Mac–ის მომხმარებლებს ხშირად ექმნებათ თავსებადობის პრობლემები, როდესაც საქმე ეხება საუკეთესო 3D სარენდერო პროგრამების არჩევას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ კომპანიების უმეტესობა ორიენტირებულია Windows სისტემაზე, მისი უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზის გამო.
ჩვენ უკვე განვიხილეთ TOP 3 უფასო 3D პროგრამა. ნაკრების სანახავად დააქლიქეთ აქ.
ისეთ პოპულარულ 3D სარენდერო პროგრამებს როგორიცაა Blender და მაია, აქვთ MacOS მხარდაჭერა, თუმცა არსებობს ისეთი პროგრამები, რომლებიც ექსკლუზიურად Windows–ზე არიან ორიენტირებული.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ სამ საუკეთესო ფასიან 3D სარენდერო პროგრამას MacOS-სთვის.
1. CINEMA 4D – 3D კომპიუტერული ანიმაცია, მოდელინგი, სიმულაცია და რენდერი.
Maxon-ის Cinema 4D საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს Maya-ს და 3Ds Max-ს, რომლებიც ინდუსტრიის უდავო ლიდერებად მოიაზრება.
Cinema 4D თავის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც გამოხატვის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ისე ინსტრუმენტებისა და ფუნქციების უკიდურესად ფართო სპექტრს.
Cinema 4D სისტემის ინტერფეისი საოცრად ინტუიტიური და მოსახერხებელია. უფრო მეტიც, პროგრამა გვთავაზობს Help ღილაკს, რომელიც უკავშირდება თითოეულ ფუნქციას და გვიხსნის მათი გამოყენების სპეციფიკაციებს.
Cinema 4D შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. თუმცა, ბევრი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ Cinema 4D არ არის საუკეთესო არჩევანი, რადგან არ გვთავაზობს საკმარის ფუნქციონალს, მისი პროფესიონალური გამოყენებისთვის.
Cinema 4D ერთ–ერთი საუკეთესო და საიმედო 3D სარენდერი პროგრამაა, რომლის გამოყენებაც ერთხელ მაინც უნდა სცადოთ თქვენს Mac-ზე.
გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის უფასო ვერსიით სარგებლობა მხოლოდ 42 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ამის შემდეგ, კი წლიურად 719 დოლარის გადახდა მოგიწევთ.
2. AUTODESK MAYA – 3D კომპიუტერული ანიმაცია, სიმულაცია და რენდერი.
Autodesk Maya პროფესიონალთა უმეტესობის პირველი არჩევანია და მიიჩნევა ერთ–ერთ საუკეთესო ხელსაწყოდ 3D სარენდერო წრეში. წლების განმავლობაში, პროგრამამ დაიმსახურა 3D სარენდერო ინტუსტრიის სტანდარტის სტატუსი.
Autodesk Maya–ში შესაძლებელია ისეთი 3D სარენდერო ამოცანების შესრულება როგორიცაა სტანდარტული 3D მოდელირება, თუ კომპლექსური ანიმაციები ფილმებისა და თამაშებისათვის.
მაგალითად, თუ გადაწყვეტთ Online/Offline 3D სარენდერო კურსის გავლას, დიდი შანსია, რომ თქვენმა ლექტორმა Maya–ს ინსტალაცია მოგთხოვოთ.
ასევე, თუ გადაწყვეტთ კარიერის დაწყებას 3D რენდერინგში, სამუშაოების უმეტესობა Maya–ს მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.
ასეთი პოპულარობის მიზეზი პროგრამის თანმიმდევრული განახლებები და სერვისია. Autodesk–მა პროგრამის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დაიწყო მეტი Mudbox ინსტრუმენტის Maya-ში დანერგვა. ამან მკვეთრად გაზარდა პროგრამის საერთო ფუნქციონალი და შესაძლებლობების მრავალფეროვნება.
მიუხედავად იმისა, რომ Maya-ში მუშაობის გამოცდილება და მიღებული ხარისხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მასზე გაღებული ხარჯები, ის მაინც საკმაოდ ძვირია. Maya-ზე წვდომა წლიურად 1700 დოლარი ღირს, რაც მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ძალიან ძვირია.
თუმცა, თუ თქვენ გეგმავთ კარიერის შექმნას 3D რენდერინგით, არსებობს უამრავი ფირმა, რომლებსაც სურთ გქონდეთ გამოცდილება მაიას სფეროში.
3. ZBRUSH – ციფრული სკულპტინგი, 3D/2.5D მოდელინგი, ტექსტურინგი და ხატვა.
ZBrush–მა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამის მიზეზი კი მისი ულტრა–ეფექტური განახლებებია, რამაც Zbrush მარტივი სკულპტორიდან ერთ–ერთ საუკეთესო 3D სარენდერო პროგრამად გადააქცია.
ბოლო დრომდე ZBrush ძირითადად წინასწარ დამზადებული 3D მოდელების სკულპტორ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. თუმცა, დეველოპერემა პროგრამას უამრავი ფუნქცია დაამატეს, რამაც მომხმარებელს 3D მოდელების არაფრისგან შექმნის საშუალება მისცა.
უფრო მეტიც, პროგრამამ შეინარჩუნა სკულპტურის შესაძლებლობები, რაც მას იდეალურ 3D გადაწყვეტად აქცევს.
განახლებულ ZBrush–ში შესაძლებელია როგორც ტექსტურების დახატვა, ისე UV mapping, რაც წინა ვერსიებში არ იყო ხელმისაწვდომი.
Zbrush–ის ფუნქციონალისა და ხელმისაწვდომობის კომბინაცია, მას იდეალურ 3D სარენდერო გადაწყვეტად აქცევს, მათთვის ვისაც არ უყვარს ერთი პროექტის სხვადასხვა პროგრამაში გაფანტვა.
გასათვალისწინებელია, რომ პროგრამის ინტერფეისი არც თუ ისე მეგობრულია დამწყებთათვის. მისი მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენება მოითხოვს საკმაო ცოდნას და გამოცდილებას 3D სარენდერო პროგრამებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, საუკეთესო გამოცდილებისთვის ZBrush მოითხოვს გრაფიკულ პლანშეტს.
საერთო ჯამში, თუ გეგმავთ 3D რენდერინგის სამყაროში ჩაძირვას და აპირებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას, ZBrush–ით დაწყება ნამდვილად გაგიჭირდებათ. ხოლო თუ გამოცდილი 3D არტისტი ხართ ეს პროგრამა საოცარ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
ასევე გაეცანით:
TOP 3 უფასო 3D მოდელინგ/სარენდერო პროგრამა Mac-ზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.