MacBook Pro 13" with Touch Bar Apple M1 (8C CPU/8C GPU), 8 GB, 256 GB, Silver, (EN/RU)

Art.: MYDA2RU/A
available
ახალი
4 869 ლარი
Apple M1 ჩიპი 13-დუიმიან MacBook Pro-ს დაუჯერებელ სისწრაფესა და სიმძლავრეს ანიჭებს. ცენტრალური პროცესორის სიმძლავრე 2.8x-მდე გაიზარდა. გრაფიკის დამუშავების სისწრაფე კი – 5x-მდე. Apple-ის მოწინავე Neural Engine სისტემის წყალობით მანქანური სწავლება 11x-მდე უფრო სწრაფია. ამასთან, MacBook Pro დატენვის გარეშე მუშაობს 20 საათამდე – ყველაზე მეტხანს Mac-ის ისტორიაში. Apple-ის ყველაზე პოპულარული Pro კლასის ნოუთბუქი სრულიად ახალ საფეხურზე გადადის.
 

ეს არის Apple-ის პირველი ჩიპი, რომელიც სპეციალურად Mac-ისათვის შეიქმნა. Apple M1 ჩიპის სისტემა 16 მილიარდ ტრანზისტორს იტევს და აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, Neural Engine სისტემას, I/O კონტროლერებს და მრავალ სხვა კომპონენტს. Apple M1 ჩიპი უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს დაუჯერებელ პროდუქტიულობას და ინდუსტრიაში საუკეთესო ენერგოეფექტიანობას.¹ ეს უბრალოდ წინგადადგმული ნაბიჯი არ არის Mac-ისთვის – ეს შესაძლებლობების სრულიად ახალი საფეხურია.

 
ცენტრალური პროცესორი

M1 ჩიპთან ერთად MacBook Pro საოცრად სწრაფი და მძლავრია. 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი მარტივად უმკლავდება კომპლექსურ ამოცანებს და დიდ დატვირთვას: მისი წარმადობა წინა თაობის პროცესორებთან შედარებით 2.8x-მდე მეტია². ამასთან, ელემენტის ენერგია ძალიან ეკონომიურად იხარჯება.

 
გრაფიკული პროცესორი

8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი M1 ჩიპში – ყველაზე მძლავრია მათ შორის, რაც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. და ამ სწრაფი, ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორის წყალობით გრაფიკის დამუშავების სისწრაფე 5-ჯერ გაიზარდა.

 
მანქანური სწავლება
16-ბირთვიანი Neural Engine სისტემა. გონიერება ხვდება სისწრაფეს.

მანქანური სწავლება უზრუნველყოფს მუშაობის გრანდიოზულ სისწრაფეს და ავტომატიზაციის შესაძლებლობებს ვიდეოს ანალიზის, ხმის ამოცნობის, გამოსახულების დამუშავებისა და უამრავი სხვა ამოცანისათვის. M1 ჩიპი აღჭურვილია 16-ბირთვიანი Neural Engine სისტემით და აქვს მრავალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა მანქანური სწავლების ბაზაზე. ამიტომ MacBook Pro-ს უბრალოდ ვერაფერი შეედრება.


 
macOS Big Sur

ოპერაციული სისტემა macOS Big Sur შექმნილია Apple M1 ჩიპის პონტენციალის მაქსიმუმის გამოსავლენად. მნიშვნელოვნად განახლებული აპლიკაციები. და მონაცემთა დაცვის წამყვანი ფუნქციები – ახალი ოპერაციული სისტემა, ეს არის ყველაზე მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა Apple-ის ყველაზე მოწინავე მოწყობილობისათვის.

მაღალი სიჩქარე და სწრაფი უკურეაქცია


M1 ჩიპი და macOS Big Sur მწყობრად მუშაობენ ერთად და უზრუნველყოფენ კომპიუტერის სწრაფ რეაგირებას. MacBook Pro მომენტალურად გამოდის ძილის რეჟიმიდან. ნაკლები დრო იხარჯება ყოველდღიურ ამოცანებზე: ფოტოები და გვერდები Safari-ში მყისიერად იტვირთება. ყველაზე მძლავრი აპლიკაციებისთვისაც კი რესურსები ყოველთვის საკმარისია.

აპლიკაციების ყველაზე დიდი კოლექცია


გამოიყენე სპეციალურად Apple M1 ჩიპისთვის შექმნილი აპლიკაციები. ნაცნობი აპლიკაციები ტექნოლოგია Rosetta 2-ის წყალობით იმუშავებს. და კიდევ ახლა უკვე შეგიძლია ისარგებლო iPhone-ის და iPad-ის შენი საყვარელი აპლიკაციებით პირდაპირ macOS Big Sur-ზე. საბოლოო ჯამში, წვდომა გექნება აპლიკაციების ყველაზე ფართო არჩევანზე Mac-ის ისტორიაში.

 
ეფექტიანი თერმორეგულაცია
მთელი დღე დატენვის გარეშე

 
გაერთიანებული მეხსიერება

ერთი ჩიპი ყველაფერს აკონტროლებს.

M1 ჩიპს 16 გბ-მდე ზესწრაფი გაერთიანებული მეხსიერება აქვს, რომელიც მაღალი გამტარუნარიანობითა და მოთხოვნაზე რეაქციის მინიმალური დაყოვნებით გამოირჩევა. ამ მეხსიერების წყალობით ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები და Neural Engine სისტემა მომენტალურად იღებენ მონაცემებს და ცვლიან ერთმანეთში. ამიტომ ყველაფერი მუშაობს სწრაფად და შეუფერხებლად.

SSD საცავი

 
უსაფრთხოება


Apple M1 ჩიპი და macOS Big Sur უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მოწინავე ფუნქციების მუშაობას MacBook Pro-ზე და აუმჯობესებს სისტემური თუ პირადი მონაცემების დაცვის ხარისხს.

არაჩვეულებრივ Retina დისფლეიზე გამოსახულება დაუჯერებლად დეტალურია, ტექსტი – კიდევ უფრო მკაფიო. მკვეთრი LED განათება შესანიშნავად გადმოსცემს შავი ფერის მთელ სიღრმეს და თეთრი ფერის ნათელ ტონებს. ხოლო P3 გაფართოებული პალიტრის წყალობით მწვანისა და წითლის ტონალობები კიდევ უფრო რეალისტურია, ვიდრე sRGB პალიტრაში. გარდა ამისა, MacBook Pro-ს დისფლეის აქვს True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ამიტომ თეთრი ფერის ბალანსი ავტომატურად რეგულირდება გარემომცველი განათების ფერის ტემპერატურის შესაბამისად და გამოსახულება ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურება.
სიკაშკაშე
 
გაფართოებული პალიტრა (P3)
True Tone ტექნოლოგია

M1 ჩიპის წყალობით FaceTime HD კამერას ახლა შეუძლია გამოიყენოს Apple-ის უახლესი გამოსახულების სიგნალის პროცესორის მთელი პოტენციალი. შედეგად, უმჯობესდება კავშირის ხარისხი ვიდეოკონფერენციისას და შესაძლებელია მეტი დეტალის გარჩევა გამოსახულების როგორც ბნელ, ასევე ნათელ მონაკვეთებში. ხოლო სტუდიური ხარისხის მიკროფონები უზრუნველყოფს მკაფიო და ხარისხიან ჟღერადობას, როცა ონლაინკონფერენციაში მონაწილეობ, მეგობრებს ესაუბრები ან პოდკასტს წერ.

FaceTime HD კამერა


M1 ჩიპი გეხმარება საუკეთესოდ გამოიყურებოდე კადრში. გამოსახულების ნათელი მონაკვეთები დაბალი განათების პირობებშიც კი უფრო მკაფიოა. ხმაურის დონის შემცირების გაუმჯობესებული ფუნქცია ზრდის სიმკვეთრეს ბნელ მონაკვეთებში. ხოლო სახის ამოცნობის ფუნქცია Neural Engine სისტემის წყალობით ავტომატურად არეგულირებს თეთრი ფერის ბალანსს და ექსპოზიციას კანის შეფერილობის უფრო ზუსტად გადმოსაცემად.

3-მიკროფონიანი სისტემა


კლავიატურა Magic Keyboard საშუალებას გაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმუშაო. გაუმჯობესებული მექანიზმი «მაკრატელის» წყალობით ის ზუსტად რეაგირებს, მოსახერხებელი და ჩუმია. Touch Bar პანელი უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ყველაზე სასარგებლო ფუნქციაზე, ამიტომ არ მოგიწევს ზედმეტ მოქმედებებზე დროის დახარჯვა. ხოლო Touch ID-ის მეშვეობით შეგიძლია მომენტალურად შეხვიდე ექაუნთებში და გააკეთო შენაძენები.

მექანიზმი «მაკრატელი»

 

Touch Bar

მეტი კომბინაცია. მეტი შესაძლებლობა.

შენს განკარგულებაშია კიდევ უფრო მეტი ფუნქცია და სწრაფი ქმედება, მაგალითად – საყვარელი ემოჯიების მოძებნა ან ფავორიტი ენების არჩევა.

 
Touch ID
ბლოკის მოსახსნელად – შეეხე სენსორს. დასაბლოკად – შეეხე სენსორს. გამოიყენე თითის ანაბეჭდით ავთენტიფიკაცია ფილმის საქირავებლად, აპლიკაციების შესაძენად ან დაცულ კონტენტზე წვდომის მისაღებად, მაგალითად, დოკუმენტების გასახსნელად ან მოწყობილობის პარამეტრებში შესასვლელად. პაროლის შეყვანა არ დაგჭირდება. ხოლო Apple Pay-ის მეშვეობით ონლაინგადახდისას Touch ID ავტომატურად შეიყვანს გადახდის დეტალებს და მისამართს საჭირო ველებში. ამასთან, შენი ბარათის მონაცემები არსად გაზიარდება.

 

 

 

Wi-Fi 6

ახალი თაობის Wi-Fi კიდევ უფრო სწრაფია. და თან MacBook Pro-ის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ მცირდება, რამდენი მოწყობილობაც არ უნდა დაუკავშირდეს ქსელს.

 

Thunderbolt/USB 4 პორტები

უმაღლესი გამტარუნარიანობა და ფუნქციების უნივერსალური სპექტრი. პორტი Thunderbolt-ი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას, დატენვას და ვიდეოს გაშვებას ერთი პორტიდან — MacBook Air-ს კი ორი ასეთი პორტი აქვს.

 

 

ცალკეული მოდელებისა და კონფიგურაციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე და/ან დისტრიბუციის რეგიონზე. კონტენტისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა გარანტირებული არ არის.

1. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპითა და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. წარმადობა ერთ ვატზე დადგინდა ცენტრალური პროცესორის უმაღლესი წარმადობის მაჩვენებლის შეფარდებით გამოყენებული ენერგიის საშუალო მაჩვენებელთან. ცდები ჩატარდა ინდუსტრიის რამდენიმე სტანდარტული ნიშნულის გამოყენებით. შედარებისთვის შეირჩა იმ დროისათვის გაყიდვაში არსებული ნოუთბუქები და სამაგიდო კომპიუტერები ყველაზე მაღალი წარმადობის პროცესორებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

2. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Pro-ს გაყიდვაში არსებული ნიმუშები 4-ბირთვიანი 1.7 გგჰც პროცესორით Intel Core i7. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ტესტირებისას შეიქმნა პროექტი ღია კოდით Xcode 12.2-ის, Apple Clang 12.0.0-ის, Ninja 1.10.0-ის და CMake 3.16.5-ის საცდელი ვერსიების გამოყენებით. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

3. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით. ასევე გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს გაყიდვაში არსებული ნიმუშები 4-ბირთვიანი 1.7 გგჰც პროცესორით Intel Core i7 და გრაფიკული პროცესორით Intel Iris Plus Graphics 645. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდები ჩატარდა Final Cut Pro 10.5-ის საცდელი ვერსიით. გამოიყენებოდა 10-წამიანი პროექტი Apple ProRes 422 ვიდეოთი, რომლის გაფართოება იყო 3840×2160 პიქსელი, ხოლო სიხშირე – 30 კადრი წამში. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

4. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით. ასევე გამოიყენებოდა MacBook Pro-ს გაყიდვაში არსებული ნიმუშები 4-ბირთვიანი 1.7 გგჰც პროცესორით Intel Core i7. ყველა სისტემაზე დაყენებული იყო 2 ტბ მოცულობის SSD საცავი; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იყო 16 გბ ყველა მოდელზე. ცდებში გამოიყენებოდა Xcode 12.2-ისა და Create ML 2.0-ის საცდელი ვერსიები. Create ML 2.0-ში შეიქმნა მოქმედებათა კლასიფიკაციის მოდელი. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

5. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი ნიმუშები Apple M1 ჩიპით, 8 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 512 გბ მოცულობის SSD საცავით. Apple TV-ის აპლიკაციით ფილმების გაშვების ცდებში დადგინდა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 1080p გაფართოების HD კონტენტის გაშვების რეჟიმში; დისფლეის სიკაშკაშის დონე იყო 8 დაწკაპუნება მინიმალური სიკაშკაშის დონიდან. ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოწყობილობის გამოყენების თავისებურებასა და კონფიგურაციაზე. მეტი ინფორმაციისათვის გაეცანით გვერდს: apple.com/batteries.

6. 1 ტბ = 1 ტრილიონ ბაიტს; ფაქტობრივი მოცულობა დაფორმატების შემდეგ ნაკლებია.

7. ცდები ჩატარდა კომპანია Apple-ის მიერ 2020 წლის ოქტომბერში. გამოიყენებოდა 13-დუიმიანი MacBook Pro-ს საცდელი Apple M1 ჩიპით, 16 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 2 ტბ მოცულობის SSD საცავით. გამოიყენებოდა ტესტი FIO 3.23 შემდეგი პარამეტრებით: მოთხოვნის მოცულობა – 1024 კბ, საცდელი ფაილის მოცულობა – 150 გბ, რიგის სიღრმე – 8-ის ტოლი. ცდებში გამოიყენებოდა კონკრეტული კომპიუტერული სისტემები. რეზულტატები ასახავს MacBook Pro-ს მიახლოებით შესაძლებლობებს.

8. სიჩქარე დადგენილია თეორიულ გამტარუნარიანობაზე დაყრდნობით და განსხვავდება ადგილობრივი პირობებისა და კავშირგაბმულობის კომპანიების მიხედვით.

 

მახასიათებლები

Warranty
Warranty Products Returnable
Yes
Warranty Term (month)
12 month(s)
Warranty validation Criteria
Serial Number
Other
Date of Entry
2020
Vendor
APPLE
Size MacBook Pro
13"
Processor
CPU
Apple M1
CPU Core Quantity
8
Chipset
System on Chip (SoC)
Neural Engine Core Quantity
16
Memory
Installed RAM
8 GB
Storage
Storage Type
SSD
Storage Capacity
256 GB
Display
Diagonal Length
13.3"
Display Type
LCD
Display Technology
TFT Active Matrix
Type of Matrix
IPS
Display Color
Color
Maximum Resolution
2560x1600
Display Features
500 nits Brightness
Wide Color Gamut (P3)
True Tone technology
LED Backlight
Retina Display
Audio Output
Audio Output Mode
Stereo
Video Output
Video Memory Type
Shared Video Memory
GPU Core Quantity
8
Networking Specifications
Wi-Fi
IEEE 802.11g
IEEE 802.11ax Wi-Fi 6
IEEE 802.11ac Wi-Fi 5
IEEE 802.11n Wi-Fi 4
IEEE 802.11a
IEEE 802.11b
Bluetooth
Bluetooth 5.0
Interface Provided
Thunderbolt 3
2 (USB Type-C)
Headphones
1 (3.5-mm minijack)
System
System Type
Notebook
Keyboard Localization
Russian
English
Keyboard Features
Backlit Keyboard
Magic Keyboard
Touch Bar
Ambient Light Sensor
Web Camera
720p FaceTime HD Camera
Built-in Devices
Reduce Motion
Speakers
Text to Speech
Closed Captions
Switch Control
Force Touch Trackpad
Three Microphones
Touch ID
Voice Control
VoiceOver
Zoom
Increase Contrast
Siri and Dictation
Audio/Video Features
VGA, HDMI, DVI, and Thunderbolt 2 output supported using adapters (sold separately)
Support Thunderbolt 3 digital video output
Support native DisplayPort output over USB‑C
Wide stereo sound
Support for Dolby Atmos playback
Supports one external 6K display with 6016-by-3384 resolution at 60Hz at over a billion colors
Studio-quality three-mic array with directional beamforming
In the Box
User Guide
MacBook Pro
USB-C Power Adapter
USB-C/USB-C Charge Cable (2 m)
Features that Reduce Environmental Impact
100% recycled tin in the solder of the main logic board
100% of virgin wood fiber comes from responsibly managed forests
All final assembly suppliers are transitioning to 100% renewable energy for Apple production
Recyclable, majority-fiber packaging
35% or more recycled plastic in multiple components
Meets ENERGY STAR Requirements
Mercury-Free
PVC free
Arsenic-Free Display Glass
BFR Free
Beryllium-free
Enclosure made with low-carbon aluminum
Touch Bar
with Touch Bar
External Color
Silver
Software
Platform Compability
Mac
Installed Operating System
Apple macOS Big Sur
Power
Power Device Location
External
Input Voltage
AC 100-240 V
Input Frequency
50/60 Hz
Included Power Adapter Output Power
61 W
Power Port Connector Type
USB-C
Battery
Battery Technology
Lithium Polymer
Battery Installed Quantity
1
Battery Current Capacity
58.2 WHr
Maximum Battery Supported Quantity
1
Dimensions&Weight Device
Depth (mm)
212.4 mm
Height (mm)
15.6 mm
Width (mm)
304.1 mm
Nominal Weight
1.4 kg
Environment
Maximum Operating Ambient Temperature
35 °C
Minimum Operating Ambient Temperature
10 °C
Maximum Non-Operating Ambient Temperature
45 °C
Minimum Non-Operating Ambient Temperature
-25 °C
Max. Altitude Operating
3000 m
Max. Altitude Storage
4500 m
Max. Altitude Shipping
10500 m
Max. Relative Humidity Non-Condensing
90 %
Min. Relative Humidity Non-Condensing
0 %

შეფასება

შეფასება

0

რეკომენდაცია

0%

MacBook Pro 13" with Touch Bar Apple M1 (8C CPU/8C GPU), 8 GB, 256 GB, Silver, (EN/RU)
4 869 ლარი