Bluetooth–ის დახმარებით უკვე შესაძლებელია მოწყობილობის ხმის მეორე წყვილ უსადენო ყურსასმენზე გაზაირება. ფუნქცია საოცრად პრაქტიკულია, თუ გსურთ ერთი და იგივე მუსიკის მოსმენა სირბილის დროს, ან გსურთ ფილმის ერთად ყურება გარშემომყოფების შეწუხების გარეშე.

ფუნქციის გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ გამზიარებელი მოწყობილობა მუშაობს iOS13.1 ან/და უფრო ახალ ვერსიაზე. შესამოწმებლად, გახსენით General -> Software Update.

შემოწმების შემდეგ, მზად ხართ აუდიოს გასაზიარებლად. ამისათვის:

  1. გაიკეთეთ თქვებუ AirPods და ჩართეთ აუდიო თქვენს iPhone/iPad-ზე;
  2. ჩამოშალეთ საკონტროლო ცენტრი და აუდიო სექციაში შეეხეთ სიმბოლოს სამკუთხედით და სამი წრით;
  3. მიიახლოვეთ თქვენი მეგობრის AirPods (ქეისში მოთავსებული, გახსნილი თავსახურით);
  4. თქვენი მოწყობილობა დააფიქსირებს ყურსასმენებს და შემოგთავაზებთ აუდიო გაზიარებას.

! აღსანიშნავია, რომ გამზიარებელი მოწყობილობა აკონტროლებს ორივე ყურსასმენის ხმას, თუმცა თითეულ მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად შეცვალოს ხმის დონე (შესაბამისი ღილაკებით).

ფუნქციის მხარდაჭერა აქვს შემდეგ მოწყობილობებს:

AirPods (პირველი, მეორე და მესამე თაობა), AirPods Pro, AirPods Max, Powerbeats Pro, Powerbeats 3, Beats Solo Pro, Beats Solo 3 Wireless, Beats Studio 3 Wireless, BeatsX, Beats Flex, Beats Fit Pro, iPhone 8 და უფრო ახალი, iPad Pro (12.9 ინჩი) 2 თაობა ან უფრო ახალი, iPad Pro (11 ინჩი) iPad Pro (10.5 ინჩი) iPad (მე–5 თაობა ან უფრო ახალი), iPad Air (მე-3 თაობა), iPad mini (მე–5 თაობა ან უფრო ახალი), iPod touch (მე-7 თაობა).

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *