Apple Watch Series 7 ელემენტი ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ძილის კონტროლის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭირო იქნება მისი დამუხტვა.

ამისათვის, Apple-მა შეიმუშავა ფუნქცია, რომელიც iPhone-ზე გვიგზავნის შეტყობინებას სმარტ საათის დამუხტვასთან დაკავშირებით. შეტყობინებები Apple Watch–ის მუხტის შესახებ იგზავნება დაგეგმილი ძილიდან 1 საათით ადრე თუ საათის მუხტი 30%–ზე ნაკლებია. შეტყობინებას ასევე მიიღებთ საათის სრულად დამუხტვის შემდეგ.

ფუნქციის გასააქტიურებლად:

  1. გახსენით Watch აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
  2. აირჩიეთ My Watch;
  3. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Sleep;
  4. Battery სექციის ქვეშ გააქტიურეთ ფუნქცია Charging Reminders.

! გაითვალისწინეთ, რომ Charging Reminders ფუნქცია არ გამოჩნდება, თუ საათს არ იყენებთ ძილის კონტროლისთვის (Watch აპლიკაცია iPhone-ზე > Use this Watch for Sleep). ძილის რეჟიმების მითითებისათვის ასევე შესაძლებელია Health აპლიკაციის გამოყენებაც.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *