გარანტია
საგარანტიო ტალონი
1.საგარანტიო მომსახურების შინაარსი.
1.1. მომსახურება გულისხმობს ნივთის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მის უფასოდ შეკეთებას, ან ახლით შეცვლას.
1.2 საგარანტიო მომსახურების სახე პროდუქციის სახეობის მიხედვით:
- iPhone-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
- AirPods-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია დაზიანებულ ნაწილზე.
- MacBook-ზე, iMac-სა და Mac Studio-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
- iPad-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
- Apple Watch-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
- Apple TV-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
- ყველა სახის აქსესუარზე, რომელიც მოყვება მოწყობილობას, ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
- Non Serian Number (სერიული ნომრის არმქონე) აქსესუარებზე, რომელიც წარმოებულია APPLE-ის მიერ, ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
- Bang & Olufsen-ზე ვრცელდება, როგორც შეკეთების, ასევე შეცვლითი გარანტია.
1.3. საგარანტიო მომსახურების გაწევისას, გარანტიის მიმცემი მოქმედებს მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და წინამდებარე დოკუმენტის 1.1. მუხლის შესაბამისად და თითოეულ შემთხვევაში აფასებს საქონლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის მისი შეცვლის, ან შეკეთების მიზანშეწონილობას საგარანტიო ტალონის 1.2. მუხლით განსაზღვრული მომსახურების სახეების გათვალისწინებით.
2.საგარანტიო მომსახურების პირობები და ვადა
2.1 “APPLE” -ის პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურების ვადაა 1 წელი, რაც სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ პროდუქტზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ ოფიციალურად გაცემულ გარანტიასთან. მოწყობილობის კომერციული გარანტიის ვადა „APPLE”-ის მომხმარებელს თავადვე შეუძლია შეამოწმოს ამავე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მოწყობილობის უნიკალური ნომრით: https://checkcoverage.apple.com/
2.2. „Bang & Olufsen“-ის პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურების ვადა წარმოდგენილია საგარანტიო ტალონისთვის თანდართულ ცხრილში და სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ პროდუქტზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ ოფიციალურად გაცემულ გარანტიასთან. მოწყობილობის კომერციული გარანტიის ვადა მომხმარებელს ასევე შეუძლია შეამოწმოს ამავე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, https://bang-olufsen.com
2.2.საგარანტიო მომსახურება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, APPLE-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრ „აისაფორთში“, რომლის მისამართია თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N12
2.3. გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით.
2.3 მყიდველი ვალდებულია ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სერვის-ცენტრს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია.
2.4 საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მყიდველმა უნდა წარადგინოს გამყიდველი ორგანიზაციის საგარანტიო წერილი გაყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (ჩეკი, განვადების დიკუმენტი, ან სასაქონლო ზედნედები), სადაც აღნიშნული იქნება ნივთის დასახელება და სერიული ნომერი/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი ორგანიზაციის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები.
3. საგარანტიო მომსახურების განსაკუთრებული პირობები.
3.1 სერვის-ცენტრში მიტანილი პროდუქციის დიაგნოსტიკის პერიოდია 1-დან 3 სამუშაო დღე. თუ დეფექტი, რომელსაც აფიქსირებს მომხმარებელი არის არამუდმივი ხასიათის, დიაგნოსტიკის პერიოდი არის 1-დან 7 სამუშაო დღე.
3.2 საგარანტიო მომსახურების გაწევა ხორციელდება გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს დიაგნოსტიკის დასრულებიდან მომდევნო 30 სამუშაო დღისა.
3.4. საგარანტიო მომსახურების დასრულების შემდეგ, მყიდველი ვალდებულია პროდუქტი მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით.
3.5. მომხმარებელი ვალდებულია, სერვისცენტრისთვის მოწოდებულ „Apple”-ის პროდუქტზე გათიშოს ფუნქცია FmiP – FmM (ან სერვისცენტრის წარმომადგენელს პირადად მიაწოდოს გათიშვისთვის საჭირო მონაცემები) წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზებული სერვის ცენტრი ვერ შეძლებს ნივთის შემოწმებას.
3.5 შპს „ეიესბისი“ პატივს სცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას და რეკომენდაციას უწევს მომხმარებელს, მის მოწყობილობაში დაცული ინფორმაცია, სრული უსაფრთხოებისთვის, გადატანილ იქნას სხვა მოწყობილობაში და პროდუქტი წარმოადგინოს ქარხნული პარამეტრებით.
3.6 სერვისცენტრი არ განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას, თუ კი - შემოწმებისა და/ან დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება, რომ ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც პირდაპირაა განსაზღვრულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ.
4. გარდამავალი დებულებები
4.1.საგარანტიო წერილი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნული კანონმდებლობით გარანტირებულ მყიდველის/მომხმარებლის არცერთ უფლებას. თუ საგარანტიო წერილის რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.
4.2. საგარანტიო წერილის გაცემის მომენტში საგარანტიო მომსახურების განმახორციელებელი სერვის-ცენტრის მონაცემებია: აისაფორთი | iSupport (შპს „ეიესბისი“) ,თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N12, ტელეფონი: (+995) 32 230 10 01 მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-ცენტრებისა და გამყიდველის სხვა სერვისების შესახებ ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე http://ispace.ge