iPhone–ზე შემოსული ზარების სხვა მოწყობილობებზე მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა უმთავრესი მათგანი კონკრეტული მოწყობილობის სიახლოვეა.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ფუნქციის გამოყენებისათვის:

  • თითოეულ მოწყობილობაზე ჩართულია Wi-Fi;
  • თითოეული მოწყობილობა დაკავშირებულია ერთ Wi-Fi ქსელთან;
  • თითოეული მოწყობილობა iCloud ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID-ით;
  • თითოეული მოწყობილობა FaceTime ავტორიზებულია ერთი და იგივე Apple ID-ით.

! თუ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, შეგიძლიათ მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს, რათა მიიღოთ ზარები თქვენს Mac-ზე, iPad-ზე ან iPod touch-ზე.

როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება სხვა მოწყობილობებზე?

  • პირველ რიგში, თქვენს iPhone-ზე გახსენით Settings>Phone>Calls on Other Devices;
  • ამის შემდეგ, გააქტიურეთ Calls on Other Devices;
  • გააქტიურეთ თითოეული მოწყობილობა, რომლითაც გსურთ ზარების მიღება.

როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება iPad/iPod touch-ზე?

  • iPad/iPod Touch-ზე გახსენით Settings>Facetime>Calls from iPhone და გააქტიურეთ ფუნქცია;
  • ასევე გააქტიურეთ Calls from iPhone.

როგორ გავააქტიუროთ ზარის მიღება Mac-ზე?

  • Mac-ზე გახსენით FaceTime აპლიკაცია;
  • Mac-ის ზედა მენიუ ზოლში გახსენით FaceTime>Preferences და მონიშნეთ Calls from iPhone.

! iPhone–ზე შემოსული ზარების მიღება ახლა უკვე თქვენს iPad/iPod touch/Mac-ზეა შესაძლებელი.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *