WatchOS 9-ის დებიუტით Apple-მა შემოიტანა ახალი სავარჯიშო ფუნქციები, რომლებიც მიზნად ისახავს თქვენი პირადი ფიტნესის გაუმჯობესება წახალისებას. მაგალითად, ახლა ვარჯიშის დროს შეგიძლიათ სირბილის პოზიციის სამი განხვავებული მაჩვენებლის გამოტანა თქვენი Apple Watch-ის ეკრანზე, ესენია:

  • ვერტიკალური რხევა (Vertical oscillation) – თქვენი სხეულის ვერტიკალური რხევა(სანტიმეტრი) სირბლის დროს გადადგმული თითოეული ნაბიჯისას. მითითებული ინფორმაცია, გვიჩვენებს თუ რამდენ ენერგიას ვხარჯავთ სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად (წინსვლის მაგივრად).
  • ნაბიჯის სიგრძე (Running stride length) – რა მანძილს(მეტრი) ფარავთ სირბილის დროს ერთი ნაბიჯიდან მეორემდე. მაჩვენებელი პრაქტიკულად აფიქსირებს ჩვენი სირბილის სიჩქარეს.
  • მიწასთან კონტაქტი (Ground contact time) – დრო(მილიწამი) რომელსაც თითოეული ტერფი ატარებს მიწასთან კონტაქტში.

შემდეგი ნაბიჯები გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაამატოთ მაჩვენებლები თქვენს Workout Views-ში ახალი სირბილის ვარჯიშის შექმნისას:

  1. Apple Watch-ზე გახსენით Workout აპი, შემდეგ შეეხეთ ელიფსის (სამი წერტილი) ღილაკს Outdoor Run ბარათზე;
  2. შეეხეთ Edit ღილაკს (კალამი) Workout ბარათზე, სადაც გსურთ დაამატოთ სირბილის პოზიციის მაჩვენებლის დამატება;
  3. შეეხეთ Workout Views, შემდეგ შეეხეთ Edit Views.
  4. Metrics 2-ში გააქტიურეთ Include. (ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ შეეხოთ რედაქტირების ღილაკს, რათა შეცვალოთ ნაჩვენები ინდივიდუალური მაჩვენებელი.)
  5. როცა დაასრულებთ, ორჯერ შეეხეთ უკანა ისარს და დააჭირეთ ღილაკს Start Workout. ან გამოდით Workout აპლიკაციიდან ციფრულ გვირგვინზე დაჭერით – თქვენი ვარჯიში უკვე მზად იქნება გამოყენებისათვის.

! სირბილისას ახალი მაჩვენებლის სანახავად უბრალოდ დაატრიალეთ ციფრული გვირგვინი თქვენს Apple Watch-ზე, რაც გადაგიყვანთ მეორე Workout View-ზე, რომელიც უკვე დავამატეთ ჩვენ მიერ შექმნილ ვარჯიშს.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *