iPhone 17 Pro მხოლოდ 2 649 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა
Cyber Monday 1-7 დეკემბერი. მეტის ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა


შპს “ეიესბისი” პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.


პოლიტიკის მიზანია დაიცვას კომპანიის თანამშრომლების, კონტრაჰენტებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემები არაკანონიერი და არასანქცირებული გამოყენებისაგან და ამასთან ერთად, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა შემთხვევითი დაკარგვისა და დაზიანების რისკის შემცირება/აღმოფხვრა და ინციდენტების აღრიცხვა და რეაგირება.


პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს.


1. მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები

თუ კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის ანაგარიშს გახსნით, შპს „ეიესბისი“ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს ანგარიშში შენახული მონაცემების დაცვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.


2. პლატფორმის ოპერირება

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის დასახელება და მისამართი:

შპს “ASBC”
ს/კ 402083311
მის: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N104
ტელ: +995 322235323
ელ-ფოსტა: [email protected]


3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

3.1 ხელშეკრულების დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა

3.1.1 მონაცემთა მოწოდება კონტრაქტის გაფორმების პროცესში


თუ დარეგისტრირდებით კომპანიის პლატფორმაზე ან გააფორმებთ ხელშეკრულებას კომპანიასთან, ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესასრულებლად ან შესაწყვეტად კომპანია დაამუშავებს შემდეგ პირად მონაცემებს:

  • სახელი, გვარი
  • მიწოდების მისამართი
  • ელ.ფოსტა
  • დაბადების თარიღი
  • ტელეფონის ნომერი
  • პირადი ნომერი
  • ინფორმაცია შეკვეთების შესახებ

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:/

  • ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
  • გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
  • ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

თქვენსა და კომპანიას შორის ნასყიდობის ხელშეკრულების განსახორციელებლად, ასევე საჭიროა შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:

  • საცხოვრებელი მისამართი
  • ელ.ფოსტის მისამართი
  • ტელეფონის ნომერი

თქვენი ვიზიტისას ჩვენს საიტზე დაფიქსირებული მონაცემები ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტობის დადგენა. თუმცა, თქვენი პროფილიდან შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:

  • თქვენი IP მისამართი ან პროქსი სერვერის IP მისამართი
  • თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი
  • თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი
  • თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი
  • ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო
  • თქვენი სესიის ხანგრძლივობა
  • კომპანიის ის გვერდები, რომლებზეც შედიხართ
  • ჩვენს საიტზე შემოსვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში
  • URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია
  • ვებსაიტი, რომელმაც გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე
  • ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი

3.2 საკურიერო კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება

შეკვეთის ადგილზე მიწოდებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომელთაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი
  • საფოსტო კოდი
  • ელ.ფოსტის მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • პირადი ნომერი

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ ქვეპუნქტით:

ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.


3.3 სხვა მესამე პირები

კომპანია საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მომსახურების მიწოდებისა და სხვა მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მათ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების სრულფასოვანი გაწევა.


მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ და ი ქვეპუნქტებით:

  • ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მისი მოთხოვნით გარიგების დასადებად.
  • ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვა უპირატესია.

3.4 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის

შპს „ეიესბისი” თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია დაამუშაოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებზე.


მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი მონაცემების დამუშავება ასევე შესაძლებელია შპს “ეიესბისი”-სთან დაკავშირებული კომპანიების მიერ, მათ შორის:

  • შვილობილი და დედა კომპანიები
  • კომპანიები, რომლებშიც შპს “ეიესბისი” ფლობს წილებს

მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით:

„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“


კანონის შესაბამისად, შპს “ეიესბისი” (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.


ამ ვალდებულების შესასრულებლად, შპს “ეიესბისი” ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.


თუ გსურთ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების თანხმობის გაუქმება, შეგიძლიათ შეტყობინება გაგზავნოთ თქვენ მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]


4. საიტზე წვდომა და საიტის ოპტიმიზაცია (“ქუქი” ფაილები)


4.1 ქუქი და მოწყობილობების იდენტიფიკატორი – ზოგადი ინფორმაცია და თანხმობის აუცილებლობა

ვებსაიტი იყენებს შემდეგი ტიპის "ქუქის" და მსგავს ტექნოლოგიებს:


ვებგვერდი იყენებს “ქუქის” (Cookies) და მსგავს ტექნოლოგიებს. “ქუქი” არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ავტომატურად იქმნება თქვენი ბრაუზერის მიერ და ინახება თქვენს მოწყობილობაზე (ლეპტოპი, ტაბლეტი, სმარტფონი და ა.შ.).


ქუქი ფაილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოწყობილობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ვინაობის შესახებ.


ზოგიერთი “ქუქი”, რომელსაც ვიყენებთ, ბრაუზერის სესიის დასრულებისთანავე იშლება (ე.წ. სესიის “ქუქი” ფაილები). ეს საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, გაჩვენოთ საყიდლების კალათა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პროდუქტი გაქვთ ამჟამად კალათაში და რა არის თქვენი შესყიდვის მიმდინარე საერთო ღირებულება.


სხვა “ქუქი” ფაილები უფრო დიდხანს რჩება თქვენს მოწყობილობაზე და საშუალებას გვაძლევს, მომდევნო ვიზიტისას ამოვიცნოთ თქვენი მოწყობილობა (ე.წ. მუდმივი ან ჯვარედინი “ქუქი” ფაილები). ეს “ქუქი” ფაილები გვეხმარება, გავხადოთ ჩვენი შეთავაზებები თქვენზე მორგებული და უფრო მიმზიდველი.


აღნიშნული “ქუქი” ფაილები აუცილებელია ვებგვერდის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და ნავიგაციისთვის. ისინი ასევე ინახავს თქვენ მიერ შეყვანილ გარკვეულ მონაცემებსა და პარამეტრებს, რათა არ მოგიწიოთ მათი განმეორებით შეყვანა და კონტენტი უკეთ მოერგოს თქვენს ინტერესებს. აუცილებელი “ქუქი” ფაილების გარეშე ვებგვერდის გამოყენება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.


შპს “ეიესბისი” იყენებს შემდეგი სახის “ქუქი” ფაილებს:

  • Session Cookies (სესიის “ქუქები”): ეხმარება ვებგვერდს, ამოიცნოს მომხმარებელი და მიიღოს ინფორმაცია ვებგვერდზე მისი აქტივობების შესახებ. მოცემული “ქუქები” ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის საიტზე აქტივობების ვადის შესახებ და როცა ბრაუზერი დაიხურება, მოცემული “ქუქი” ფაილებიც წაიშლება.
  • Permanent Cookies (მუდმივი “ქუქი”): მუდმივი „ქუქი-ფაილები“ ოპერაციულ სისტემაში რჩება ბრაუზერის დახურვის შემდეგაც. მაგალითად, ამ „ქუქი-ფაილებს“ შეუძლია პაროლებისა და საიტზე წვდომის პარამეტრების დამახსოვრება.
  • First Party Cookies (პირველი პირის “ქუქი”): მოცემული „ქუქი-ფაილები“ საიტის მეშვეობით რეგისტრირდება, იმახსოვრებს თქვენ მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს (მაგალითად, საიტის ენას) და გეხმარებათ მომსახურების მარტივად მიღებაში.
  • Third Party Cookies (მესამე პირების “ქუქი”): მესამე პირების მეშვეობით აანალიზებს თქვენს აქტიურობას საიტზე, რათა შემდგომში მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზებები.
  • ვებგვერდის შესრულება და ანალიტიკა (Web Performance და Analytics): ვებგვერდის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ შესაბამის ინსტრუმენტებს სტატისტიკის შესაგროვებლად და მომხმარებელთა ზოგადი ქცევის გასაანალიზებლად. ასევე, ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა შევაფასოთ ჩვენი სხვადასხვა მარკეტინგული არხების ეფექტურობა.

კომპანია აგროვებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ ამ თანხმობას გამოხატავთ ბანერზე მითითებული ტექსტის მიღებით: „საიტით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით „ქუქი-ფაილების“ გამოყენებას.“ თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია შეინახავს მონაცემებს თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითად, „ქუქი-ფაილების“ დაყენებით) ან მიიღებს მონაცემებს თქვენი მოწყობილობიდან.


„ქუქი-ფაილების“ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით:

  • „ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;”
  • „ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.“

5. თანხმობა მესამე პირებისათვის მონაცემების გადაცემაზე

5.1 მეტა (Meta)


ჩვენი პლატფორმა იყენებს Meta Platforms Ireland Limited-ის სარეკლამო სერვისებს (მისამართი: 4 Grand Canal Square, Dublin, Ireland). ვებგვერდში ინტეგრირებულია Meta-ს Website Custom Audience Pixel, რომელიც საშუალებას აძლევს Meta-ს მიიღოს მონაცემები იმ შემთხვევებში, როდესაც იყენებთ კომპანიის პლატფორმას. კონკრეტულად განისაზღვრება თქვენი მოწყობილობის ID (თქვენი სახელისა და გვარის ან სხვა პერსონალური მონაცემების გარეშე). მონაცემების პერსონალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Facebook-ზე ან Instagram-ზე ხართ რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციისას ავტომატურად ეთანხმებით Meta-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებას. გარდა ამისა, ჩვენ Meta-ს ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ. ასევე, Meta-ს გადავცემთ თქვენს ანგარიშში შენახულ ელფოსტის მისამართს დაშიფრული სახით, იმ პირობით, რომ შესული ხართ კომპანიის პლატფორმაზე და თანხმობას აცხადებთ მონაცემთა გადაცემაზე. დაშიფრულ ელფოსტის მისამართს Meta იყენებს მხოლოდ ვებგვერდის ვიზიტორების იდენტიფიკაციისთვისა და პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზების მიზნით. ვებგვერდზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე მიიღოთ კომპანიის პერსონალიზებული შეთავაზებები.შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს Meta-ს მიერ და გაერთიანდეს სხვა მონაცემებთან, რათა Meta-მ გამოიყენოს საკუთარი ვებსაიტის მიზნებისთვის ან მესამე მხარის მარკეტინგული მიზნებისთვის. მაგალითად, Meta განსაზღვრავს თქვენს ინტერესებს და ვებსაიტზე თქვენი ქცევის ანალიზის საფუძველზე ამუშავებს ინფორმაციას მესამე მხარის სარეკლამო შეთავაზებებისთვის. გარდა ამისა, Meta შეიძლება დააკავშიროს Pixel-ის საშუალებით მიღებული მონაცემები სხვა მონაცემებთან, რომლებიც მან შეაგროვა თქვენზე სხვადასხვა ვებსაიტებისა და სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) გამოყენებისას, რაც საშუალებას მისცემს Meta Platforms Ireland Limited-ს შექმნას და შეინახოს თქვენი პროფილი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეკლამო მიზნებისთვის.


5.2

კომპანია ასევე თქვენი თანხმობის საფუძველზე იყენებს Google Analytics-ს კომპანიის პლატფორმის ადაპტაციისა და მუდმივი ოპტიმიზაციის მიზნით. Google Analytics Basic არის ვებ ანალიტიკური სერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, ირლანდია („Google“). Google Ireland Limited-მა, როგორც მისთვის გადაცემულ მონაცემთა ერთადერთმა დამმუშავებელმა, შეიძლება შეინახოს თქვენს შესახებ მონაცემები აშშ-ში. მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი: „ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.“

მონაცემთა დამუშავების ვადა და მონაცემების წაშლა

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სანამ ეს აუცილებელია მოცემულ უსაფრთხოების პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, შეიძლება შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კანონი გვაძლევს ამის საშუალებას, მათ შორის, სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვის მიზნით. თუ შეუძლებელია ან აუცილებელია თქვენი მონაცემების მთლიანად წაშლა სამართლებრივი მოთხოვნების გამო, შესაბამისი მონაცემები დაიბლოკება შემდგომი დამუშავებისთვის.


რას იწვევს ბლოკირება?
თუ მონაცემები დაბლოკილია, წვდომის უფლებების შეზღუდვა და სხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები გამოიყენება იმისთვის, რომ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს შეეძლოს შესაბამის მონაცემებზე წვდომა. დაბლოკილი ინფორმაციის გამოყენება მათ მხოლოდ კანონით მოთხოვნილი მიზნებისთვის შეუძლიათ, როგორიცაა საგადასახადო ოფისში წარსადგენად, შემოწმების მიზნით, თუმცა მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის აღარ დამუშავდება.


