გამოყენების წესები და პირობები

სამომხმარებლო ხელშეკრულების პირობები


1. კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად , შპს „ეიესბისი“(ს/ნ 402083311) იტოვებს უფლებას, შეიტანოს ცვლილებები საიტის კონტენტში, რასაც, უპირობოდ ეთანხმება საიტის მომხმარებელი.


2. საიტზე რეგისტრაციით თქვენ გვანიჭებთ უფლებას, რომ დაგიკავშირდეთ ელექტრონულად და მოგაწოდოთ კომპანიის საქმიანობიდან და/ან მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია.


3. სასაქონლო ნიშნები: „აისფეისი“ და „აისაფორთი“ წარმოადგენს შპს „ეიესბისის“ (ს/ნ 402083311) საკუთრებას. აკრძალულია მათი გამოყენება სხვა საიტებზე, მეტა თეგებში, ბეჭდურ მედიაში ან სხვა საინფორმაციო სივრცეში, კომპანიასთან წინასწარი წეროლობითი შეთანხმების გარეშე.


4. პროდუქციის გაყიდვა მაღაზიაში და ონლაინ მაღაზიებში ერთდროულად ხდება, ამიტომ არის ალბათობა, რომ საიტზე პროდუქტის კალათაში დამატების დროს ის მაღაზიაში გაიყიდოს. ამის თაობაზე აისფეისი მოგაწვდით ინფორმაციას შეკვეთის გაფორმების პროცესში.


5. თუ სისტემისგან უარი მიიღეთ ტრანზაქციის განხორციელებაზე, დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ ინფორმაცია, რომელიც განგიმარტავთ ტრანზაქციის განხორციელებაზე უარის მიზეზს.


6. კომპანია ვალდებულია, ზედმიწევნით შეასრულოს მომხმარებელთან ნაკისრი ვალდებულება შეკვეთის დროულად დამუშავებასა და მიწოდებაზე.


7. მომხმარებელი ვალდებულია, არ ჩაიბაროს სატრანსპორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „ეიესბისის“-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ,ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: (+995) 322 23 53 23 . გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს „ეიესბისი“ არ არის ვალდებული განიხილოს პრეტენზიები, რომელიც ეხება ნივთის გარეგან სახეს და/ან პროდუქტის კომპლექტაციას. მომხმარებელს ევალება ყურადღებით შეამოწმოს გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერს საფოსტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციას. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.


8. ვებგვერდის მეშვეობით გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება ხორციელდება „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2022 წლის 01 ივნისიდან, მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი ნივთი, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, დააბრუნოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული წესის გამოყენებით საქონლის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აქვს პირველადი გარეგნული სახე, ახლავს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და ყუთი. ამასთან, არ მომხდარა მოწყობილობის გააქტიურება.


მითითებული პირობა არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.


9. თუ შეძენილ ნივთს აღენიშნება ტექნიკური დაზიანება/ქარხნული წუნი, ნივთის დაბრუნება/შეცვლა განხორციელდება საგარანტიო მომსახურების პირობების შესაბამისად (საგარანტიო პირობების გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ეძლევა ნივთის შეძენამდე, ელექტრონულად, ხოლო საგარანტიო წერილი გადაეცემა ნივთის შეძენისთანავე.


10. შპს „ეიესბისი“, მას შემდეგ, რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებასჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან დააბრუნებს თანხას მომდევნო 10 დღის განმავლობაში იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება. თანხის უკან დაბრუნების დროს ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება.


11. თუ ნივთს აღენიშნება ქარხნული დეფექტი, შპს „ეიესბისი“ თავად უზრუნველყოფს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. სხვა შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავისი ხარჯით უზრუნველყოს ნივთის უკან დაბრუნება.


12. მომხმარებელმა ნივთის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა/შეტყობინება უნდა დააფიქსიროსქოლ ცენტრში, სოციალური ქსელის პირად მიმოწერაში ან ელ. ფოსტაზე [email protected]. მე-8 პუნქტში მითითებული წესით ნივთის დაბრუნება მომხმარებელმა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 7 დღისა შეტყობინების გაკეთებიდან.


13. გთხოვთ არ გაასაჯაროოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა პირის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებაზე. იმ შემთხვევაში თუ, კომპანიის ვებგვერდზე თქვენს მონაცემებს გამოიყენებს არაუფლებამოსილი პირი და/ან ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით, თქვენ უნდა აცნობოთ კომპანიას, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. მომხმარებელმა კომპანიას უნდა მიაწოდოს უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია, რათა კომპანიამ შეძლოს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება თქვენი ინტერესების დასაცავად.


14. ვებგვერდზე რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ ზემოთ მითითებულ პირობებს და თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული წესები თქვენსა და შპს „ეიესბისის“ შორის ურთიერთობაზე გავრცელდეს.


15. ლოგ ფაილები და COOKIES


iSpace სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, iSpace იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი
  • მოწყობილობის ტიპი
  • ბრაუზერი
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი iSpace-ის ვებგვერდზე
  • ინფორმაცია iSpace-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.


ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

  • გავაანალიზოთ ტრენდები
  • აწარმოოს სტატისტიკა
  • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად
  • რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.


Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.