთან ან მზეზე. ეს იწვევს ბატარეას გადახურებას.
  5. დახურეთ აპები, რომლებსაც არ იყენებთ. ფონური პროცესები სისტემას ზედმეტად ტვირთავს და ბატარეის მუხტს სწრაფად ცლის.

როგორ შევამოწმოთ MacBook-ის ბატარეის მდგომარეობა?

  • დააჭირეთ Option ღილაკს და დააწკაპუნეთ Apple ლოგოზე მარცხენა ზედა კუთხეში.
  • აირჩიეთ System Information> Hardware> Power (ან Battery Information).

უსაფრთხოა თუ არა MacBook-ის მუდმივად დენის წყაროზე შეერთება?

დიახ. Mac-ს აქვს ჩაშენებული კონტროლერი, რომელიც ბლოკავს “ზედმეტი” ენერგიის მიწოდებას. ამიტომ მუდმივად შეერთება უსაფრთხოა.

როგორ გავახანგრძლივოთ iPhone-ის ბატარეის სიცოცხლე?

iPhone 14 და უფრო ძველ მოდელებში ბატარეა ინარჩუნებს თავდაპირველი ტევადობის დაახლოებით 80%-ს 500 სრული ციკლის შემდეგ. iPhone 15 და iPhone 16-ში ეს მაჩვენებელი იზრდება 1,000 ციკლამდე. როგორც კი ზღვარი გადალახულია და ტევადობა 80%-ზე ქვემოთ ჩამოდის, ტელეფონი უფრო სწრაფად კარგავს მუხტს.

რამდენ ხანს ძლებს iPhone-ის ბატარეა? ჩვეულებრივ, ქიმიური მოძველება 2–3 წლის აქტიური გამოყენების შემდეგ იწყება. მთლიანად ვერ ავიცილებთ, მაგრამ Apple რეკომენდაციებით პროცესის შენელება შესაძლებელია.

როგორ შევინარჩუნოთ iPhone-ის ბატარეა:

  1. განაახლეთ iOS — ახალ ვერსიებში სისტემის ოპტიმიზაციებია.
  2. შეინარჩუნეთ დამუხტვის დონე 20–80%-ის ფარგლებში.
  3. მოერიდეთ გადახურებას — არ დატოვოთ iPhone მზეზე, ბალიშის ქვეშ ან გამათბობელთან.
  4. დაარეგულირეთ პარამეტრები — ჩართეთ Auto-Brightness, გამოიყენეთ Low Power Mode.
  5. ჩართეთ Charge Limit და Optimized Charging, რომ iPhone-მა გაანალიზოს შენი ჩვევები და შეამციროს ბატარეის ცვეთა.

როგორ გავახანგრძლივოთ iPad-ის ბატარეის სიცოცხლე?

iPhone-ის მსგავსად, iPad-იც ინარჩუნებს ტევადობის 80%-მდე 1,000 ციკლის შემდეგ. როგორ შევინარჩუნოთ iPad-ის ბატარეა:

  1. შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე საჭიროების შემთხვევაში.
  2. ჩართეთ Low Power Mode მენიუში Settings > Battery.
  3. გამოიყენეთ Charge Limit ფუნქცია (ხელმისაწვდომია iPad Pro M4 და iPad Air M2-ში). იგი 80%-ზე აჩერებს დამუხტვას და ამცირებს ცვეთას.
  4. მოერიდეთ მაღალი ტემპერატურის გარემოს — არ დატოვოთ iPad მზეზე ან ცხელ ოთახში.

დამატებითი რჩევები ბატარეის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის

თუ გარკვეული დროით არ აპირებთ მოწყობილობის გამოყენებას, დამუხტეთ 50–80%-მდე და მხოლოდ შემდეგ შეინახეთ. არ დატოვოთ MacBook, iPhone ან iPad სრულად დაცლილი ან 100%-ზე დამუხტულ და გამორთულ მდგომარეობაში.

ახლა უკვე იცით, როგორ შეინარჩუნოთ Mac, iPhone და iPad ბატარეა კარგ მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდხანს.

თუ მაინც გაჩნდება პრობლემები ბატარეასთან, მიმართეთ iSpace-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრს დიაგნოსტიკისა და საჭიროების შემთხვევაში — ჩანაცვლებისთვის. ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ Apple-ის სტანდარტების მიხედვით და იყენებენ მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს. ყველა სამუშაო მოიცავს საგარანტიო პირობებს — iSpace-თან ერთად თქვენი მოწყობილობა უსაფრთხო ხელშია.

ასევე გაეცანით

როგორ მოქმედებს Apple-ის გარანტია საქართველოში და რა უნდა ვიცოდეთ სერვისის შესახებ

TOP 5 iPhone აქსესუარი 2025 წელს

გიყვართ სპორტი? საუკეთესო Apple მოწყობილობები ვარჯიშისთვის

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *