Apple ცნობილია საიმედო საგარანტიო მომსახურებით. თუ თქვენი მოწყობილობის პრობლემის მიზეზი მწარმოებელია, Apple სწრაფად მოაგვარებს საკითხს. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ დეტალებზე, რომლებიც მომხმარებელმა წინასწარ უნდა იცოდე, საგარანტიო მომსახურების შესახებ.
Apple-ის ერთწლიანი შეზღუდული გარანტია: ძირითადი წესები
Apple-ის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, კომპანია გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი არ იქნება დეფექტური შეძენიდან 1 წლის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში წარმოიშვა წარმოების ან ხარისხის დეფექტი, შეგიძლიათ, მიმართოთ გამყიდველს. დიაგნოსტიკის შემდეგ, შემოგთავაზებენ ერთ-ერთ ვარიანტს:
- უფასო შეკეთება მაღალი ხარისხის ნაწილებით
- მოწყობილობის შეცვლა იმავე კლასის ახალ პროდუქტზე
- თანხის დაბრუნება, მოწყობილობის დაბრუნების სანაცვლოდ
მნიშვნელოვანია: გარანტია ვრცელდება მხოლოდ Apple-ის ორიგინალ პროდუქტებზე. ის არ მოიცავს მესამე მხარის აქსესუარებს ან პროგრამულ უზრუნველყოფას — მიუხედავად იმისა იყიდებოდა თუ არა ისინი Apple მოწყობილობასთან ერთად. ასეთ პროდუქტებზე პასუხისმგებელია მათი მწარმოებელი და არა Apple.

რაზე არ ვრცელდება Apple-ის გარანტია?
გარანტია არ ვრცელდება დაზიანებებზე, რომლებიც გამოწვეულია არასწორი გამოყენებით – მოწყობილობის დავარდნა, წყლით დაზიანება ან დეფორმაცია. ასევე, გარანტია გაუქმდება, თუ მოწყობილობა შეკეთდა არაოფიციალურ სერვისცენტრში—Apple არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე მხარის ჩარევაზე.
როგორ გადავამოწმოთ Apple-ის გარანტიის სტატუსი?
გარანტიის შესამოწმებლად დაგჭირდებათ სერიული ნომერი (მისი ნახვა შეგიძლიათ შეფუთვაზე ან მოწყობილობის პარამეტრებში). ეწვიეთ ვებსაიტს checkcoverage.apple.com, შეიყვანეთ ნომერი და მიიღეთ შემდეგი ინფორმაცია:
- მოწყობილობის მოდელი და გარანტიის ვადა
- თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისის ტიპები
- პროდუქტის მხარდაჭერის სტატუსი Apple-ისგან
ეს მეთოდი ასევე გამოგადგებათ მეორადი მოწყობილობის შეძენისას, მისი ორიგინალურობის გადასამოწმებლად.

ვრცელდება თუ არა გარანტია Apple დამტენებზე?
დიახ. Apple-ის აქსესუარებზე — როგორიცაა დამტენი კაბელები და ადაპტერები, ასევე ვრცელდება 1 წლიანი ოფიციალური გარანტია, როგორც ცალკე, ისე კომპლექტში შეძენის შემთხვევაში.
როგორ ავიცილოთ გარანტიასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები?
შეიძინეთ მოწყობილობები მხოლოდ ოფიციალური რესელერებისგან – გარანტირებულად ავთენტური პროდუქტი და ოფიციალური გარანტია.
თავი აარიდეთ „ნაცრისფერ“ ბაზარს – არაოფიციალური წყაროდან შეძენილი ტექნიკა შესაძლოა არ დაექვემდებაროს სერვისს.
დაიცავით ექსპლუატაციის პირობები – მოწყობილობის სწორად გამოყენება და მოვლა მნიშვნელოვნად ამცირებს გაუმართაობის რისკს და ახანგრძლივებს სიცოცხლის ციკლს.
Apple ავტორიზებული სერვისცენტრები საქართველოში
iSpace — ეს არ არის მხოლოდ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. როგორც Apple Premium Partner, ჩვენ მომსახურებაში ასევე შედის ოფიციალურ სერვისცენტრები. ვასრულებთ როგორც საგარანტიო, გარანტიის გარეშე მომსახურებას iPhone, iPad, Mac და სხვა Apple მოწყობილობებისთვის. ასევე გთავაზობთ პროგრამულ დიაგნოსტიკასა და მოწყობილობის წმენდას.
რატომ უნდა აირჩიოთ iSpace სერვისცენტრი?
- საგარანტიო მომსახურება Apple სტანდარტებით
- სერტიფიცირებული სერვისი და ხელსაწყოები
- Apple-ის ორიგინალური სათადარიგო ნაწილები
- Apple-ის რეგლამენტით დატრენინგებული გამოცდილი ინჟინრები
გამოცადეთ Apple სერვისი iSpace-ში!
მოგესალმებით ჩვენს სერვისცენტრებში შემდეგ მისამართზე:
სულხან ცინცაძის 12
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.