M1 ჩიპის გამოსვლასთან ერთად, Mac-მა მიიღო iOS/iPadOS აპლიკაციების გახსნის შესაძლებლობა. თუ თქვენი კომპიუტერი Intel-ის პროცესორით იკვებება, ზემოხსენებული აპების გაშვება შედარებით უფრო რთულია, თუმცა დღევანდელ გაიდში ყურადღებას M1 ჩიპის მქონე კომპიუტერებზე გავამახვილებთ. iPhone აპლიკაციები Mac-ზე გამოყენება საკმაოდ მარტივია.

როგორ გავუშვათ iPhone/iPad აპები, რომლებსაც უკვე ვიყენებთ?

  1. გახსენით App Store აპლიკაცია თქვენს Mac-ზე (მდებარეობს Applications საქაღალდეში);
  2. იმ აპლიკაციას გასაშვებად, რომელიც უკვე ნაყიდი გაქვთ iPhone/iPad-სთვის გახსენით Account (ქვედა მარცხენა კუთხეში) > iPhone & iPad Apps;
  3. იპოვეთ სასურველი აპი და დააწკაპუნეთ iCloud ჩამოტვირთვის ღილაკზე.

როგორ გავუშვათ iPhone აპლიკაციები Mac–ზე, რომლებსაც აქამდე არ ვიყენებდით?

  1. გახსენით App Store აპლიკაცია თქვენს Mac-ზე (მდებარეობს Applications საქაღალდეში);
  2. მოძებნეთ აპი ან აპლიკაციის ტიპი, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ;
  3. ძიების დასრულების შემდეგ, Results for … -ის ქვეშ მონიშნული იქნება Mac Apps, რომელსაც გადართავთ iPhone & iPad Apps-ზე;
  4. იპოვეთ სასურველი აპი და შემდეგ დააწკაპუნეთ Get ან ფასის ინდიკატორ ღილაკზე. თუ აპლიკაცია ფასიანია გაივლით შეძენის პროცესს.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *