iPhone–ზე შემოსული ზარების სხვა მოწყობილობებზე მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა უმთავრესი მათგანი კონკრეტული მოწყობილობის სიახლოვეა.
მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ფუნქციის გამოყენებისათვის:
- თითოეულ მოწყობილობაზე ჩართულია Wi-Fi;
- თითოეული მოწყობილობა დაკავშირებულია ერთ Wi-Fi ქსელთან;
- თითოეული მოწყობილობა iCloud ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID-ით;
- თითოეული მოწყობილობა FaceTime ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID-ით.
! თუ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, შეგიძლიათ მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, რათა მიიღოთ ზარები თქვენს Mac-ზე, iPad-ზე ან iPod touch-ზე.
როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება სხვა მოწყობილობებზე?
- პირველ რიგში, თქვენს iPhone-ზე გახსენით Settings>Phone>Calls on Other Devices;
- ამის შემდეგ, გააქტიურეთ Calls on Other Devices;
- გააქტიურეთ თითოეული მოწყობილობა, რომლითაც გსურთ ზარების მიღება.
როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება iPad/iPod touch-ზე?
- iPad/iPod Touch-ზე გახსენით Settings>Facetime>Calls from iPhone და გააქტიურეთ ფუნქცია;
- ასევე გააქტიურეთ Calls from iPhone.
როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება Mac-ზე?
- Mac-ზე გახსენით FaceTime აპლიკაცია;
- Mac-ის ზედა მენიუ ზოლში გახსენით FaceTime>Preferences და მონიშნეთ Calls from iPhone.
! iPhone–ზე შემოსული ზარების მიღება ახლა უკვე თქვენს iPad/iPod touch/Mac-ზეა შესაძლებელი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.