ახალ მომხმარებლებში Mac-ში აპლიკაციების წაშლა საკმაოდ გავრცელებული გამოწვევაა, რადგან წაშლის პროცესი საკმაოდ განსხვავდება ყველასათვის ნაცნობი Windows სისტემის წაშლის პროცესისგან. დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ Mac-იდან აპლიკაციების წაშლის რამდენიმე სწრაფ და მარტივ მეთოდს.
App Store-დან გადმოწერილი აპების წაშლა Mac-ზე
ამისათვის გამოიყენეთ Launchpad, სპეციალური მენიუ სადაც განთავასებულია აპლიკაციები iPhone-ის საწყისი ეკრანის მსგავსად.
1. გახსენით Launchpad ორი გზით:
A. სამი თითით უჩქმიტეთ ტრექფედს.
B. დააწკაპუნეთ შესაბამის სიმბოლოს Dock-ში.
2. იპოვნეთ წასაშლელი აპი, Launchpad-ში ძიებით ან გვერდებზე გადასვლით.
3. გეჭიროთ Option ღილაკი – აპლიკაციები დაიწყებენ რხევას. წაშლადი აპების გვერდით გამოჩნდება X;
4. დააჭირეთ მას და დაადასტურეთ მოქმედება.
შენიშვნა: წაშლის ეს მეთოდი ვრცელდება მხოლოდ App Store-დან ჩამოტვირთულ პროგრამებზე. მხოლოდ ისინი აჩვენებენ X სიმბოლოს “წაშლა”. სხვა აპლიკაციები იშლება Finder-ში, macOS ფაილების მენეჯერის მეშვეობით.
აპის წაშლა Mac-დან Finder-ის გამოყენებით
ეს მეთოდი შესაფერისია App Store-ის გარდა სხვა წყაროებიდან გადმოწერილი აპების წასაშლელად, როგორიცაა დეველოპერის ვებსაიტი.
1. გახსენით Finder Dock-ში შესაბამის სიმბოლოზე დაწკაპუნებით.
2. გადადით აპლიკაციების მენიუში ორი გზით:
A. აირჩიეთ განყოფილება Finder-ის გვერდით ზოლზე.
B. Finder მენიუში აირჩიეთ “Go” > “Applications”.
3. წაშალეთ აპლიკაცია ნებისმიერი მეთოდით:
A. გადაიტანეთ სიმბოლო ნაგავში.
B. აირჩიეთ პროგრამა და დააჭირეთ Command + Delete.
C. აირჩიეთ სიმბოლო შემდეგ დააწკაპუნეთ “File” > “Move to Trash.”
4. დაადასტურეთ წაშლა Touch ID-ით ან პაროლის შეყვანით.
შენიშვნა: ძირითადი macOS აპების წაშლა შეუძლებელია Launchpad-ის ან Finder-ის მეშვეობით.
Mac-ზე ჩაშენებული პროგრამების წაშლა
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება macOS Ventura-სა და უფრო ახალ ვერსიებზე.
1. გახსენით “System Preferences” > “General” და გადადით “Storage” მენიუში.
2. დაელოდეთ მონაცემთა დამუშავების დასრულებას, შემდეგ დააწკაპუნეთ „i“ ხატულაზე Applications მენიუს გვერდით.
3. იპოვეთ არასასურველი პროგრამა და დააწკაპუნეთ “წაშლა”.
დასკვნა
ახლა თქვენ იცით, როგორ წაშალოთ აპლიკაცია Mac-ზე. ჩვენ გამოვყავით სამი ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი, რომელიც ინტეგრირებულია macOS ფუნქციონალში. ასევე არსებობს სხვა მეთოდები, როგორიცაა მესამე მხარის აპლიკაციების გამოყენება Mac მეხსიერების გასუფთავებისთვის.
თუ Mac-ზე აპების ინსტალაციის ან დეინსტალაციისას სირთულეებს წააწყდებით, ეწვიეთ iSpace-ს. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება. iSpace არის არა მხოლოდ საცალო გაყიდვების ქსელი, არამედ Apple-ის კომპეტენციის ცენტრი საქართველოში. კომპანიაში შედის ავტორიზებული სერვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერ პრობლემის ყოვლისმომცველ გადაწყვეტას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.