Apple Watch Series 7 ელემენტი ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ძილის კონტროლის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭირო იქნება მისი დამუხტვა.
ამისათვის, Apple-მა შეიმუშავა ფუნქცია, რომელიც iPhone-ზე გვიგზავნის შეტყობინებას სმარტ საათის დამუხტვასთან დაკავშირებით. შეტყობინებები Apple Watch–ის მუხტის შესახებ იგზავნება დაგეგმილი ძილიდან 1 საათით ადრე თუ საათის მუხტი 30%–ზე ნაკლებია. შეტყობინებას ასევე მიიღებთ საათის სრულად დამუხტვის შემდეგ.
ფუნქციის გასააქტიურებლად:
- გახსენით Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
- აირჩიეთ My Watch;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Sleep;
- Battery სექციის ქვეშ გააქტიურეთ ფუნქცია Charging Reminders.
! გაითვალისწინეთ, რომ Charging Reminders ფუნქცია არ გამოჩნდება, თუ საათს არ იყენებთ ძილის კონტროლისთვის (Watch აპლიკაცია iPhone-ზე > Use this Watch for Sleep). ძილის რეჟიმების მითითებისათვის ასევე შესაძლებელია Health აპლიკაციის გამოყენებაც.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.