M1 ჩიპის გამოსვლასთან ერთად, Mac-მა მიიღო iOS/iPadOS აპლიკაციების გახსნის შესაძლებლობა. თუ თქვენი კომპიუტერი Intel-ის პროცესორით იკვებება, ზემოხსენებული აპების გაშვება შედარებით უფრო რთულია, თუმცა დღევანდელ გაიდში ყურადღებას M1 ჩიპის მქონე კომპიუტერებზე გავამახვილებთ. iPhone აპლიკაციები Mac-ზე გამოყენება საკმაოდ მარტივია.
როგორ გავუშვათ iPhone/iPad აპები, რომლებსაც უკვე ვიყენებთ?
- გახსენით App Store აპლიკაცია თქვენს Mac-ზე (მდებარეობს Applications საქაღალდეში);
- იმ აპლიკაციას გასაშვებად, რომელიც უკვე ნაყიდი გაქვთ iPhone/iPad-სთვის გახსენით Account (ქვედა მარცხენა კუთხეში) > iPhone & iPad Apps;
- იპოვეთ სასურველი აპი და დააწკაპუნეთ iCloud ჩამოტვირთვის ღილაკზე.
როგორ გავუშვათ iPhone აპლიკაციები Mac–ზე, რომლებსაც აქამდე არ ვიყენებდით?
- გახსენით App Store აპლიკაცია თქვენს Mac-ზე (მდებარეობს Applications საქაღალდეში);
- მოძებნეთ აპი ან აპლიკაციის ტიპი, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ;
- ძიების დასრულების შემდეგ, Results for … -ის ქვეშ მონიშნული იქნება Mac Apps, რომელსაც გადართავთ iPhone & iPad Apps-ზე;
- იპოვეთ სასურველი აპი და შემდეგ დააწკაპუნეთ Get ან ფასის ინდიკატორ ღილაკზე. თუ აპლიკაცია ფასიანია გაივლით შეძენის პროცესს.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.