გარდა ზემოაღნიშნულისა, მონაცემთა დამუშავების ვადაზე ვრცელდება შემდეგი პირობები:
მონაცემები ინახება მომხმარებლის საიტზე რეგისტრაციის ვადით.
მონაცემთა გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის (მობილურის ნომერი და ელ.ფოსტა)
მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე ან თანხმობის გამოხმობის მომენტამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი მოქმედება განხორციელდება პირველად.
„თრექინგ მონაცემები“ (“ქუქი-ფაილები”, იდენტიფიკატორები და სხვა)
„თრექინგ“ მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სუბიექტის უფლებები:

“პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის/პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებია:
მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მომხმარებლის მონაცემთა მიმდინარე თუ შესაძლო დამუშავების საფუძლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ;
  • მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძლისა და მიზნების, ასევე, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  • მონაცემთა მიმღებთა ვინაობის ან მათი კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, “პროფაილინგის” შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ მიზეზის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს, არაუმეტეს, 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტს საჭიროებისამებრ მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობა, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება;
  • თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოითხოვა ინფორმაცია.

მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემთა ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
    ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი;
  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს, არაუმეტეს, 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მონაცემთა სუბიექტს, ასევე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური, ფაქტობრივად დახარჯული რესურსის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. საფასურის დადგენის და მისი ოდენობის გონივრულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

მუხლი 15. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი), მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;
  • თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მან გონივრულ ვადაში უნდა გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და ამის შესახებ, მონაცემთა გასწორებიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მონაცემთა სუბიექტს;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტისთვის შეტყობინების ვალდებულება არ წარმოეშობა, თუ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ტექნიკური შეცდომის გასწორებას/აღმოფხვრას უკავშირდება.
  • თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შესრულებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს მასთან პირველი კომუნიკაციის განხორციელებისთანავე;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა ყველა მიმღებს, ასევე სხვა დამუშავებაზე პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა განახლებისა და შევსების შესახებ. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როცა ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემების მიმღებთა ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობისა ან/და არაპროპორციულად მაღალი დანახარჯების გამო;
  • ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან გონივრულ ვადაში გაასწორონ, განაახლონ ან/და შეავსონ მონაცემები.

მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, “პროფაილინგის”) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან, არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:

  • 1. არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
    2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
    3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
    4. მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის დაარქივების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას;
    5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება;
    6. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა.
    7. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში, დამატებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა;
    8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღეს, ასევე მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, აცნობოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების ან დამუშავებაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირების დიდი რაოდენობის ან/და არაპროპორციულად მაღალი დანახარჯების გამო;
    9. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება და წაშალონ ან გაანადგურონ მონაცემები.

მუხლი 17. მონაცემთა დაბლოკვის უფლება


1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
  • ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
  • ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
  • გ) მონაცემები საჭირო აღარ არის დასამუშავებლად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
  • დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
  • ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკოს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
  • ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
  • ბ) კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას;
  • გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
  • დ) ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას;

3. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა განბლოკვის შესახებ, თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
4. მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით და ამ ვადის განმავლობაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება თან უნდა ერთვოდეს შესაბამის მონაცემებს;
5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღისა;
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაცემთა დაბლოკვის შემთხვევაში მონაცემები, გარდა მათი შენახვისა, შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში:
  • ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობით
  • ბ) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად
  • გ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად;
  • დ) კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

მუხლი 18. მონაცემთა გადატანის უფლება

ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.


მუხლი 19. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები

  1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, “პროფაილინგის” საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც “პროფაილინგის” საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
    • ა) ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
    • ბ) აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
    • გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
  2. მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მოსაზრების გამოთქმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემის გზით;
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების, თავისუფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის სათანადო გარანტიები.

მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება

  1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს, 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს;
  2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხად;
  3. მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

მუხლი 21. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა


  1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
    ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
    ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
    გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
    დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
    ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
    ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
    ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
    თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
    ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას.
  4. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13, მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.
  5. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

მუხლი 22. გასაჩივრების უფლება

  1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
  2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
  3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

მოცემული უფლებების განსახორციელებლად მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) მის ანგარიშზე რეგისტრირებული ელ. ფოსტით უნდა გამოგვიგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]