Bluetooth–ის დახმარებით უკვე შესაძლებელია მოწყობილობის ხმის მეორე წყვილ უსადენო ყურსასმენზე გაზაირება. ფუნქცია საოცრად პრაქტიკულია, თუ გსურთ ერთი და იგივე მუსიკის მოსმენა სირბილის დროს, ან გსურთ ფილმის ერთად ყურება გარშემომყოფების შეწუხების გარეშე.

! ფუნქციის გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ გამზიარებელი მოწყობილობა მუშაობს iOS13.1 ან/და უფრო ახალ ვერსიაზე. შესამოწმებლად, გახსენით General -> Software Update.

შემოწმების შემდეგ, მზად ხართ აუდიოს გასაზიარებლად. ამისათვის:

  1. გაიკეთეთ თქვებუ AirPods და ჩართეთ აუდიო თქვენს iPhone/iPad-ზე;
  2. ჩამოშალეთ საკონტროლო ცენტრი და აუდიო სექციაში შეეხეთ სიმბოლოს სამკუთხედით და სამი წრით;
  3. მიიახლოვეთ თქვენი მეგობრის AirPods (ქეისში მოთავსებული, გახსნილი თავსახურით);
  4. თქვენი მოწყობილობა დააფიქსირებს ყურსასმენებს და შემოგთავაზებთ აუდიო გაზიარებას.

! აღსანიშნავია, რომ გამზიარებელი მოწყობილობა აკონტროლებს ორივე ყურსასმენის ხმას, თუმცა თითეულ მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად შეცვალოს ხმის დონე (შესაბამისი ღილაკებით).

ფუნქციის მხარდაჭერა აქვს შემდეგ მოწყობილობებს:

AirPods (პირველი, მეორე და მესამე თაობა), AirPods Pro, AirPods Max, Powerbeats Pro, Powerbeats 3, Beats Solo Pro, Beats Solo 3 Wireless, Beats Studio 3 Wireless, BeatsX, Beats Flex, Beats Fit Pro, iPhone 8 და უფრო ახალი, iPad Pro (12.9 ინჩი) 2 თაობა ან უფრო ახალი, iPad Pro (11 ინჩი) iPad Pro (10.5 ინჩი) iPad (მე–5 თაობა ან უფრო ახალი), iPad Air (მე-3 თაობა), iPad mini (მე–5 თაობა ან უფრო ახალი), iPod touch (მე-7 თაობა).

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *