WatchOS 9-ის დებიუტით Apple-მა შემოიტანა ახალი სავარჯიშო ფუნქციები, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი პირადი ფიტნესის გაუმჯობესება წახალისებას. მაგალითად, ახლა ვარჯიშის დროს შეგიძლიათ სირბილის პოზიციის სამი განხვავებული მაჩვენებლის გამოტანა თქვენი Apple Watch-ის ეკრანზე, ესენია:
- ვერტიკალური რხევა (Vertical oscillation) – თქვენი სხეულის ვერტიკალური რხევა(სანტიმეტრი) სირბლის დროს გადადგმული თითოეული ნაბიჯისას. მითითებული ინფორმაცია, გვიჩვენებს თუ რამდენ ენერგიას ვხარჯავთ სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად (წინსვლის მაგივრად).
- ნაბიჯის სიგრძე (Running stride length) – რა მანძილს(მეტრი) ფარავთ სირბილის დროს ერთი ნაბიჯიდან მეორემდე. მაჩვენებელი პრაქტიკულად აფიქსირებს ჩვენი სირბილის სიჩქარეს.
- მიწასთან კონტაქტი (Ground contact time) – დრო(მილიწამი) რომელსაც თითოეული ტერფი ატარებს მიწასთან კონტაქტში.
შემდეგი ნაბიჯები გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაამატოთ მაჩვენებლები თქვენს Workout Views-ში ახალი სირბილის ვარჯიშის შექმნისას:
- Apple Watch-ზე გახსენით Workout აპი, შემდეგ შეეხეთ ელიფსის (სამი წერტილი) ღილაკს Outdoor Run ბარათზე;
- შეეხეთ Edit ღილაკს (კალამი) Workout ბარათზე, სადაც გსურთ დაამატოთ სირბილის პოზიციის მაჩვენებლის დამატება;
- შეეხეთ Workout Views, შემდეგ შეეხეთ Edit Views.
- Metrics 2-ში გააქტიურეთ Include. (ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ შეეხოთ რედაქტირების ღილაკს, რათა შეცვალოთ ნაჩვენები ინდივიდუალური მაჩვენებელი.)
- როცა დაასრულებთ, ორჯერ შეეხეთ უკანა ისარს და დააჭირეთ ღილაკს Start Workout. ან გამოდით Workout აპლიკაციიდან ციფრულ გვირგვინზე დაჭერით – თქვენი ვარჯიში უკვე მზად იქნება გამოყენებისათვის.
! სირბილისას ახალი მაჩვენებლის სანახავად უბრალოდ დაატრიალეთ ციფრული გვირგვინი თქვენს Apple Watch-ზე, რაც გადაგიყვანთ მეორე Workout View-ზე, რომელიც უკვე დავამატეთ ჩვენ მიერ შექმნილ ვარჯიშს.
ასევე გაეცანით:
- Apple Watch Ultra: რა არის და როგორ დავაკონფიგურიროთ Action ღილაკი?
- Apple Watch Ultra: როგორ გავააქტიუროთ ღამის რეჟიმი?
- Apple Watch SE 2 თუ Apple Watch Series 8?
- Apple Watch Ultra – Top 10 მნიშვნელოვანი და საინტერესო ფუნქცია.
- ერთად შევადაროთ Apple Watch Ultra, Series 8, SE 2 და ძველი მოდელები.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.